Digest Logo

ყველა გოგო შურის თვალით მიყურებდა - აბაშიძისა და მოლდოველი გოგოს სიყვარულის უცნობი ისტორია

1610123676
ლევან აბაშიძე

გასული საუკუნის 90-იანები იდგა. ბათუმში გადაღებები მიმდინარეობდა... ერთ-ერთმა მსახიობმა გადასაღები მოედანი დატოვა და თბილისში წამოვიდა. შემდედ თბილისიც დატოვა და სოხუმშიც ჩაფრინდა...

იმავე დღეს, პოზიციაზე დადგა... მეორე დღეს სულხან სულხანიშვილთან, გიორგი გაჩეჩილაძესთან და გია ნადირაშვილთან ერთად ბრძოლის ველზე გავიდა და სიკვდილსაც შეხვდა...  ერმა 29 წლის მსახიობი, ლევან აბაშიძე, აფხაზეთთან ერთად დაკრგა...

თავადური შტო

ლევანი თბილისში სილამაზით განთქმული წყვილის, მანანა ხიდაშელისა და აგი აბაშიძის შვილი იყო. მისი ოჯახი ერეკლე მეორის პირდაპირი შთამომავალი იყო თეკლა ბატონიშვილის მხრიდან, მიუხედავად ამისა მსახიობი საოცარი თავმდაბლობითა და მეგობრულობით გამოირჩეოდა.

ფილმები

თავისი ცხოვრების მანძილზე ლევანმა 18 ფილმში მიიღო მონაწილეობა, აქედან 3 დაუსრულებელი დარჩა. რეჟისორები აღნიშავდნენ, რომ მისი თავისუფალი და ორიგინალური სტილის გამო, ის ყველაზე ნატურალური მსახიობი იყო.

უკანასკნელი სიყვარული

გოგონები მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მსახიობს სულ რომანები ჰქონდა ან როგორ შეიძლებოდა, რომ ეს ბიჭი ვინმეს არ შეჰყვარებოდა?

მაგრამ, ამდენ გაუთავებელ სასიყვარულო ისტორიებს შორისაც იყო ის ერთი განსაკუთრებული ამბავი და გოგო, რომლის სიყვარულმაც ყველაზე დიდხანს გასტანა.

მისი გულის სწორი, მიკაელა სტრიმბიანუ მოლდოველი სტუდენტი იყო, რომელიც თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა.

ის 18 წლის იყო, როცა 25 წლის ლევანს შეხვდა და ეს შეხვედრა დიდი სიყვარულის საწყისად იქცა. წყვილმა იმწამსვე იგრძნო, რომ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები და მათი რომანიც დაიწყო. თავდაპირველად შეყვარებულები ჩუმად ხვდებოდნენ ერთმანეთს, მერე კი ლევანმა მიკა სახლში მიიყვანა. წყვილმა ერთად დაიწყო ცხოვრება.

რომანტიკული ლევანი შეყვარებულს ათასგვარი სიურპრიზით და საჩუქრებით ანებივრებდა.

რომანტიკული შეყვარებული რჩეულ ქალს ყვავილებით, ტკბილეულით და რაც მთავარია, ყურადღებითა და სითბოთი ანებივრებდა. ასე მიილია ბედნიერების ოთხი წელი. აფხაზეთში რომ წავიდა, იმ დროს მიკა კიშინიოვში იყო. მათ ერთმანეთის ვერც ნახვა შეძლეს და ვერც დამშვიდობება.

მიკამ ლევანის ოჯახში თეატრალურის დამთავრებამდე იცხოვრა და მერე მოლდოვაში დაბრუნდა. ომში წასვლამდე ლევანმა გოგონას დაურეკა და დაუბარა, რომ ჩამოხვალ ყვავილებით დაგხვდებიო.

თუმცა, ყვავილებით ჩამოსვლა რამდენიმე დღეში მიკას მოუწია.

ლევანის დედამ მიკას მათთან დარჩენა შესთავაზა, მაგრამ გოგონამ სამშობლოში დაბრუნება არჩია. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა, მიკა დღემდე ჩამოდის საქართველოში. ყველაზე ხშირად მას ლევანის საფლავთან დაინახავთ, სადაც უსიტყვოდ ზის და სჯერა, რომ თავის პირველ შეყვარებულს ისევ შეხვდება და ეტყვის: „გამარჯობა, ლევან მე შენთან მოვედი“.

მსახიობის მოგონება

როცა აფხაზეთის ომიდან მისი ცხედარი ჩამოასვენეს, მეორე დილით მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა თეთრი საღებავით, დიდი ასოებით ეწერა – „ლევან, მიყვარხარ“, მეორე დილით ახალი წარწერა დაემატა: ,,მე უფრო ძაან მიყვარხარ”, ყოველ დილით ახალ-ახალი წარწერა ჩნდებოდა – „მე ყველაზე ძაან მიყვარხარ”, და ბოლო წარწერა იყო: „არავინ არ იცის, მე რა ძალიან მიყვარხარ… “.

ლევანი თბილისში ჩამოასვენეს, პანაშვიდებს ჩამოუსწრო და დაკრძალვის შემდეგ მიკა თბილისში აღარ დარჩენილა. სამშობლოში დაბრუნდა.

მიკა ლევანზე

ლევანი საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა. დღესაც კი ვგრძნობ მის სუნთქვას და ხშირად მესიზმრება, რომ სულ ხელს მკრავს – ალბათ უნდა, დიდხანს ვიცოცხლო, ის კი ისევ ისეთი ახალგაზრდა დარჩეს ჩემს მეხსიერებაში.

არ დამავიწყდება ჩვენი პირველი შეხვედრა – მე მაშინ თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი გოგონა ვიყავი... ლევანი 25 წლის, ცნობილი მსახიობი ბიჭი იყო. პირველივე შეხედვისას ვიგრძენი, რომ ეს ის ადამიანი იყო, ვინც მჭირდებოდა, ვინც ძალიან ჩემი იყო და ვისთვისაც მზად ვიყავი, ყველაფერი დამეთმო. მართლა უზომოდ გვიყვარდა ერთმანეთი და ვერ წამომედგინა, მის გარეშე ცხოვრებას თუ გავაგრძელებდი.

ძალიან მანებივრებდა. ვგრძნობდი, როგორი შურის თვალით მიყურებდა ყველა გოგო, როცა ლევანის გვერდით ამაყად მივაბიჯებდი რუსთაველის გამზირზე. მეც ვეჭვიანობდი, მაგრამ, ერთხელ შემთხვევით მოვისმინე მისი საუბარი ქალთან – ეუბნებოდა, მე საყვარელი ქალი მყავს გვერდითო. ძალიან ამაყი ვიყავი იმ წუთას. არ დამავიწყდება, ისე გამახარა ამ ნათქვამმა...

არასდროს უთქვამს მიყვარხარო. ამას ვგრძნობდი. მოგვიანებით გიო მგელაძემ მითხრა, ლევანმა გული გადამიშალა და მითხრა, მიკა არის ქალი, რომელმაც მაგრძნობინა – რა არის სიყვარულიო. თავისი ხელით დაკრეფილი მინდვრის ყვავილები მოჰქონდა, ნამცხვრებს ყიდულობდა, კაბებს მჩუქნიდა… ჩემ გამო ჩხუბობდა. მოდიოდა ნაცემი, ცხვირგატეხილი…

ბოლო კონტაქტი

ჩვენი ბოლო კონტაქტის გახსენება ძალიან მიმძიმს. კიშინიოვში ვიყავი. 5 სექტემბერს დარეკა. დედაჩემმა აიღო ყურმილი. აფხაზეთში მივდივარ და უთხარით, იქიდან დავურეკავო. ორი დღის შემდეგ დაიღუპა… როდესაც კიშინიოვში მივდიოდი, გამაცილა და მითხრა, რომ ჩამოხვალ ყვავილებით დაგხვდებიო. ამის ნაცვლად ყვავილები მე დავაწყე გაჩერებულ გულზე.

მე ასეთი სიყვარული აღარ მწვევია. მიყვარდა, მაგრამ მივხვდი, რომ ის ისეთი ძლიერი სიყვარული არ იყო. ამიტომ მარტო დარჩენა გადავწყვიტე.


აგრეთვე წაიკითხეთ:

შაჰის ცოლის ამბორი და გზა ახვლედიანების სიძეობამდე - დოდო აბაშიძის უცნობი ისტორიები

კოტე სოფიკოს გამო არ დამშორებია - მედეა ჩახავას ბოლო ინტერვიუ