ბლოგერი და ჟურნალისტი მერსი სულხანიშვილი ცნობილი „ქალური ღირსების“ წყალობით გახდა. გამოაჩინა თუ არა, შიშველი მკერდი, მთელი საქართველო მასზე ალაპარაკდა. მას შემდეგ იგი ყველაზე სასურველი სტუმარი იყო ქართულ ტელე-შოუებში.
შემდეგ კი მერსი ახალ სკანდალში გაეხვა დაახლოებით 3 წლის წინ ერთ-ერთმა სოციალური ქსელის მომხმარებელმა, თათო გვარიშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ატვირთა ვიდეო, სადაც მერსი სულხანიშვილი შეურაცხყოფას აყენებს სუპერმარკეტ „ნიკორას“ კონსულტანტს. ამ ვიდეომ მთელი ქართული ინტერნეტსივრცე დაიპყრო.
აი, რას წერდა თვითმხილველი ქალბატონი:
„ბევრი ვიფიქრე დამედო თუ არა. მოკლედ ასეა: გუშინ შევედი წერეთელზე ნიკორას მაღაზიაში. მესმის საშინელი კივილ-წივილი. მომხმარებელი მიმართავს კონსულტანტს: შენ ხარ ძონძი და „ნიკორას“ გარდა ვერსად ვერ გაგიცნობენ, მე მიცნობს მთელი თბილისი. ისეთ სიტყვებს ეძახდა ამ გოგოს ვერ გადმოგცემთ. გოგო აკანკალებული და თვალცრემლიანი უსმენდა და ხმას არ იღებდა (ალბათ სამსახურის დაკარგვის შიშით). გამახსენდა ეკა ყუშიტაშვილი. მერე 2 ასაკოვან ქალზე გადავიდა რომლებიც იმ გოგოს გამოესარჩლენ, სიტყვებით "გაა*ვი" ქალო, პენსიის რიგში ჩადექი და შემოხაზე 41, შენნაირებმა დაგვღუპეს. ჩემნაირების ხელში როცა იყო ეს ქვეყანა ეტყობოდა კიდეც. რიგში იდგა ჩემს წინ. მერე ეცა სავარაუდოდ მენეჯერს და ემუქრებოდა სამსახურიდან გაშვებით. როცა დამინახა რომ ვიღებდი ჩემზე გადმოერთო, როგორც თქვა ჟურნალისტია. დროული ვიდეო ალბათ ნიკორას კამერამ დააფიქსირა. ძალიან სირცხვილია თან თუ მთელი თბილისი გიცნობს რა, დაჩაგრო ნიკორას კონსულტანტი იმიტომ რომ შრომობს? ფუ...“
ახლა კი გთავაზობთ მერსი სულხანიშვილის სკანდალურ ვიდეოს:
ამ სკანდალის შემდგ მერსი სულხანიშვილმა მუშაობა გია ჯაჯანიძის შოუში დაიწყო, რომელიც სკანდალურად დატოვა.
შოუს კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციის მიხედვით, მერსის გადაცემის თემები, კონკურენტი გადაცემებისტვის მიჰქონდა. მაშინ მერსი უარყოფდა, რომ სამსახური დატოვა. მართალია კაკანიძემ მიზეზი არ დაასახელა, მაგრამ ჟურნალისტებთნ თქვა, რომ მერსი მისი თანამშრომელი აღარ იყო.
„სკანდალები არ ყოფილა. გადაცემა არის ცოცხალი ორგანიზმი. არსებობს ძირითადი ორი პროდიუსერი, რომლებიც გადაცემას განაგებენ. მაია სტეფნაძე, მანონი ოქრუაშვილი და მე ვართ ძირითადი გუნდი, რომლებიც ვწყვეტთ, რა იქნება გადაცემის თემა და ვინ იქნებიან გადაცემის სტუმრები. მთავარი პროდიუსერი მაია წყვეტს, ჩვენს გუნდში ვინ იქნება და ვინ - არა. ერთერთი გადაცემა მისი წყალობით ეთერში ვერ გავიდა... შემიძლია გითხრა, რომ პირადად მე მერსისთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს. მაია არც კონფლიქტური ადამიანია და არც - მკაცრი. რაც შეეხება საქმეს, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვისთან ექნება საქმე. შეიძლება, მერსისთან დაკავშირებით რაიმე არ მოეწონა და გაუშვა. მერსი რომ წავიდა, რამდენიმე დღეში კორპორატიული საღამო გვქონდა, მაიამ უთხრა, შეგიძლია წამოხვიდეო და ჩვენთან ერთად იყო“, - განაცხადა ჯაჯანიძემ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ეკა დემეტრაძის დანგრეული ოჯახი და გადასაღებ მოედანზე გაჩენილი დიდი გრძნობა
ობოლი დისშვილი და 10 წლით უმცროსი მეუღლე - გახარიას უცნობი ამბები