„8 ტყვია ესროლა ინგამ მურტალოს სასამართლო დარბაზში და რვავე ააცილა“, - ვის არ ახსოვს დიდი ცისფერი მეტყველი თვალები საოცარი სინათლით სავსე სახე და სიხარულით სავსე ღიმილი გოგონას სახეზე, რომლის სიყვარულზეც მთელი ვერის აღმართი საუბრობდა. დიახ, ჩვენ ახლა ფილმიდან „კუკარაჩა“ მთავრი როლის შემსრულებელ ნინელი ჭანკვეტაძეზე უნდა მოგითხროთ.
მისმა განსაკუთრებულმა ვიზუალმა და შემოქმედებითმა ნიჭმა, საზოგადოების ყურადღება მალევე მიიპყრო. ეკრანებსა თუ თეატრის სცენაზე სპეციალურად მის საყურებლად ემზადებოდნენ.
საყვარელი საქმის პარალელუად, იყო პირადი ცხოვრება და დიდი სიყვარული ზაზა მიქაშავიძესთან.
ზაზა მიქაშავიძემ, იმ წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი, როცა ნინელი ჭანკვეტაძემ ჩააბარა. ერთმანეთი სწორედ ინსტიტუტში გაიცნეს – უკვე კინომსახიობთა თეატრის მსახიობი ზაზა მიქაშავიძე ხშირად მიდიოდა და ესწრებოდა თუმანიშვილის ლექციებს ნინელის ჯგუფთან. ნინელი თავიდან ბატონობით მიმართავდა ზაზას… მეოთხე კურსზე იყო ნინელი ჭანკვეტაძე ცოტნე ნაკაშიძემ კინომსახიობთა თეატრში რომ მიიწვია როლზე სპექტაკლში „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“. ნინელი და ზაზა სწორედ, იმ პერიოდში დაუახლოვდნენ ერთმანეთს. სცენაზე გათამაშებული სიყვარული მათ ცხოვრებაში გაგრძელდა – მელოდრამატული წიაღსვლების გარეშე. მერე იყო ნიშნობა. ოჯახების გაცნობა და ქორწილი ცხელი ზაფხულის ერთ დღეს. მას შემდეგ ერთად არიან ცხოვრებაშიც და თეატრშიც. სცენაზეც ხშირად უწვენ ერთმანეთს პარტნიორობას…
„მე და ზაზა 18 წელი ჩვენი ტკივილით მოვდიოდით, რადგან შვილი არ გვყავდა. ეს სერიოზული გამოცდაა ნებისმიერი ოჯახისთვის. ჩვენ ამ გამოცდას გავუძელით და სწორად გავიარეთ, სწორედ ამის შედეგი იყო ანკას გაჩენა 18 წლის თავზე. ბევრი ოჯახი ინგრევა, როცა შვილი არ ჰყავთ. ჩვენ იმის მაგივრად, რომ ერთმანეთისგან გავქცეულიყავით, ჩავეჭიდეთ ერთმანეთს და ღვთის იმედად დავრჩით. 18 წლის შემდეგ კი ანკა გაჩნდა, რითაც ჩვენს ოჯახს უფრო მეტი სიყვარული შეემატა. დუმბაძეს არ დაეთანხმო, ძნელია. სიყვარული ის გრძნობაა, რომლის გარეშეც ადამიანი ცოდოა. ჩემთვის სიყვარული ცხოვრების აზრია, ამის გარეშე ვიჩაგრები და ვკვდები. როცა სიყვარულის დეფიციტს ვიგრძნობ, დავბერდები და მოვკვდები. მე და ჩემმა მეუღლემ უკვე ვერცხლის ქორწილი გადავიხადეთ. ის ყურადღებით მანებივრებს. თუ გიხარია, რომ საყვარელ ადამიანს სადილს უმზადებ, ურეცხავ, უუთოვებ, გინდა, რომ სუფთად ეცვას, გემრიელად ჭამოს და გახარებული ნახო, ეს არის სიყვარული. ჩვენ ოფიციალური ნიშნობა გვქონდა და მაშინ მამაჩემმა გვითხრა, ერთმანეთის დათმობა იცოდეთო. 21 წლის ვიყავი და ვერ მივხვდი, რაზე ლაპარაკობდა. როცა გიყვარს ადამიანი, მხოლოდ მაშინ შეგიძლია, მას რაღაც დაუთმო და წაგებულად არ იგრძნო თავი“, - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ნინელი ჭანკვეტაძე.
წყვილს ერთი შვილი ანკა მიქაშავიძე ჰყავს, ის მშობლების გზას არ გაჰყვა. ნინელი ჭანკვეტაძე ერთ ინტევიუში ამბობდა:
„მიუხედავად იმისა, რომ მეც და ზაზაც ერთ სფეროშ ვართ, გვიხარია რომ ანკამ მსახიობობა რ მოინდომა. ეს ძლაიად დიდი საეა. უამრავ ეერგიას ითხოვს. მზად უნდ აიყო როგორ სმორალურად ისე ფიზიკურად. ყველაფერშ მხარს დავუჭერდი თუმცა მაინც მიხარია რომ მსახიობობ არ სურს“.
თავად ნინელი ჭანკვეტაძე დაჯილდოებულია ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრიზით შემოქმედებითი მიღწევებისათვის. მიღებული აქვს ნატო ვაჩნაძის სახელობის პრიზები. არის მფლობელი კიევის ახალგაზრდული კ/ფ, პირველ ქართულ კინოფესტივალის „ოქროს არწივის“. მონაწილეობდა – ბარსელონის, ლათინური ამერიკის, ედინბურგის, ლონდონის შექსპირის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
რომანი ცოლიან კაცთან, 18 წლით უფროსი ქმარი და ერთადერთი შვილი - ამბავი მარინა კახიანზე
როგორი ქორწილი ჰქონდა ირაკლი კობახიძეს – ფოტოები საოჯახო ალბომიდან
ამერიკას პარფიუმერია ქართველმა აჩუქა - „არაამერიკული“ ამბავი