Digest Logo

4 შვილი, ერთი ნახვით შეყვარება და ქორწილი გაცნობიდან 5 თვეში - ცოტა რამ ირაკლი ოქრუაშვილის პირადზე

1612246140
ირაკლი ოქრუაშვილის ოჯახი

პოლიტიკოს ირაკლი ოქრუაშვილს და მისი მეუღლეს, ირინა გორდელაძეს 4 შვილი ჰყავთ  – მია, ანდრია, ანა და ნინა. მათი სიყვარლის საქმიან გარემოში დაიწყო. ერთმანეთი „თელასში“ გაიცნეს და 5 თვეში გადაწყდა, რომ მთელი ცხოვრების ერთმანეთის გევრდით გატარება სურდათ.

ირინა გორდელაძე მეოთხე თაობის თბილისელია. მე-11 კლასში იყო, როცა გერმანიაში წავედა და მე-6 გერმანული გიმნაზია დაამთავრა. ირინა გატაცებული იყო გერმანული ლიტერატურით, ფსიქოლოგიით, ხელოვნებით. მერე საქართველოში ჩამოვიდა...

ირაკლი და ირინა

„ირაკლი „თელასში“ გავიცანი, ხუთი თვის თავზე დავქორწინდით. ირაკლის სურვილი იყო, ამერიკაში წასვლამდე დავქორწინებულიყავით, მეც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ერთი თვის შემდეგ ამერიკაში წავედი და რომ არა ირაკლი, ჯერჯერობით საქართველოში არც დავბრუნდებოდი.

პატარ-პატარა გატაცებები იყო, მაგრამ ირაკლის გარდა სერიოზულად არავისზე მიფიქრია. ძალიან რთული იყო 5 თვეში ასეთი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ერთია, როგორც მე ვიტყოდი, ისე იქნებოდა, ასეც მოხდა. ოჯახში ერთადერთი რაც მითხრეს – კარგად დაფიქრდიო. როცა დავვახლოვდით, ვიგრძენი, რომ მე ჩემი ნახევარი ვიპოვე“, - ჰყვება ერთ-ერთ ინტერვიუში ირინა გორდელაძე.

შეყვარებული კაცი

„როცა „თელასში“ მუშაობა დავიწყე, ირაკლის ფირმა ამერიკელებს ეხმარებოდა. ყველა ლაპარაკობდა, რომ არსებობდა ადვოკატი, რომელიც თელასზე მუშაობდა. სახელი და გვარიც ვიცოდი, მაგრამ არ ვიცნობდი.

პირველად, როცა დამინახა, ძალიან საქმიან გარემოში, გვერდით ჩამიარა, ყურადღება არც მიმიქცევია. არც კი ვიცოდი, ვინ იყო. შემდეგ დარეკა და მითხრა, - მე ირაკლი ოქრუაშვილი ვარ და „ლანჩზე“ გეპატიჟებიო. ჩავთვალე, რომ საქმიანი სადილი იქნებოდა. „სადილი“ 9 საათზე გაიმართა. მივხვდი, რომ ამ ვახშამს საქმესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ეს პირველი შეხვედრა იყო.

შემდეგ იყო რეისი „თბილისი-სტამბოლი-თბილისი“, დილით წავედით და საღამოს ჩამოვედით, შესანიშნავი საჩუქარი იყო“, - ამბობს ირინა გორდელაძე.

თავდ ირაკლის, თავისი პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ არასდროს უსაუბრია. ერთადერთხელ საჯარო და ემოციური პოსტი, რომელიც მან გამოაქვეყნა, შვილს ეხებოდა.

„აეროპორტამდე მივაცილე მხოლოდ, თან ვერ გავყევი. ხვალ პარიზში სწავლა ეწყება და მარტოს მოუწევს გზის გაკვალა სრულიად უცხო გარემოში.

წავიდა, გამიფრინდა. არადა სულ მინდოდა პატარა ყოფილიყო. ჩემი ცხოვრების წესიდან და პრობლემებიდან გამომდინარე ვერ დავტკბი მისი პატარაობით, ისე გაიზარდა თვალსა და ხელს შუა.
ხან სამსახურში მაკითხავდა, ხან პარიზის ციხეში სულ პატარა, ხან თბილისის. ეგეც გამოწვევაა მისი გონებისთვის, რომელიც უფრო გააძლიერებს.

ჩემზე გამოცდილი მასწავლებელი ალბათ არ ეყოლება და რამდენიმე რჩევა გავატანე:

– იმეგობრე მხოლოდ ისეთ ადამიანებთან, რომლებისგანაც რაღაცას ისწავლი და რომლებსაც ცხოვრებაში რაიმის შექმნის მიზანი გააჩნიათ;

– არ იმეგობრო მათთან ვინც წარსულით ცხოვრობს და აწმყოზე მოსთქვამს;

– არ დატკბე შექმნილით, მხოლოდ ისიამოვნე, რადგან ახლის შექმნაში ხელი შეგეშლება;

– გაეცი მინიმუმ იმდენი, რის ფასადაც მადლიერებას მიიღებ;

– ცხოვრებამ არასდროს გაგაბოროტოს;

– ოჯახზე ძვირფასს ვერაფერს შექმნი;

– პრობლემას რომელსაც ვერ გადაჭრი მისი მოგვარება დროს მიანდე;

– პირად მტერს მხოლოდ მოთმინებით აჯობებ, ქვეყნის მტერს კი ბრძოლით და მოკავშირეებით;

– შიში და სასოწარკვეთილება ყველაზე დიდი ცოდვაა და ამ მხრივ არასდროს შესცოდო;

– იაზროვნე ანგლო-საქსივით, იშრომე გერმანელივით, ქვეყანა გიყვარდეს ფრანგივით და დაიცავი ებრაელივით,”-წერდა ირაკლი ოქრუაშვილი, როდესაც შვილი საფრანგეთში სასწავლებლად გააცილა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

არავინ არ იცის საიდან მქონდა ბიძინა ივანიშვილთან ასეთი სიახლოვე - რატომ მოანათვლინეს თამრიკო ჭოხონელიძეს ბერა ივანიშვილი?

შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი

როგორ შეარცხვინა რუსი სასულიერო პირი ქართელმა პოლიგლოტმა