80-იანმა წლებმა და სპექტაკლმა „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ რეზო ჩხიკვიშვილს არნახული აღიარება მოუტანა. ამ ყველაზე სიმპათიურ, ნუკრისთვალება ოცი წლის ბიჭზე თბილისში ყველა გოგო უზომოდ შეყვარებული იყო.
ჩხიკვიშვილის შემოქმედებითმა ნიჭმა მარჯანიშვილის თეატრიდან გერმანიაში გადაინაცვლა. უკვე მრავალი წელია, რაც ის ქალაქ ესენის დიდი თეატრის წამყვანი მსახიობია.
„დაიჯესტი“ გთავაზობთ ქართველი ვარსკვლავის, რეზო ჩხიკვიშივილის ცხოვრებიდან რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ფაქტებს;
1. დედას რეზოს გაჩენა არ უნდოდა - მსახიობის მშობლები მშობლები ექიმები იყვნენ. რეზოს დედა ოჯახითა და სამსახურით ძალიან გადაღლილი იყო, ამიტომ მესამე შვილის გაჩენა არა უნდოდა.
„დედას არანაირად არ უნდოდა რეზოს გაჩენა, არც აბორტის გაკეთება უნდოდა, ეშინოდა. რაღაცები „იჩალიჩა“, მაგრამ მაინც ვერაფრით მოიცილა ეს ბავშვი. იმდენად იყო გადაღლილი, მესამეზე არ ფიქრობდა“, - იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობის და, ნანა ჩხიკვიშვილი.
2.რეზო ჩხიკვიშრვილის ცოლის შერთვა არ უნდოდა, ქორწილის წინ ტიროდა - მსახიობის და, რეზოს ქორწილს ასე იხსენებს: „ცოლის შერთვა საერთოდ არ უნდოდა. ქორწილის წინა ღამეს მოსთქვამდა. დედას ეუბნებოდა: რა მეშველება ახლაო... მერე მე გადმომხედა – რას მიყურებ, გოგო, ვერ ხედავ, რომ ცუდად ვარ და ვკვდებიო?! მე ვუთხარი: რა გინდოდა, რას ყოფდი თავს ბაწარში, თუ თავი არ გქონდა-მეთქი. აბა, რა მექნა? სცენიდან იმას ვქადაგებ, ერთმანეთი გიყვარდეთ, მე არ მომბაძოთ-მეთქი და, ახლა შეიძლება უკან დახევაო?! ბუნებით წესიერი ადამიანია და ვერ წარმოედგინა, რომ შეირთავდა მისი თავისუფლება შეიზღუდებოდა. ხათუნა საოცრად ლამაზი პატარძალი იყო, არ ეცვა ტრადიციული საპატარძლო კაბა. რეზომ აკრძალა, ჩვენთან სიახლოვეს ყვავილები არ დავინახოო. ალაფურშეტი იყო და რიტუალების სასახლეში მოაწერეს ხელი“.
3. „წიკიანი“ მსახიობი ანუ ზედმეტად მოწესრიგებული რეზო ჩხიკვიშვილი - მსახიობი სისუფთავის დიდი მოყვარულია. თურმე ბავშვობაში, სადმე მტვერს რომ დაინახავდა, მტვერსასრუტს აიღებდა, გაწმენდდა და მერე დაჯდებოდა სამეცადინოდ. ოჯახის წევრები მას ზედმეტად „წიკიან“ და მოწესრიგებულ ადამიანად ახასიათებენ.
4. „შემოქმედებითი გვირგვინი“ - ექვთიმეს როლის შესრულებას რეზო, საკუთარი შემოქმნედების გვირგვინს უწოდებს და ამბობს, რომ ასეთ როლზე ოცნებასაც კი ვერ გაბედავდა.
„ამხელა პიროვნების, ექვთიმე ღვთისკაცის გაცოცხლება ეკრანზე, ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. ბევრი როლი მითამაშია, მაგრამ ამაზე ალბათ ოცნებასაც ვერ გავბედავდი. არ არსებობდა არცერთი ქართული საქმე, რომელიც ექვთიმეს გარეშე გაკეთდებოდა. რაღაც სხვა ადამიანი გავხდი. ყოველი გადაღების დღე ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა,“ - ამბობდა რეზო ერთ-ერთ ინტერვიუში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
შანელის მოდელი, კუპიურების დედოფალი და სიყვარული - ასეთ მერის გალაკტიონთან ვერ ნახავთ