Digest Logo

2 ქორწინება, 4 შვილი და ფსიქოლოგიური სტრესი - ლევან ჯავახიშვილის პირადი

1612769660
ლევან ჯავახიშვილი

წარმატებული ტელამყვანი ლევან ჯავახიშვილი უკვე წლებია ტელეკომპანია „იმედის“ გუნდის წევრია, 43 წლის ჟურნალისტის წარმატებული კარიერი უკან საინტერესო და სკანდალური პირადი ცხოვრების დეტალები იმალება.

ამ სტატიში ჩვენ ლევან ჯავახიშვილის პირადზე მოგიყვებით.

სიყვარული

ლევან ჯავახიშვილი პირველ მეუღლეზე გაშორებულია, მას პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს.

ტელეწამყვანი პირადზე საუბარს ყოველთვის ერიდება.

ლევან ჯავახიშვილის მეორე ცოლი ჟურნალისტი მარიკუნა ოშხნელია, მათი ურთიერთობა 2012 წელს დაიწყო.

ისინი გაცნობიდან 2 წელში დაქორწინდნენ.

2015 წლის 7 ივლისს ლევანს და მარიამს შვილი ეყოლათ, რომელსაც ანა დაარქვეს.

მარიამისთვის ის პირველი, ლევანისთვის კი მეოთხე შვილი იყო.

ლევან ჯავახიშვილი და „ორი ვარ­სკვლა­ვი“

2014 წელს ლევან ჯავახიშვილი მუ­სი­კა­ლურ-გა­სარ­თო­ბი შოუ „ორი ვარ­სკვლა­ვი“ ერთ-ერთი მონაწილე იყო, რომელიც მეორე ადგილის მფლობელი გახდა. მას 10 000 ლარი აჩუქეს და როგორც მაშინ ამბობდა: „თანხის დიდ ნაწილს ჩემს შვილებს დავახარჯავ. ასევე ვაპირებ ნორმალური მობილური ტელეფონის ყიდვას. უბრალოდ, ეს უკვე გაფუჭებულია.“

„ჰერიო, ბიჭებო” ისეთი ემოციური სიმღერაა, არ არსებობს, როცა მას მთელი შეგნებით მღერი და გათავისებული გაქვს რაზე მღერი, ხალხში ის რეაქცია არ გამოეწვია, რაც მოხდა. ამ შემთხვევაში, ეს ნამდვილად მოსალოდნელი იყო. ვიღაც თუ იტყვის, რომ ნინი წიკლაური და ლევან ჯავახიშვილი თამაშობდნენო, მაშინ „ოსკარი” მეკუთვნის და ალპაჩინოსაც ჩავწევ გვერდზე. “- იხსენებს ლევან ჯავახიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ამ სიმღერამ მაშინ უამრავი ადამიანი აალაპარაკა, წყვილის მიერ შესრულებული ემოციური ქართული სიმღერით ყველა გაკვირვებული იყო.

„ფინალი 26 მაისს იყო, ამიტომ მიმაჩნდა, რომ აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი ადეკვატური – 26 მაისს ზუსტად ეს სიმღერა შევურჩიე. პირადად ჩემი დამოკიდებულება ქართული ჯარისადმი ძალიან თბილი და სიყვარულით სავსეა. ძალიან ბევრი ჩემი უფროსი მეგობარი, როცა მე 15 წლის ვიყავი, აფხაზეთის ომში იბრძოდა. მანამდე იყო 9 აპრილი და ასე შემდეგ. პრაქტიკულად, მთელი ჩემი ყმაწვილკაცობა ვუყურებდი როგორ იბრძოდა ჩემი ქვეყანა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. გული მიგრძნობს და დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთხელ მოგვიწევს ამ ქვეყნის დაცვა. ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ და მეც ფსიქოლოგიურად მზად ვარ ამისთვის“- ამბობს ჟურნალისტი.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

როგორია დიანა ჯოჯუას ცხოვრება ეკრანის მიღმა, რა ქონებას ფლობს ტელეწამყვანის მეუღლე და რაზე ოცნებოდა ბავშვობაში

როგორ დაიწვა ნათია ლაზაშვილის მდიდრული სახლი, სკანდალი ნანუკა ჟორჟოლიანთან და 26 წლის წინ შექმნილი ოჯახი

დაკარგული მეგობრები, სიყვარული და ოჯახი - ცოტა რამ ნოდარ მელაძის პირად ცხოვრებაზე

ვინ როგორ შოულობს ფულს - ქართველი სელებრითების შემოსავლები