Digest Logo

„ქმარი ცოლზე წარმატებული უნდა იყოს“ - ქეთი ფარესაშვილი

1640082984
ქეთი ფარესაშვილი

მომღერალ ქეთი ფარესაშვილის ნაზი გარეგნობის მიღმა საკმაოდ მტკიცე, ძლიერი, კონსერვატიული ხასიათი იმალება. თუ როგორ და რაში ვლინდება ეს თვისებები, ამის შესახებ მომღერალი „სარკესთან“ საუბრობს.

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- ცოტამ თუ იცის, რომ მე ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ. დავამთავრე მაგისტრატურა. ვთარგმნი წიგნებს, ბროშურებს… მრავალფეროვანი ინტერესები მაქვს. 10 წელი ვისწავლე ფსიქოლოგია, სპეციალურ კურსებს გავდიოდი, დაინტერესებული ვარ ეზოტერიკით.

- მომიყევით ოჯახის შესახებ.

– 16 წელია, გათხოვილი ვარ. ჩემი მეუღლე, ლაშა თურქიაშვილი, ონკოლოგია. საავადმყოფოში გავიცანი,ლაშა დედაჩემის ექიმი იყო და დედა მაშინვე მოიხიბლა მისით. ტრადიციული, ქართული ოჯახი გვაქვს. რა თქმა უნდა, ვკამათობთ კიდეც, ზოგჯერ სირთულეებიც გვხვდება, მაგრამ ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარული გვამაგრებს. შვილი მე გავზარდე, პამპერსიც არავისთვის გამომიცვლევინებია.გული მწყდება, კარიერას გადავყევი და მეტი შვილი არ გავაჩინე…

მიუხედავად ჩემი ნაზი აღნაგობისა, საკმაოდ ძლიერი ვარ, ტრადიციების მკაცრი დამცველი, კონსერვატორი. ჩემი წესები მაქვს და ჩემგან განსხვავებული შეხედულებების ხალხთან ვერ ვიმეგობრებ. ვაფასებ, როცა ოჯახი ცოლისა და ქმრის თანასწორობაზეა აგებული, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქმარი ცოლზე წარმატებული უნდა იყოს… მიზანმიმართულად ებრძვიან ეკლესიას, ქრისტიანობას. ჩემთვის ქრისტიანული სარწმუნოება ძალიან ძვირფასია.

– მაგრამ დაინტერესებული ხართ ეზოტერიკის, რომელიც რაღაც ასპექტით ეწინააღმდეგება ქრისტიანობას.

– არ არის ეს მართალი. ეს დიდი მეცნიერებაა და დიდი სწავლაც სჭირდება. ქრისტიანობა არის ეზოტერიკის მწვერვალი. ადამიანმა სხვადასხვა საფეხური შეიძლება გაიაროს, მაგრამ საბოლოოდ ქრისტიანულ ჭეშმარიტებამდე მივა,

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵VIDEO: „შენ მე რატომ მაბულინგებ?! მიკრძალავ“ - კამათი პირდაპირ ეთერში

🔵როგორი დახვედრა მოუწყვეს ალექსანდრა პაიჭაძესა და მის შვილს - ფოტოები

🔵„მეც მინდა ასე ძილი, სადმე“- ალექსანდრა პაიჭაძე ქალიშვილის ახალ ვიდეოს აქვეყნებს

🔵„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა“ - ცოტა რამ ბაბი კირკიტაძეზე

🔵ბანკში ჩადებული ბინა, შიმშილი, ოჯახის დანგრევა და ქორწინება უცხოელ კაცზე - ანიტა რაჭველიშვილის პირადი

წყარო: sarkenews.ge