მსახიობების ეკა დემეტრაძისა და გიორგი ბოჭორიშვილის წყვილი მუდმივად დიდ ინტერესს იწვევდა. ორივე ახალგაზრდა ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო.
ეკას და გიორგის დიდი სიყვარული აკავშირებდათ. მათ ჯვარი 10 წლის წინ დაიწერეს, თუმცა ერთმანეთს 2017 წელს დაშორდნენ.
დაშორების შესახებ საჯაროდ საუბარი არცერთ მათგანს არ უნდოდა. თუმცა მოგვიანებით, გადაცემაში „ანფასი“ მსახიობმა გიორგი ბოჭორიშვილმა დაადასტურა, რომ ეკა დემეტრაძეს დაშორდა.
ჟურნალისტის კითხვაზე არის თუ არა მსახიობების ქორწინება დასაწყისშივე განწირული, გიორგი პასუხობს:
„რომელიღაცა შედგება და რომელიღაცა ვერ შედგება. მირჩევნია, მე შევდგე, ვიდრე ჩემი ცოლი მსახიობი. არა როგორც ცოლ-ქმარი, მაგრამ როგორც ორი მსახიობი, ერთმანეთს ბევრ რამეში დავეხმარეთ“ .
გიორგისა და ეკას ჰყავთ ვაჟი- თომა, რომელიც უკვე 7 წლისაა.
რაც შეეხება ეკა დემეტრაძის პირად ცხოვრებას, ახლა მისი რჩეული მუსიკოსი დავით (ტორნადო) გაბუნიაა, წყვილი უკვე 3 წელზე მეტია, ერთადაა. წყვილმა „მთავარ არხს“ თავისი ურთიერთობის შესახებ ინტერვიუ მისცა.
როგორც აღნიშნეს, პირველად სიყვარული ეკას დათომ აუხსნა და აღმოჩნდა, რომ ეკაც შეყვარებული იყო მასზე.
დათო გაბუნია: ეკა პირველად ჩემი სამუშაო კომიუტერის მონიტორზე ვნახე. შეხვედრით კი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღებაზე შევხვდი. სიყვარული პირვლად მე ავუხსენი და აღმოჩნდა, რომ მასაც ვყვარებივარ. ჩემთან შედარებით ეკა უფრო ეჭვიანი და დამთმობია, ასევე ძალიან შრომისმოყვარეა.
ეკა დემეტრაძე: ურთიერთობაში მნიშვნელოვან თარიღებს არა, მაგრამ ნიშვნელოვან მოვლენებს დათოზე მეტად მე ვიმახსოვრებ. მე ძალიან ფეთქებადი ვარ, უფრო სწორად ხშირად ვფეთქდები, დათო იშვიათად მაგრამ ძალიან გამოდის წყობიდან, სიურპრიზებშიც ასეთია - იშვიათად გააკეთებს, მაგრამ დაუვიწყარს.
ეკას და დავითს ერთმანეთის გარეშე ვერსად შეხვდებით. ისინი აქტიურად არიან ჩართული საპროტესტო აქციებში. 2018 წლის ზაფხული პარლამენტის წინ, მომიტინგეებთან ერთად გაატარეს. ისინი გავრილოვის ღამეს მომხდარ დარბევას აპროტესტებდნენ და მთავრობის მეთაურის გადადგომას მოითხოვდნენ.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
მაკა ზამბახიძის ქმრები - მომღერლის გემოვნების ევოლუცია