„რომ მოვკვდები, რას დაწერენ ჩემზე, რაში მაღელვებს?“ - ეს ფრაზა კახა ბენდუქიძემ წლების წინ თქვა და დასძინა - „დიდი ხანია მიკვირს, როგორ არის ხალხი ორიენტირებული ამაზე“.
შესძლაბელია ბენდუქიძეს ნამდვილად არ აინტერესებდა რას დარწერდნენ ან იტყოდნენ სიკვდილის შემდეგ მასზე, მაგრამ ფაქტია - კახა ბენდუქიძე პოპულარობას არ კარგავს.
დღეს, კახა ბენდუქიძის შესახებ მოგიყვებით.
კახა ბენდუქიძე 1956 წლის 20 აპრილს თბილისში დაიბადა. დაამთავრა 55-ე საშუალო სკოლა, 1977 წელს კი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.
შემდგომ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში ჩაირიცხა. 1981 წლიდან ბენდუქიძე ჯერ მეცნიერებათა აკადემიის მიკროორგანიზმთა ბიოქიმიისა და ფიზიოლოგიის ინსტიტუტში მუშაობდა, შემდეგ ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში ლაბორატორიის გამგედ. მისი კვლევები ეძღვნებოდა გენური ინჟინერიის ტექნოლოგიებისა და რეკომბინანტული ვაქცინების შექმნას.
1990 წლიდან სამეწარმეო საქმიანობა დაიწყო და ჩაერთო რუსეთის ინდუსტრიის რესტრუქტურიზაციის პროცესში. 1996 წელს შექმნა მძიმე ინდუსტრიის ერთ-ერთი დიდი კომპანია - გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები.
განათლებით ბიოლოგმა, კახა ბენდუქიძემ მისი პირველი ბიზნესი, „ბიოპროცესი“ დააარსა 1987 წელს. მალევე ის ცნობილი გახდა, როგორც რუსეთის წამყვანი ლიბერტარიანელი. რუსეთში საქმიანობისას ის აქტიურად მუშაობდა ინდუსტრიალისტთა კავშირის გადასახადებისა და სავალუტო ჯგუფში. ჯგუფის მუშაობის მიზანი იყო რუსეთის საგადასახადო კანონმდებლობის შეცვლა და ფიქსირებული 13-პროცენტიანი საშემოსავლო განაკვეთის შემოღება. რუსეთის ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინის მოსვლისა და მიხაილ ხოდორკოვსკის დაკავების შემდეგ ბენდუქიძემ რუსეთის დატოვება გადაწყვიტა.
2004 წლამდე კი კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი გახლდათ... 2004 წლის დასაწყისში აქტიურ ბიზნესსაქმიანობას ჩამოშორდა და საქართველოს მთავრობის წევრი გახდა (ეკონომიკის მინისტრი). 2007 წელს დააფუძნა საქველმოქმედო ორგანიზაცია „ცოდნის ფონდი“. იყო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე...
ეკონომიკის ყოფილი მინისტრისა და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებლის, კახა ბენდუქიძის ოჯახური ცხოვრების შესახებ ინტერნეტში მწირი ინფორმაცია მოიპოვება.
ცნობილია, რომ ბენდუქიძე რუს ჟურნალისტსა და ხელოვნებათმცოდნე ნატალია ზოლოტოვაზე იყო დაქორწინებული. მათ 1999 წელს იქორწინეს.
ნატალია ზოლოტოვასთვის ეს მეორე ქორწინებაა იყო, მას წინა ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. მისი პირველი მეუღლე გარდაცვლილია. ნატალია პროფესორის ქალიშვილია, ის სორბონაში გადიოდა სტაჟირებას. თავისუფლად საუბრობს ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე.
ამასთან, ზოლოტოვა ჟურნალ Vogue-ის რუსული გამოცემის თანამშრომელია. მანამდე ის ჟურნალ Домовой-ის მთავარ რედაქტორად მუშაობდა.
ბიზნესმენის პირადი ცხოვრების შესახებ რუსულ მედიაში გავრცელებულ სხვადასხვა სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ მას აღმოსავლური ორთაბრძოლები, ჭადრაკი, თეატრი, ცხენები და მოგზაურობა იტაცებდა.
ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას წარდგინებით კახა ბენდუქიძე ეკონომიკის მინისტრად დანიშნა.
სწორად ბენდუქიძე იყო იმ ლიბერალური რეფორმების ავტორი, რომლებმაც კარდინალურად შემოაბრუნა პოსტ-საბჭოთა ეკონომიკა.
ეკონომიკის მინისტრად ბენდუქიძის დანიშნვამ 2004-2007 წლებში გამოიწვია საქართველოს ეკონომიკის ყოველწლიური ზრდა 9.3%-ით, გასულ წლებთან შედარებით გაოთხმაგდა უცხოური ინვესტიციები; სახელმწიფომ ოთხჯერ შეამცირა საგადასახადო წნეხი, ხოლო სავალდებულო ლიცენზიების რაოდენობა 90%-ით შეამცირა და მოახდინა შრომის ბაზრის ლიბერალიზაცია, რის შედეგადაც სახელმწიფომ მიიღო მანამდე თითქმის არ არსებული საშუალო კლასი.
2007 წლის ბოლოს კახა ბენდუქიძემ დააფუძნა ცოდნის ფონდი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა. აზიისა და აფრიკის ინსტიტუტისა და ESM ბიზნეს სკოლის შერწყმით მან შექმნა თავისუფალი უნივერსიტეტი, ხოლო მოგვიანებით ცოდნის ფონდის მმართველობაში გადავიდა ასევე აგრარული უნივერსიტეტი. კახა ბენდუქიძეს ჰყავს ქალიშვილი - ანასტასია ბენდუქიძე. ის 2009 წლიდან ლონდონში, King's College-ში სწავლობდა, რომელიც 2013 წელს დაამთავრა.დღეს ცოდნის ფონდის დირექტორი კახა ბენდუქიძის ქალიშვილი, ანასტასია ბენდუქიძეა.
კახა ბენდუქიძის ფოტოები თავისმა დამ ნუნუ ბენდუქიძემ ეროვნული ბიბლიოთეკას გადასცა. არქივში საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი უამრავი ფოტოა თავმოყრილი.
ბენდუქიძეების არქივი ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ციფრული ფოტომატიანის“ ფარგლებში აღმოჩნდა, როცა ცნობილი და არა მარტო ცნობილი ოჯახები, საკუთარ ისტორიულ ფოტოებს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამედროვე საბიბლიოთეკო ტექნოლოგიების ცენტრს გადასცემენ, სადაც შემდეგ უნიკალური სურათების გაციფრება ხდება.
„ახლა რასაც ვაკეთებ, ისაა მნიშვნელოვანი და მერე რას იტყვიან, სიმართლე გითხრათ, ფეხებზე მკიდია. ადამიანი რომ თავის ნეკროლოგზე უნდა ზრუნავდეს, ალბათ ქრისტიანობაში ჩამოყალიბებული შეხედულებაა. დიდი ხანია მიკვირს, როგორ არის ხალხი ორიენტირებული ამაზე. ადამიანი საკუთარ თავთან უნდა იყო მართალი პირველ რიგში. აი, მე რომ მოვკვდები, რას დაწერენ ჩემზე რაში მაღელვებს? ეს მნიშვნელოვანია სანამ ცოცხალი ვარ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია რას ვაკეთებ“.
კახა ბენდუქიძე 2014 წლის 13 ნოემბერს, ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა. მანამდე იგი სამკურნალოდ შვეიცარიაში იმყოფებოდა... შემდგომ ექიმმა ფრენის ნება დართო, თუმცა, ლონდონში ჩაფრენის შემდეგ, სასტუმროში შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა...
2020 წლის 13 ნოემბერს კახა ბენდუქიძის გარდაცვალების დღის წინა დღეს მისი შვილიშვილი დაიბადა.
აგრეთვე დაგაინტერესებტთ:
კრიმინალური ავტორიტეტი და ჟურნალისტი - ვინ არიან ბოკერია-ჩერგოლეიშვილის ყოფილები
გიო ხუციშვილი 59 წლის გახდებოდა - აფხაზეთის ომი, ფარული სიკეთე და აქამდე უცნობი ამბები მომღერალზე