დღეს, პირველ ივლისს, თბილისის მერის მეუღლე, უმშვენიერესი ანუკი არეშიძე იუბილარია, ის 32 წლის გახდა.
ცნობილი დიზაინერი უამრავი ადამიანისგან იღებს მილოცავს.
როგორც instagram სთორიდან ირკვევა, კახიმ ანუკის უზარმაზარი ვარდების თაიგული მიართვა, ხოლო ბავშვებმა, დედას ემოციური წერილით მიულოცეს დაბადების დღე.
კახისა და ანუკის სიყვარულის ამბავი იტალიაში, 2008 წლის 12 იანვარს დაიწყო, მაშინ როდესაც „მილანის” ფეხბურთელი ერთ-ერთ სასურველ სასიძოდ ითვლებოდა, არეშიძე კი უკვე წარმატებული მოდელი გახლდათ.
ანუკი და კახი 4 ვაჟის მშობლები არიან, 13 წლის ლევან კალაძე, 8 წლის კახაბერ კალაძე, 6 წლის ვაჩე კალაძე და 3 წლის ნიკოლა.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„მინდა, მივმართო მას“ - მიხეილ ცაგარელი იუბილარ ანუკი არეშიძეს ახასიათებს და რჩევებს აძლევს
„მილანში, რაც ჩამოვიდა, მას შემდეგ ვუვლი“ - კახი კალაძის და ანუკი არეშიძის სიყვარულის ისტორია
ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა ანუკი არეშიძე 26 მაისის ღონისძიებაზე - ფოტოები