Digest Logo

მე-3 თაობის „კანონიერი ქურდი“ - გეგეჭკორების კრიმინალური ისტორია

1609159350
გეგეჭკორი ე.წ. კანონიერი ქურდი

დღეს, 28 დეკემბერს, პოლიციამ ზუგდიდსა და ხობში, ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, 2 პირი დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ - როლანდ გეგეჭკორის (მეტსახელად „შლაპა“) მითითებით, 2020 წლის დასაწყისიდან, სამეგრელოში, ბიზნესმენს - ბ.თ.-სა და მის ბიზნესპარტნიორს - ა.ც.-ს, პერიოდულად უკავშირდებოდნენ და „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ თანხის გადახდას სთხოვდნენ.

 

 

 

„დაიჯესტი“დაინტერესდა, ე.წ. „კანონიერი ქურდის“ გეგეჭკორის წარსულით და რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი აღამოაჩინა.

რუსლან გეგეჭკორს კრიმინალურ წრეებში „შლიაპა უმცროსის“ სახელით იცნობენ.

გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდი გახლავთ მამამისი, როლანდ გეგეჭკორი, იგივე „შლიაპა“.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ „კანონიერი ქურდები“ იყვნენ რუსლან გეგეჭკორის ბიძა, რაულ გეგეჭკორი და ბაბუა ნოე გეგეჭკორი. შესაბამისად, რუსლან გეგეჭკორი „მე-3 თაობის ქურდია...“

თავად რუსლან გეგეჭკორმა ე.წ. „ქურდის სახელი“ 2014 წელს 27 წლის ასაკში მიიღო.

მისი „კურთხევა“ კუნძულ კვიპროსზე მოხდა. გეგეჭკორი ყველაზე ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის „დედ ჰასანის“ კლანის წევრებმა, მერაბ მზარელიამ, მერაბ ფიფიამ, მერაბ „სოხუმსკიმ“ და გიორგი ელერჯიამ მონათლეს.

როგორც მედიისთვისაა ცნობილი, გეგეჭკორს დაპირისპირება ჰქონდა ჩეჩენ ე.წ. კანონიერ ქურდებთან.

ყველაფერი კი ასე დაიწყო...

რუსეთის ქალაქ ტუვის ერთ-ერთ კოლონიაში პატიმრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ერთმანეთს დაუპირისპირდნენ რუსლან გეგეჭკორი იგევე „რუსლან ზუგდიდსკი“ და ჩრდილო კავკასიელი მუსლიმანი კრიმინალური ავტორიტეტები.

საინფორმაციო სააგენტო „როსბალტის“ ინფორმაციით, გეგჭკორმა არასახარბიელოდ მოიხსენია ჩეჩნები, რის გამოც ერთ-ერთმა ჩეჩენმა ხელი გაარტყა.

ამავე დღეს გეგეჭკორი, 20 პატიმართან ერთად, შეიჭრა კოლონიის ტერიტორიაზე მდებარე მეჩეთში და ფიზიკურად გაუსწორდა 8 ჩეჩენს.

მომხდარის შესახებ მალევე გაიგეს ჩეჩნურ დიასპორაში...

სააგენტოს წყაროს ცნობით, ჩეჩნები გეგეჭკორის კრიმინალურ ავტორიტეტთა ოჯახს ემუქრებონენ.

29 წლის რუსლან გეგეჭკორი 2016 წლის 29 მარტს დააკავეს.

ჩხრეკისას მას 0,7 გრ ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონი აღმოაჩნდა.

მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, თუმცა, 2016 წლის 5 ივნისს მოსამართლემ მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:

Video: ქართველი „კანონიერი ქურდი“ სასამართლო დარბაზიდან გაიქცა

საქართველოში ძებნილი ე.წ. კანონიერი ქურდი გერმანიაში დააკავეს