Digest Logo

ეკა, ჩემი ოჯახის წევრია... არაფერს მოვერიდები, „სროკზე“ წავალ, ნასკებს ამოგგლეჯთ პირიდან - „უცნობი“

1615366147
უცნობი

მას შემდეგ რაც „ტვ პირველმა“ ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარული აუადიოჩანაწერი გაავრცელა დღის მთავრი თემა ივანიშვილების ოჯახია.

ჩანაწერის შინაარსი ასეთი იყო - ბერა ივანიშვილმა ღარიბაშვილს და ანზორ ჩუბინიძეს, სოციალურ ქსელში მისი მისამართით დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორის დასჯა და მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

ბერას მოთხოვნა შესრულდა. გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს პრემიერმინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მილიარდელის შვილის ერთ ზარზე კანონის გვერდით ავლით მოქმედებეს, არასრულწლოვნებს აშინებენ, აშანტაჟებენ და ბოდიშის მოხდას აიძულებენს.

ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ 9 მარტს გამოძიება დაიწყო - საგამოძიებო უწყების მთავრი ინტერესი ის გახლავთ არის თუ არა ჩანაწერი ავთენტური. იმავე ღამეს ბერა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა. მისი თქმით, ეს ჩანაწერი 2011 წლისაა, როდესაც ბერა 15 წლის იყო, ანზორ ჩუბინიძე კი მათი ოჯახის დაცვის უფროსი. ამიტომ ანზორს სთოვა მუქარის შემცველი კომენტარების ავტორებისტვის ჭკუა დარეიგებინა.

პარალელურად ქვეყანაში აუდიოჩანაწერის შინაარსით გაღიზიანებულმა ადამიანებმა აქტიური პროტესტი დაიწყეს. აგრესიას აგრესიით დაუპირისპირდნენ და #შეაგინებერას კამპანია წამოიწყეს.

ამ ამბავს სატელევიზო სირცეში თუსოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის მომღერლი გია გაჩეჩილაძე იგივე „უცნობი“, რომელსაც ივანიშვილებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.

მან საზოგადოების იმ წევრებს, რომლებიც ბერა ივანიშვილს დედას აგინებენ მიმართა:

„ამხელა ზეწოლა მიდიოდა ივანიშვილების ოჯახზე, ამ ბავშვს შეიძლება ნერვები მოეშალა... 23 წელია ივანიშვილებთან ურთიერთობა აღარ მაქვს. ახლა პირველად ვამბობ, რომ წლების წინ ბიძინამ ულტიმატუმი წამომიყენა, ან მე ან ისო, კონკრეტულა დამიანზე მითხრა. მე სხვა ავირჩია და ივანიშვილებთან კონტაქტი გავწვყიტა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ გაკეთებულ საქმეებს და სიკეთეს ვერ ვამჩნევს. ჩემთვის ეკა არის ძალინ ძვირფასი ადამიანი, ჩემი ოჯახის წევრია. ამ სიტუაციას გააგრძელებთ და გეუბნებით არაფერს მოვერიდები, არც ციხეში ჩაჯდომას, უკანდამხევი არა ვარ „სროკზე“ წავალ, მივუჯდები იმ მელიას და გეუბნებით მე თქვენ ამოგაძრობთ ნასკებს პირიდან. თუ შეეხებით ოჯახს და პიროვნულად შეურაცხოფას მიაყენებთ. შეაგინე ბერას გახადეს პერფორმანსი ხედავთ სადამდე დავეშვით და სად არის ეს ხალხი“, -ამბობს გიგა გაჩეცილაძე საკუთარ საავტორო გადაცემაში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

თბილისში იდენტურ ტყუპისცალს იდენტური ტყუპი გაუჩნდა - იშვიათი სამედიცინო შემთხვევა

მერე რას იტყვი­ან, ფე­ხებ­ზე მკი­დია - აქამდე უცნობი ფოტოები და ამბები კახა ბენდუქიძეზე

ნიკუშას ჩემთვის ცოლობა არასდროს უთხოვია - ვინ არის შენგელაიას მეორე ცოლი და რა კავშრი აქვს ივანიშვილებთან