Digest Logo

საკუთარ დიპლომს დალოდებოდა და შემდეგ მიეცა რჩევები - ნინო ნადირაძე პირველ კომენტარს აკეთებს

1623946274
ექიმები

ექიმების ნინო ნადირაძისა და გიორგი ღოღობერიძის დაპირისპირებას მთელი დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ. გიორგის ბევრმა ადამიანმა დაუჭირა მხარი და მის გასამხნევებლად ბევრი პოსტი დაიწერა.

ამბავს თავად გიორგი ღოღობერიძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ ეგონა ხალხი ასე თუ დაუდგებოდა გვერდში. ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებდა ნინო ნადირაძე, მაგრამ ცოტა ხნის წინ მან პირველი კომენტარი „პრაიმტაიმთან" გააკეთა.

როგორც ნადირაძე ამბობს, გიორგი ღოღობერიძის მიმართ არანაირი პროტესტი არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ ყველამ თავის კომპეტენციის ფარგლებში უნდა იმოქმედოს.

„მე პოლემიკაში არ შევსულვარ, უბრალოდ დავსვი შეკითხვა. თავის დროზე, როდესაც „ლანცეტში“ ლიცენზიის საკითხები იხილებოდა, ამის გამო დავუპირისპირდი ყოფილ მფლობელს და წამოვედი კლინიკიდან – არალიცენზირებული სპეციალისტები გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდნენ.

ეს ხალხის უფლებაა მოსწონდეთ, დაუჯერონ, ამ საკითხში ბევრად მეტი სიფრთხილეა საჭირო. მე შეცდომებს არ ვაფიქსირებ, შესაძლოა, ჯერ არაფერში დაუშვია, მაგრამ ასე რომ მოხდეს? ამ დროს პასუხისმგებელი ვინ არის?! როცა არ ხარ ლიცენზირებული სპეციალისტი, არ ხარ პასუხისმგებელი, შესაბამისად, ბევრად მარტივად შეგიძლია საუბარი.

არსებობს სამედიცინო საქმიანობის რეგულაციის კანონი, რომელიც კრძალავს სამედიცინო საქმიანობის წარმოებას, თუ არ გაქვს შესაბამისი კვალიფიკაცია. რჩევებს არავის მივცემ ის საკითხში, რომელიც ჩემი ვიწრო სპეციალობა არაა. ყველამ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უნდა იმოქმედოს. ვფიქრობ, როცა ბატონი გიორგი აიღებს დიპლომს და როდესაც თავისი დამოუკიდებლად გატარებული პაციენტები ეყოლება, როდესაც ეს პასუხისმგებლობა იქნება მისთვის თვალსაჩინო, მერე უფრო სიფრთხილით მოეკიდება. არანაირი პროტესტი მის მიმართ არ გამაჩნია.

ადამიანი საკუთარ დიპლომს დალოდებოდა და შემდეგ მიეცა რჩევები. ძალიან მარტივია, როდესაც პასუხისმგებლობა არ გაქვს, შარს ვერავინ მოგდებს, ვერ მოგედავებიან. მინდა მას წარმატება ვუსურვო. მის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება. უბრალოდ, როდესაც ასეთ საკითხებს ეხება მეტი სიფრთხილე მართებს. მაშინ ნუ იქნება დიპლომები საჭირო“, – ამბობს ნადირაძე.


მანამდე, გიორგი ღოღობერიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნაწყენია.


ამავე თემაზე იხილეთ👇

🔵 „ჩემო გიორგი, მგონი „ზოგი ჭირი მარგებელიაო“ ისე გამოვიდა, ხალხს უფრო მეტად შეუყვარდი, კიდევ უფრო მეტად ეიმედები…“

🔵 გიორგი ღოღობერიძის უცნობი ამბები

🔵 რას წერს ფხაკაძე ღოღობერიძეზე

🔵 რას წერენ ექიმები „პრაიმშოუს“ გუშინდელ ეპიზოდზე

წყარო: primetime.ge