მუსიკოს დათო ევგენიძეს უმშვენიერესი ცოლი ნინო ჟვანია ჰყვას. როგორც თავად ამბოს, თავის სიყვარულს ლექსიც კი მიუძღვნა.
„არ მაპატიეს, მე რომ ხანდახან
ღამეს ვუთევდი პიანინოებს.
მე კი მეგონა, რომ ყოველ დილით
ცა მიგზავნიდა წმინდა ნინოებს“.
„როდესაც მოსკოვიდან ჩამოვედი, ვმუშაობდი ბონდარჩუკის ფილმზე „მეცხრე როტა“.
ამ დროს კიდევ ერთხელ გართულდა რუსულ-ქართული ურთიერთობები და რუსული საკონსულო არ მუშაობდა. მე ერთი კვირით ვიყავი ჩამოსული ვიზის გასაგრძელებლად, მაგრამ ექვსი თვე მომიწია აქ ყოფნამ. სწორედ ამ პერიოდში „აჭარა ჰოლში“ შევდიოდი და შემხვდა ნინო, რომელიც დაახლოებით დიდი ხნის უნახავი მყავდა. ძალიან გამიხარდა მისი ნახვა.
გადავკოცნეთ ერთმანეთი და მაშინვე ვუთხარი, მოსკოვში უნდა წაგიყვანო-მეთქი. გაეცინა, დაიბნა, იმ დღიდან ერთ კვირაში ჩემი ცოლი გახდა.
მთელი თბილისი გაოცებული იყო ამ ამბით.
ცოლად მოვიყვანე თავისი შვილის დაბადების დღეზე. ვაცილებდი და სად მიდიხარ-მეთქი, ვკითხე. ჩემი შვილის დაბადების დღეზეო...
მისი პირველი ქმარი ჩემი ძველი მეგობარია. დიდი ხნის გაცილებულები იყვნენ.
მისი ყოფილი ქმრის დედაც ჩემი ახლობელია... შევყევი დაბადების დღეზე, თან ხელი მქონდა გადახვეული. სიჩუმე ჩამოვარდა, ყველა დაიბნა, ერთად რომ დაგვინახეს. მე მივედი მის ყოფილ ქმართან, მოვიკითხე და ვუთხარი, პირველს შენ უნდა გითხრა, შენი ყოფილი ცოლი ცოლად მომყავს-მეთქი.
ჯერ ნინომაც არ იცოდა, რომ ცოლად მომყავდა... დაბადების დღიდან რომ წამოვედით, ნინოს დედა სახლამდე მივაცილეთ და ვუთხარი, მაპატიეთ, სახლში ვერ გაგატანთ, ნინო ჩემთან მიმყავს-მეთქი.
დაიბნა... დავტოვეთ და ჩემთან წამოვედით. ჩემთანაც არავინ იცოდა ეს ამბავი. რომ შევედით, ვუთხარი, გაიცანით, ნინო ჩემი ცოლია-მეთქი“,- იხსენებს ერთ-ერთ ინტერიუში დათო ევგენიძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
პორნოზე შეტყუება, ქმრის გადაყვარება და ბრძოლა მძიმე სენთან - ეთერ კაკულიას უცნობი ამბები