Digest Logo

რომანი ბერა ივანიშვილთან, უცხოელი ქმარი და სხვა ამბები თაკო გაჩეჩილაძეზე

1612851510
მომღეარლი თაკო გაჩეჩილაძე

ჭორები, სკანდალები, ტყუილი და მართალი ინფორმაცია ცნობილი ადამიანების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ისინი, საკუთარი თავის შესახებ გავრცელებულ ამბებზე, ხან იციანიან, ხან ბრაზდებიან ხანაც ყურადღებას არ აქცევენ ან კიდევ მძაფრად რეაგირებენ.

ახლა მოღერალ თაკო გაჩეცლაძის შესახებ გავრცელებულ ამბებზე მოგიყვებით, რომელზეც თავად თაკო ნაკელბად საუბრობდა.

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე ბავშვობიდან სცენაზე დგას. თავისი ნიჭიერისა და გარეგნობის წყალობით მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ერთ-ერთი და მათავრი ჭორი, რომელიც მასზე გავრცელდა პროექტ „ერთი ერთში“ ლაივ-შოუს ეხებოდა, სადაც ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა.

მან ცნობილი ფილმიდან „მეხუთე ელემენტი“ Diva Plavalaguna-ს როლი მოირგო და სიმღერა Il Dolce Suono შეასრულა. მის შესრულებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გავრცელდა ხმები, რომ მომღერალმა ფონოგრამით იმღერა. ეჭვი კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც თაკოს ნამღერში ხარვეზიც კი ვერ აღმოაჩინეს.

„თაკო გაჩეჩილაძე არის იმ რანგის მომღერალი, რომლის ცოცხალი შესრულება არ განსხვავდება პლიუსფონოგრამისგან“, - ამტკიცებს ანრი ჯოხაძე.

გავრცელებული ჭორების შესახებ მაშინ მომღერალმაც გააკეთა კომენტარი - „თუ გინდათ აკაპელაში გიმღერებთ ხალხო, რომ დაწყნარდეთ და დარწმუნდეთ, რომ ცოცხლად შევასრულე. ამ ნომერში იმდენი შრომა და ენერგია ჩავდე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს თქვენთვის ნიჭთან ერთად ეს ყველაფერი შესაძლებელია. და იმის ნაცვლად, რომ გიხაროდეთ, რომ საქართველოში, ქართველი, თქვენიანი, არის ადამიანი, რომელიც ასე გასახელებთ, ეძებთ ფონოფრამა იყო თუ არა. სირცხვილია და ძალიან საწყენი! ბოღმა და შური არის ქართველი ერის ყველაზე დიდი მინუსი და სწორედ მაგიტომ არაფერი გვეშველება ჩვენ.

პ.ს. ისე ძალიან სასიხარულოა, ისე მოგეწონათ, რომ ვერ ჯერებთ!“ - წერდა თაკო სოციალურ ქსელში.

მომხდარს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მეგობრები თაკოს გამძლეობისა და მოთმინებისაკენ მოუწოდებენ.

მაშინ პროექტში თაკომ, გაიმარჯვა და ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ თაკომ პლიუს ფონოგრამაზე შეასრულა რამდენიმე სიმღერა. ამ ამბიდან არც ისე დიდი ხანი იყო გასული, როცა თბილისში ახალი ჭორები გაჩნდა. ამბობდნენ, თაკოს ბერა ივანიშვილთან რომანი აქვსო.

მაშინ ლაპარაკობდნენ რომ ბიძინა ივანიშვილმა თაკოს ფულიც კი შესთავაზა, რომ ბერა დაევიწყებინა.

ამ ჭორზე თაკო ბევრს იცინოდაა დაა ამბობდა, რომ შეიძლება, ბერას მის მიმართ რაიმე გრძნობები ჰქონდა, მაგრამ მათ შორის ვერაფერი ვერ მოხდებოდა, რადგან მილიონერის შვილი ასაკით მასზე ბევრად პატარაა.

სანამ თბილისშ თაკოზე ჭორაობდნენ მომღერალმა ცნობილი ევროპელი პროდუსერი ბორისლავ მილანოვი გაიცნო და მასთან ოჯახი შექმნა. დღეს წყვილს ორი შვილი ჰყავს და თავს ბედნიერად გრძნობენ.


აგრეთვე დაგაინტერესებთ:

2 განქორწინება, შვილი ქორწინების გარეშე, ნამდვილი დედის ძებნა - ცოტა რამ თამუნა მუსერიძეზე

„მესამე თვალი“ სულ გახსნილი მაქვს, ეს ტანჯვაა. რთულია, წინასწარ იგრძნო ადამიანის გარდაცვალება“ - რომა რცხილაძე

ნათლიამირონობა ივანიშვილთან, ავადმყოფობა და სხვა ამბები ძმებ გაჩეჩილაძეებზე