
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა, ამის შემდეგ მისი ქალიშვილი ანა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. ამას თავად გოგონას ეპატაჟური ცხოვრების სტილმაც შეუწყო ხელი, რასაც ხშირად ქვეყნის პირველი პირის შვილისთვის შეუფერებლად მიიჩნევენ.
ანა მარგველაშვილი 2 წლის განმავლობაში რუსეთში სწავლობდა. იქ ჩააბარა ინსტიტუტშიც, თუმცა 2013 წლის აგვისტოში სასწავლებლად თბილისში გადმოვიდა.
მამის გაპრეზიდენტების შემდეგ ანამ პირველად საზოგადოების ყურადღება მაშინ მიიქცია, როდესაც სოციალურ ქსელში მის შეყვერებულთან, ბაჩო სირაძესთან ერთად გადაღებული ფოტოები გავრცელდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფოტოების გავრცელების მომენტში წყვილი უკვე დაშორებული იყო. ამის მიზეზი კი მაკა ჩიჩუას სიძის, მინდია გოგოჭურის და ბაჩო სირაძის დაპირისპირება გახდა.
დაპირისპირება გოგოჭურსა და სირაძეს შორის ანა მარგველაშვილის გამო მოხდა. ამბობენ, რომ ზაფხულში ანას და ბაჩოს ურთიერთობა დაეძაბათ, ვითარების გარკვევას კი მინდია გოგოჭური შეეცადა, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სირაძე ფეხში დაჭრა. სისხლიანი გარჩევა სოლოლაკში მოხდა და მასში სამი პირი მონაწილეობდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.
ანა მარგველაშვილი წლის განმავლობაში ხშირად ხვდებოდა ყვითელი პრესის და ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში.
მისი სანაცნობო წრე საკმაოდ ფართოა - კესარია აბრამიძით დაწყებული ქრისტინე ძიძიგურითა და ხუან ბაგრატიონით დამთავრებული. პრესის ყურადღების მიღმა არ დარჩენია ანას პოსტი სოციალურ ქსელში რეპერ მასტერის სიმღერის ტექსტზე („მოდი ჩემთან რა, კიდევ მომეფერე,/ კიდევ ერთი მოვწიოთ და მერე"), რაც საზოგადოებამ ანას მხრიდან მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მხარდაჭერად შეაფასა.
ანას მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომ ინტერნეტმომხმარებლის გარკვეული ნაწილში აღშფოთება გამოიწვია, ვიდეოში მან თავისი მუსიკალური შესაძლებლობები გაგვაცნო. მანქანაში ორ მეგობარ ბიჭთან ერთად თემო რცხილაძის რუსული სიმღერა შეასრულა და ვიდეო ინტერნეტში განათავსა.
მოსახლეობის ნაწილს ანას ვოკალური მონაცემები არ მოეწონა. იმასაც კი წერდნენ, რომ მის ადგილას, აბაზანის გარდა, არსად იმღერებდნენ.
ანა მარგველაშვილი, ასევე კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა იმის გამო, რომ რუსთაველის თეატრში მამასთან ერთად დრესკოდისთვის შეუფერებელი სამოსით მივიდა - მას სამხედრო პრინტით გაფორმებული მაისური, ტყავის შარვალი და კედები ეცვა.
დიდი ხმაური მოჰყვა ზაფხულში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც პრეზიდენტის ქალიშვილი მეგობარ ბიჭთან ერთად ღამით ავტომობილში თემურ რცხილაძის სიმღერას მღეროდა. მორალის დამცველებმა ეს ფაქტი კვლავ მამის სტატუსისა და ღირსების შემლახველ საქციელად მონათლეს. უყურადღებოდ არ დარჩენილა ანას პირველი ტელე-ინტერვიუ GDS-ზე, სადაც მან მაყურებლისთვის გარეპა და მამასთან მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების შესახებ ისაუბრა.
მორიგი სკანდალი იყო გათოხვება, როდესაც გავრცელდა იფნომაცია, რომ პრეზიდენტის ქალიშვილი გათხოვდა. მისი რჩეული კი მუსიკოს ლევან ჩიჩუა, იგივე თიელის ძმა, გიგი ჩიჩუაა.
გიგი ჩიჩუა პროფესიით დიჯეია და ის თბილისის კლუბებში უკრავს. მანამდე ერთობლივი თამამი ფოტოების გავრცელების გამო, ანას ლევან ჩიჩუასთან მიაწერდნენ რომანს. წყვილის დღეს ერთი შვილი ჰყავს. ანამ და გიგიმ 2014 წელს იქორწინეს, მათ ქალიშვილი ანასტასია ჰყავთ.
ანას და გიგის ქორწინებამ ორ წელს გაძლო.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
რომანი გიორგი კეკელიძესთან? რატომ ჩააბარა მამა პანსიონში და ვინ არის ნანიკო ხაზარაძის მეუღლე
მშობლებისგან მიტოვებული ზურა ხაჩიძის ცხოვრება - ქუჩის აკადემია, რომანი ქეთა თოფურიასთან და ქონება
სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი
შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი