Digest Logo

გენიალური ქართველი ხელოვნის შემოქმედებითი გზა და საყვარელი ქალი - რეზო გაბრიაძის აქამდე უცნობი ამბები

1623001645
რეზო გაბრიაძე

დღეს, 6 ივნისს ქარ­თვე­ლი მხატ­ვა­რი, თე­ატ­რი­სა და კი­ნოს რე­ჟი­სო­რი და მწე­რა­ლი რეზო გაბ­რი­ა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა.

84 წლის რეზო გაბრიაძის ცხოვრება სავსე იყო საინტერესო დეტალებით.

ამ სტატიაში „დაიჯესტი“ რეზო გაბრიაძის ცხოვრების მნიშვნელოვან და აქამდე უცნობ ამბებზე მოგიყვებათ.

კარიერა

დი­დია რეზო გაბ­რი­ა­ძის ღვაწ­ლი ქარ­თულ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში. მის მიერ შექ­მნილ მა­რი­ო­ნე­ტე­ბის თე­ატრსა და იქ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ წარ­მა­ტე­ბულ სპექ­ტაკ­ლებ­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ, ალ­ბათ მის ბი­ოგ­რა­ფი­ას ის 40-მდე, ძალ­ზე ცნო­ბი­ლი ფილ­მიც ეყო­ფო­და, რო­მელ­თა სცე­ნა­რის ავ­ტო­რიც რეზო გაბ­რი­ა­ძეა. მათ შო­რი­სა არის: "მი­მი­ნო", "არ იდარ­დო", "შე­რე­კი­ლე­ბი", "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა", "ფე­ო­ლა," "ქვევ­რი" და კი­დევ ბევ­რი პო­პუ­ლა­რუ­ლი სუ­რა­თი, სა­ი­და­ნაც უამ­რა­ვი ფრა­ზა აქვთ ადა­მი­ა­ნებს ყო­ველ­დღი­ურ მე­ტყვე­ლე­ბა­ში აღე­ბუ­ლი. "დაც­ვას მი­ხე­დე, ხვე­დე­ლი­ძე, დაც­ვას", "გოლი მინ­და, ხე­დე­ლი­ძე, ორი გოლი", - ეს ფილ­მი "ფე­ო­ლა" გახ­ლავთ, ეს კი "ქვე­ვე­რი": "რო­გორ ტყვი­ლა გაჭ­მევ პურ­სა", "რო­გორ მოხ­ვდი მან­და, - უპა­სუ­ხე უფ­როს­სა. ბავ­შვო­ბი­დან აქა ვზი­ვარ", "ეს ხო წრეა, - ლა­უ­ა­ზი­ეს კა­ნო­ნია", "ქვევ­რის გა­ტეხ­ვა თქვენ არ გინ­დათ, მე კი­დევ ქრის­ტე არ ვარ, სას­წა­უ­ლი მო­ვახ­დი­ნო, სამ­ჭკუ­აშ­ვი­ლი ვარ"...

რეზო გაბ­რი­ა­ძე სხვადსხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ყო­ველ­თვის პა­რა­ლე­ლუ­რად მოღ­ვა­წე­ობ­და და თბი­ლის­ში, 1981 წელს მა­რი­ო­ნე­ტე­ბის თე­ატ­რი და­ა­არ­სა, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი­ვე სპექ­ტაკ­ლი­დან - "ალფ­რე­დი და ვი­ო­ლე­ტა" მა­ყუ­რე­ბე­ლის გული მო­ი­ნა­დი­რა... თე­ატრმა არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე მსოფ­ლიო წარ­მა­ტე­ბუ­ლი გას­ტრო­ლე­ბით მო­ი­ა­რა. რეზო გაბ­რი­ა­ძეა სპექ­ტაკ­ლე­ბის პი­ე­სის ავ­ტო­რი, რე­ჟი­სო­რი, მხატ­ვა­რი და მუ­სი­კა­ლუ­რი გამ­ფორ­მე­ბე­ლიც. დიახ, ის ერთი რე­ჟი­სო­რის თე­ატ­რია, სა­დაც თო­ჯი­ნუ­რი სპექ­ტაკ­ლე­ბი უფ­რო­სე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი...

და ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე ნი­ჭი­ე­რი და მა­რავლმხრი­ვი შე­მოქ­მე­დი არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დოს მფლო­ბე­ლია, - მათ შო­რი­საა, საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კის ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის კო­მან­დო­რის ორ­დე­ნი და არა­ერ­თი სა­პა­ტიო პრე­მია...

"მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო. ამ ქვე­ყა­ნამ ბევ­რი ბედ­ნი­ე­რი დღე მა­ჩუ­ქა. მახ­სოვს ჩემი მე­გობ­რე­ბი, მათ შო­რის, რეზო გაბ­რი­ა­ძე, ჩემი აზ­რით, მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მხატ­ვა­რია", - ასე წერ­და ბა­ტონ რე­ზო­ზე იტა­ლი­ე­ლი სცე­ნა­რის­ტი ტო­ნი­ნო გუ­ე­რა.

"ის ნამ­ვი­ლად უდი­დე­სი გა­მომ­გო­ნე­ბე­ლია. მხატ­ვრუ­ლი სა­ხე­ე­ბის მი­სე­უ­ლი სის­ტე­მა უაღ­რე­სად პი­რა­დი, ინ­ტი­მუ­რი ხა­სი­ა­თის მა­ტა­რე­ბე­ლია და თე­ატ­რში პო­ე­ტუ­რი, ტრან­სცენ­დენ­ტუ­რი რე­ა­ლიზ­მი შე­მო­აქვს. მე არ ვიც­ნობ სხვა მსგავს სის­ტე­მას. თე­ატ­რის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში მი­ღე­ბულ­მა უზარ­მა­ზარ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ მას მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ეღ­წია დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რის ისე­თი იდე­ა­ლის­თვის, რო­გო­რიც იყო გორ­დონ კრე­გი. მისი ხე­ლოვ­ნე­ბა თა­ვი­სი მხატ­ვრუ­ლი ძა­ლი­თა და პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნუ­რი ხედ­ვით ამ­დიდ­რებს ევ­რო­პულ თე­ატრს, თან ისეთ დროს, რო­დე­საც მას ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა," - პი­ტერ ბრუ­კი (ინ­გლი­სე­ლი, თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რი) კი მას­ზე ასე წერს.

"გაბ­რი­ა­ძის სამ­ყა­რო - ეს სა­ქარ­თვე­ლოა, მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო და სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო. იმ­დე­ნად სა­ქარ­თვე­ლო, რომ აზ­რა­დაც არა­ვის მო­უ­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ამ სა­ხეს შე­იძ­ლე­ბა სხვა შემ­ქმნე­ლი ყავ­დეს", - მწე­რა­ლი ან­დრეი ბი­ტო­ვი.

"რეზო გაბ­რი­ა­ძე უნი­კა­ლუ­რი დი­ა­პა­ზო­ნის ხე­ლო­ვა­ნია," - ქო­რე­ოგ­რა­ფი და მსა­ხი­ო­ბი მი­ხა­ილ ბა­რიშ­ნი­კო­ვი.

გაბ­რი­ა­ძემ 1964 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის გან­ყო­ფი­ლე­ბა. 1967 წელს კი, მოს­კოვ­ში უმაღ­ლე­სი სა­რე­ჟი­სო­რო და სას­ცე­ნა­რო კურ­სე­ბი.

რო­გორც მხატ­ვარს, მრა­ვალ გა­მო­ფე­ნა­ში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მათ შო­რის, მსოფ­ლი­ოს პრეს­ტი­ჟულ სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზებ­ში, სა­დაც გრა­ფი­კუ­ლი, კე­რა­მი­კუ­ლი, სკულპ­ტუ­რუ­ლი და თო­ჯი­ნუ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი ასე­ვე ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მუ­ზე­უ­მებ­სა და კერ­ძო კო­ლექ­ცი­ებ­შია და­ცუ­ლი. გაბ­რი­ა­ძის სკულპ­ტუ­რე­ბი ოდე­სა­სა და სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში­ცაა. მხატ­ვა­რი 50-ზე მეტი წიგ­ნის ილუსტრა­ცი­ის ავ­ტო­რია, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე საფ­რან­გეთ­სა და რუ­სეთ­ში. შვე­ი­ცა­რი­ა­სა და საფ­რან­გეთ­ში რამ­დე­ი­მე რე­ჟი­სო­რუ­ლი ნა­მუ­შევ­რის ავ­ტო­რი­ცაა. 2004 წელს და­წე­რა და ბროდ­ვე­ი­ზე დად­გა პი­ე­სა - "აკ­რძა­ლუ­ლი შობა ანუ ექი­მი და ავად­მყო­ფი", სა­დაც ჩი­ტოს როლი ბა­ლე­ტის არ­ტის­ტმა მი­ხა­ილ ბა­რიშ­ნი­კოვ­მა შე­ას­რუ­ლა, ხოლო ერ­მო­ნი­ის - ლუის პე­რეს­მა, ჩი­კა­გოს ცნო­ბი­ლი "ჯოფ­რი-ბა­ლე­ტის" და­სის ყო­ფილ­მა სო­ლის­ტმა. პრე­მი­ე­რა მი­ნე­ა­პო­ლის­ში (აშშ), თე­ატრ "გატ­რი­ში" გა­ი­მარ­თა.

რეზო გაბ­რი­ა­ძის თე­ატ­რი არა­ერ­თხელ მო­ნა­წი­ლე­ობ­და თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ში ავი­ნი­ონ­ში, ედინ­ბურ­გში, ნიუ-იორკში, ტო­რონ­ტო­ში, ბელგრად­ში, ჩარლსტონ­ში, მოს­კოვ­სა და სხვა ქა­ლაქ­ში.

"ეს რეზო გაბ­რი­ა­ძის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გე­ნი­აა, ეპი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი პა­ტა­რა მა­რი­ო­ნე­ტე­ბის მას­შტა­ბით წარ­მო­ა­ჩი­ნოს", - AMERIKAN THEATER.

თა­ვად რე­ვაზ გაბ­რი­ა­ძეს სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი არ უყ­ვარს, თუმ­ცა ასე­თი რამ კი ნათ­ქვა­მი აქვს: - "ჩემი ოც­ნე­ბა ას­რულ­და - მე და­ვუბ­რუნ­დი ფერ­წე­რა­სა და ქან­და­კე­ბას. უკვე სა­მუ­და­მოდ. მად­ლო­ბე­ლი ვარ ბე­დის, თო­ჯი­ნე­ბის და იმ პა­ტა­რა კო­ლექ­ტი­ვის, რო­მე­ლიც და­შა­რი­შუ­რობს ძვე­ლი შე­ნო­ბის კუნ­ჭუ­ლებ­ში!"

მისი თე­ატ­რის ფა­სად­ზე ოქ­როს ასო­ე­ბი­თაა და­წე­რი­ლი რეზო გაბ­რი­ა­ძის დე­ვი­ზი - "EXTRA CHEPAM NIHIL COGITO NOS LACRIMARE", რაც ნიშ­ნავს: "დაე, ცრემ­ლე­ბი მხო­ლოდ ხახ­ვის ჭრი­სა­გან გვდი­ო­დეს".

ის რომ დიდი იუ­მო­რის, კვი­მა­ტი და სხარ­ტი ენის პატ­რო­ნია, ამა­ზე მისი კი­ნოს­ცე­ნა­რე­ბიც მე­ტყვე­ლებს, რო­მე­ლიც მსმე­ნელ­სა და მა­ყუ­რე­ბელს დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს. ამა­ში კი წვლი­ლი ალ­ბათ გარ­კვე­ულ­წი­ლად იუ­მო­რი­სა და დიდი ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე ქა­ლაქს, ქუ­თა­ისს მი­უ­ძღვის, რად­გან გაბ­რი­ა­ძე 1936 წელს სწო­რედ ამ ქა­ლაქ­ში და­ი­ბა­და.

„ჩემი მსა­ხი­ო­ბე­ბი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არ არი­ან, მაგ­რამ ეს არა­ფე­რია. ჩემი აზ­რით, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი მსა­ხი­ო­ბია. ეს სპექ­ტაკ­ლი არ­სე­ბობს ფუ­ლის გა­რე­შე და იმ პრინ­ცი­პით, რომ უფუ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი ფუ­ლი­ა­ნებ­ზე უკე­თე­სე­ბი არი­ან", - ამ­ბობს ის.

"თაყ­ვა­ნი უნდა ვცეთ პუბ­ლი­კას და პა­ტი­ვი ვცეთ თო­ჯი­ნებს, რომ­ლებ­თაც არ სი­ა­მოვ­ნებთ, რო­დე­საც უპა­ტივ­ცე­მუ­ლოდ ექ­ცე­ვი­ან", - ესეც მისი აზ­რია.

"რეზო გაბ­რი­ა­ძის თე­ატ­რი არ­ტის­ტი­სა და პო­ე­ტის სუ­ლის ანა­რეკ­ლია. ის თა­ვად წარ­მო­ად­გენს თე­ატრს მთელ თა­ვის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ში: დრა­მა­ტურ­გი, პრო­დი­უ­სე­რი, მუ­სი­კო­სი, დი­ზა­ი­ნე­რი. ამ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გი შე­სა­ნიშ­ნა­ვია. მისი ნიჭი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია", - ამას კი მას­ზე - LE FIGARO გა­მოთ­ქვამს.

ბოლო პე­რი­ოდ­ში არა­ერ­თი ხე­ლო­ვა­ნი ჩა­ერ­თო პო­ლი­ტი­კა­ში, მისი ცხო­რე­ბის სტი­ლი იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ის ამ სფე­როს აშ­კა­რად გა­ურ­ბის, თუმ­ცა მისი ასე­თი მო­საზ­რე­ბა ერთ ად­გი­ლას ამო­ვი­კი­თხე: "ჩვენ ბოლო ხანს ახა­ლი ხილი შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს - დე­მოკ­რა­ტია. პირ­ვე­ლად ის ძალ­ზე ტკბი­ლი მოგ­ვეჩ­ვე­ნა და ისე, რო­გორც აღ­მო­სავ­ლე­ლებს შეგ­ვე­ფე­რე­ბა, მისი სწრა­ფად გა­დაყ­ლაპ­ვა გვინ­დო­და. ახლა კი კბი­ლე­ბი გვემტვრე­ვა. ჩვენ დაგ­ვა­ვი­წყდა, თქვენ - ევ­რო­პე­ლებს რამ­დე­ნი ომი და სა­უ­კუ­ნე დაგ­ჭირ­დათ, ვიდ­რე ამ ხი­ლის მო­ნე­ლე­ბას შეძ­ლებ­დით".

საყვარელი ქალი

რეზო გაბრიაძე შეყვარებული იყო თა­მუ­ნია გენ­ძე­ხა­ძეზე.

„ღმერ­თო რა ლა­მა­ზი იყო ქალ­ბა­ტო­ნი თა­მუ­ნია! მე რომ მას ქუ­ჩა­ში ავე­დევ­ნე­ბო­დი, უკვე 70 წელს იყო მიღ­წე­უ­ლი, მაგ­რამ ისე­თი ლა­მა­ზი იყო, ისე­თი არის­ტოკ­რა­ტუ­ლი, ისე­თი ნაზი, ისე­თი სათ­ნო... ან რა ხმა ქონ­და? რომ და­ი­წყებ­და სა­უ­ბარს, ეგ­რე­ვე გა­ჯა­დო­ებ­და. ან რო­გორ უხ­დე­ბო­და სი­გა­რე­ტი, ან რო­გორ სვამ­და ჩაის 90-იანი წლე­ბის "ბის­ტრო­ში" ზა­ი­რას­თან ერ­თად,“- ამბობდა რევაზ გაბრიაძე.