Digest Logo

მე-8 კლასელი მუშა, მთიბველი და პატიმრობა - ცეზარ ჩოჩელის ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი ფაქტები

1610450014
ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი

ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის სახელის მიღმა ათასობით დასაქმებული ადამიანი დგას. ამ სახელებთან ასოცირებულია ისეთი ბიზნეს-კომპანიები, რომლებიც  ღირებულ პროდუქციას ქმნიან.

. „დაიჯესტი“ ცეზარ ჩოჩელის ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს მოგითხრობთ.

„ახალგორში, ტრადიციულ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. მშობლები ძალიან მკაცრად გვზრდიდნენ და იმაზე მეტს გვთხოვენ, რაც ბავშვს მოეთხოვება. ყველაზე კარგად ბავშობა, სოფელი, მდინარის პირი და იქ გატარებული დრო მახსენდება. თითქმის ყველა სიზმარში ახალგორში ვარ... ოჯახს მატერიალურად არასდროს გვიჭირდა, თუმცა ბავშვობიდან მინდოდა ფინანსურად დამოუკიდებელი ვყოფილიყავი.

ჯერ კიდევ მერვე კლასში თანაკლასელები შევკრიბე და ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მუშაობა დავიწყეთ. მათ მოვატყუეთ, რომ სრულწლოვნები ვიყავით, ხელფასის გაცემის დღეს მიხვდნენ რომ ბავშვებთან ჰქონდათ საქმე. მეცხრე კლასში უკვე „დავწინაურდით“ ბრიგადა ჩამოვაყალიბე ვთიბავდით, ისეთ მიუვლა ადგილებში ვმუშაობდით სადაც ვერავინ ახერხებდა მისვლას. ამიტომ 1800 ლარი გამოვიმუშავე, ეს ძალიან დიდი ფული იყო იმ დროს“, - იხსენებს ჩოჩელი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ცეზარ ჩოჩელმა 1991 წელს ჩამოაყალიბა ფირმა „ლომისი“ - სახელმწიფო სამსახურიდან ჩემი წამოსვლის მეორე დღეს იმართებოდა „ლომისობა“ და ჩემს მეგობრებთან ერთად ამ დიდი დღესასწაულის აღსანიშნავად წავედი, ეს დღე აღინიშნება ადგილობრივი ლუდით.

სწორედ მაშინ გაგვიჩნდა იდეა, რომ პატარა წარმოება გაგვეკეთებინა, სადაც მთის ლუდს ვაწარმოებდით. „ლომისობიდან“ დაბრუნებულებმა დავაარსეთ კომპანია, ოთხი საარაყე ქვაბი დავდგით და დავიწყეთ ჩვენი პროდუქციის წარმოება. თან ლუდს ვხარშავდით და თან მის რეალიზაციას ვეწეოდით. დღეში 100 ბოთლს რომ გავყიდდით, ჩვენთვის ბედნიერება იყო. 24-საათიან რეჟიმში გვიწევდა შრომა და პარალელურად, ვიბრძოდით განუკითხაობის წინააღმდეგ. ამ წლებში ჩვენ ფინანსური წარმატებისთვის არ მიგვიღწევია… 1999 წელს თავიდან ბოლომდე გამინადგურეს ბიზნესი. იმ დროს, 20 ათას დოლარს გვთხოვდნენ სახელმწიფო მოხელეები, რაზეც შეგნებულად უარი ვთქვი და ამას ჩვენი წარმოების „ლომისის“ დახურვა და მთლიანად გაჩანაგება მოჰყვა - იზსენებს ჩოჩელი.

ბიზნესიდან პოლიტიკაში წავიდა:

2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ახალგორის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ახალი საქართველოსთვის“. უფლებამოსილება დროზე ადრე შეუწყდა (19 თებერვალი, 2008) საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ორგანოებში (დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში — „მცხეთა-მთიანეთის მხარე“) სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორად დანიშვნის გამო. თანამდებობიდან 2012 წლის 24 ნოემბერს გადადგა.

2013 წლის 24 იანვარს სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს. 26 იანვარს გაათავისუფლეს 200 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ. 2015 წლის მარტში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული ორი სისხლის სამართლის საქმე დასრულდა, ყადაღა მოხსნილი აქვს ყველა კომპანიას, დარჩენილი იყო მხოლოდ „ბარამბო“.

2016 წელს მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში, კენჭს იყრიდა №37 საარჩევნო ოლქის (მცხეთის მუნიციპალიტეტი) მაჟორიტარად. პირველ ტურში ხმების 39,75% (10062 ხმა) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა. მეორე ტურშიც 49,92%-ით (13692 ხმა) მეორე ადგილზე გავიდა, დამარცხდა დიმიტრი ხუნდაძესთან.

2020 წლის აგვისტოში ცეზარ ჩოჩელმა კახა ოქრიაშვილთან ერთად დააარსა პარტია „პროგრესი და თავისუფლება“.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პარტია ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ შეუერთდა და ცეზარ ჩოჩელი კენჭს, ამ ბლოკის სახელით მცხეთა-მთიანეთის სამაჟორიტარო ოლქში იყრიდა.

ოფიციალურად 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

აფხაზეთის ომი, ფარული სიკეთე და დიდი სიყვარული - აქამდე უცნობი ამბები გიო ხუციშვილზე

2500 კაცი, დარბაზში სანთლით ხელში იდგა - თემურ წიკლაურის დიდი ტრაგედია და ოჯახური ამბები

უმამოდ გატარებული ბავშვობა და ცხოვრების ტრაგიკული სიყვარული - ყველაფერი კახი კავსაძის შესახებ