ბავშვობაში დაწყებული კარიერა რთულად განვითარდა. დიდი ხანია რაც თიკა ჯამბურია მსმენელს ახალი სიმღერებით არ ანებივრებს. პაუზის მიუხედავად, მის გარშემო სკანდალები არ წყდება.
2020 წლია ზაფხულში, 23 ივლისს, სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც თიკა ჯამბურია ოჯახის წევრებთან ერთად გადაიღეს. მომღერალი სამართალდამცველებმა დედასთან ერთად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის გამო დააკავეს.
მას თან ერთადერთი ქალიშვილი ახლდა, რომელმაც დიდი სტრესი გადაიტანა. პოლიციაში თიკა ჯამბურია შვილთან და დედასთან ერთად საპატრულო პოლიციის მანქანით წაიყვანეს. აღნიშნულ ვიდეოზე თიკა დახმარებას ითხოვდა.
თიკა ჯამბურია ადრეულ ასაკში დაოჯახდა.
ცნობილი მომღერალის პირველი მეუღლე ბექა ხოფერია იყო. მათ ერთმანეთი 7 წელი უყვარდათ. დაოჯახების შემდეგ 2 წელი ერთად ცხოვრობდნენ. მათ ქორწილს მთელი საქართველო განიხილავდა.
თიკას და ბექას პატარა ნინა ჰყავთ. განქორწინება თიკას ინიციატივა იყო, მიუხედავად ყველაფრისა, თიკას დედამთილთან კარგი ურთიერთობა აქვს.
ნინა ბებიას ხშირად სტუმრობს და მამასთან საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.
თუმცა, თიკამ საკუთარ Instagram- ზე მორიგი ემოციური სიტყვები დაწერა. მომხმარებლის კითხვაზე თუ რას შეცვლიდა ცხოვრებაში, დროის დაბრუნება რომ შეეძლოს, მომღერალმა გულახდილი პასუხი გასცა. „18 წლის არ გავთხოვდებოდი...“- წერს თიკა.
მორიგი სკანდალი თიკას გარშემო სულ ცოტა ხნის წინ აგორდა. მან საჯაროდ აღიარა, რომ ოჯახის დანგრევის მიზეზი ღალატი და ურთიერთობაში მესამე ადამიანის ჩარევა გახდა. ამის შესახებ მან ია ფარულავას რეიტინგულ გადაცემაში „ფარულ კონვერტში“ ისაუბრა.
გადაცემაში იმ ისტორიაზეც ისაუბრა, როდესაც მეუღლესთან, ბექა ხოფერიასთან ყოფნის პერიოდში, 9 თვის ორსულს ერთ-ერთ გოგონასთან კონფლიქტი მოუვიდა.
თიკა ჯამბურია: „სასწაული ისტორიაა, რომ მოვყვე, ალბათ, ვერც დაიჯერებთ. მე და ბექა მივდიოდით პრეზენტაციაზე და უნდა შევხვედრილიყავით ერთ-ერთ ქუჩაზე. რომ მივედი, ვდგავარ, ველოდები და ვხედავ ბექას მეგობარს, თუმცა ბექას ვერა. ვკითხე, სად იყო და ვერ მეუბნება ვერაფერს. მიმოვიხედე ირგვლივ და სადაც უნდა შევხვდეთ, მოპირდაპირე მხარეს კაფეში ზის ვიღაც გოგოსთან ერთად ლაღად და ბედნიერად. აფექტურ მდგომარეობაში, დიდი მუცლით შევვარდი კაფეში და იმ გოგონასთან მომივიდა კონლფიქტი, როგორც შემდეგ გავრცელდა „თმით არ მითრევია“, თუმცა არ მომხდარა კაი ამბავი.“
წამყვანის კითხვაზე, თუ როგორ განვითარდა მის შემდეგ მას და ბექას შორის მოვლენები, მომღერალმა უპასუხა:
„ამის შემდეგ მე და ბექა ძალიან მალე დავშორდით. უამრავი სტრესი მაქვს გადატანილი, სულ იმას ვამბობ რომ ჩემს ასაკში იმდენი მაქვს გადატანილი, შეიძლება ასაკოვან ადამიანებს არ ჰქონდეთ გამოცდილი. ღალატი, აბსოლუტურად ყველაფერი გადატანილი მაქვს.“
ახლახან მომღერალმა გადაცემა „ვიზიტორთან“ საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ შვილის გაჩენა კიდევ უნდა.
„ვერ ვიტან სიტყვას „მარტოხელა დედა“, როგორ ვარ მარტოხელა დედა, როცა ამდენი ადამიანი გვახვევია თავს მე და ჩემს შვილს. ჯერჯერობით არ ვფიქრობ, რომ ვინმე მჭირდება, ალბათ, ყველაფერს თავისი დრო აქვს, გამოჩნდება, სად წავა. დადგება დრო და ოჯახსაც შევქმნი და შვილსაც გავაჩენ. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება თუ არა ოფიციალურად ქმარი“, – ამბობდა მომღერალი.
პირადი ცხოვრების გარდა თიკა იმაზეც ხშირად საუბრობს რომ ხელოვან ადამიანებს საქართველოშ საკუთარი ნიჭის რეალიზება უჭირს.
ამ საკითხთან დაკავშრებით მან რამდენიმე თვის წინ მწვავე პოსტი გამოაქვეყნა:
„შოუ-ბიზნესის ამბები... კონცერტები ხომ არ არის (მომღერლების ძირითადი საშემოსავლო დღეები ახალი წლის დღეებია). ძალიან ბევრი კარგი მუსიკოსი ქუჩაში დგას, რომ ლუკმა პურის ფული გამოიმუშაონ... დედას გეფიცებით, ყოველი ჩემი ფეხით გავლისას, ისეთ ხალხს ვხედავ ქუჩაში გამოსულს ფულის საშოვნელად, გული მისკდება და მეგლიჯება...
ხოდა ახლა გავიგე, რომ ერთ-ერთი ტელევიზია აკეთებს ანაზღაურებად სატელევიზო კონცერტს და იქაც მოხვედრა ჩაწყობითაა... ხო და ახლა ვზივარ და ვფიქრობ, უბრალოდ ვფიქრობ...“ - წერდა თიკა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
მამა ყოველდღე ლოცულობდა, რომ შვილი მყოლოდა - ჭოლა და მანანა კოზაკოვა ბებია-ბაბუა ხდებიან
მერე რას იტყვიან, ფეხებზე მკიდია - აქამდე უცნობი ფოტოები და ამბები კახა ბენდუქიძეზე
„კანონიერი ქურდი“, რომლის გულის მოგებას ადვოკატი და მოსამართლე ქალებიც ცდილობდნენ