Digest Logo

ამ საღამოს რას აკეთებ? - ვაშაძისა და ანანიაშვილის უცნობი სიყვარულის ისტორია

1609953362
ანანიაშვილის ოჯახი

პრიმა-ბალერინა, ნინო ანანიაშვილი და პოლიტიკოსი, გრიგოლ ვაშაძე ერთმანეთს ბალეტმა დააკავშირა. დიახ, სწორედ ბალეტის სიყვარულმა განაპირობა მათი ერთად ყოფნა. როგორც ვაშაძე, ამბობს არ გასულა ნინოს არცერთი ბალეტი, რასაც არ დასწრებია და თაიგული არ უჩუქნია.

 

ნინო:

ბალეტმა გაგვაცნო ერთმანეთი. ყვავილების, მიხაკების დიდი თაიგული გამომიგზავნა, მაგრამ მაგ დროს არ ვცეკვავდი. ფეხი მტკიოდა. ეს ყვავილების თაიგული იმდენაძ ძვირფასი ყოფილა მირეკავდნენ მოდი წაიღეო...

ბებიამ მირჩია დამერეკა, თაიგულის ავტორისთვის. დავრეკე და დაახლოებით, 60 წლამდე კაცის ხმა ჰქონდა. მითხრა ამ საღამოს რას აკეთებო. ძალიან გამიკვირდა და გავოცდი, ვუთცარი, რომ ჩემს სახლში მოსულიყო და მე და ბებია ტკბილი სუფრით გავუმასპინძლდებოდი....

გრიგოლი:

რომ დავურეკე და ვუთხარი ამ საღამოს რას აკეთებო, მივხვდი რომ შეშფოთდა... თავიდან რუსულად მესაუბრებოდა, ვკითხე თუ იცოდა ქართული და შემდეგ უკვე მშობლიურ ენაზე დავიწყეთ საუბარი.

ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი. როგორც ცნობილია, ნინო 3 წელი „ტანჯავდა“ გრიგოლს და სიყვარულს სიყვარულით არ პასუხობდა.

ნინო:

ვამბობდი, რომ ჩემი პროფესიის ადამიანი ოჯახს ვერ შექმნიდა. თუმცა, გრიგოლი ისეთი პიროვნებაა, რომ ყველაფერში მეხმარებოდა. მან არამარტო მე არამედ ბალეტი და მტელი ჩემი სამყარო შეიყვარა. ძალიან კარგი ადამიანია, ხელი პოანტებით მთხოვა....

გრიგოლი:

3 წელი „მტანჯავდა“ და პასუხი არ მაჩუქა. პოანტები რომ ვაჩუქე ვუთხარი, პასუხი მერე მითხარი საზღვარგარეთიდან რომ დავბრუნდებითქო. მართლაც, რომ დავბრუნდი ვნახე და მითხრა, რომ პასუხს არ „მაღირსებდა“, თუმცა საჩუქარსაც არ დამიბრუნებდა უკან...

„ბებიამ მითხრა 25 წალმდე არ გათხოვდეო და მეც არ გავთხოვდი“,- ამბობს ანანიაშვილი.

გრიგოლი:

როცა ერთად ვართ არასდროს ვართ მარტო და გარშემო არავინ გვჭირდება... ერთად ყოფნა არასდროს გვბეზრდება...

ნინომ შვილი 42 წლის ასაკში გააჩინა, გოგოს ელენე დაარქვეს. შვილის გაჩენიდან ზუსტად 2 წელში ნინო სცენაზე დაბრუნდა და მუშაობა გააგრძელა.

ნინო:

დავიწყე გედების ტბით და 16 წლის შემდეგ ჩემი კარიერა ამ სპექტაკლით დავამთავრე. აუდიტორიის წინ რომ გამოვედი ელენე ამოვიდა და თაიგული მაჩუქა, ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური დღე იყო...


🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:

დედას ეძინა და მამას ინიციატივით, „გავპასტეთ“ - როგორი მამა იყო ჟვანია და როგორ ცხოვრობს ახლა მისი ქალიშვილი?

ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს