Digest Logo

„მორალით ბევრ ადამიანზე მაღლა დგას“ - ცნობილი ქალები, რომლებიც ე.წ. „კანონიერ ქურდებს“ ეტრფიან

1613981170
ბეგაშვილი და ენდი ძიძავა

ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის ცხოვ­რე­ბა ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს. ისი­ნი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ძი­რი­თა­დად მა­შინ ხვდე­ბი­ან, როცა გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ებ­ზე აკა­ვე­ბენ. თუმცა დანაშაულებრივი ცხოვრების მიღმა მათ პირადი ცხოვრებაც აქვთ.

მართალია მათi სასიყვარულო ურთიერთობები ძალიან გასაიდუმლოებულია, მაგრამ მედიაში პერიოდულად „კრიმინალური ავტორიტეტების“ პირადი ცხოვრების დეტალებიც კი ჟღერდება.

დღეს იმ ქალებს გაგაცნობთ, რომლებსაც ე.წ. კანონიერი ქურდები ეტრფიან:

ენდი ძიძავა

მსახიობი ენდი ძიძავა ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა. მისი მეუღლე კრიმინალური ავტორიტეტი იყო

- ქუთაისში ვცხოვრობდი, მამის გარეშე ვიზრდებოდი და ამას მტკივნეულად განვიცდიდი. ვცდილობდი, ყველაფერი შემეფუთა. ამ ყველაფრის ფონზე კომპლექსი მქონდა. სულ მინდოდა გამერკვია, თაყვანისმცემელი ბიჭებიდან ჩემგან ვის რა უნდოდა? ვინ იყო გულწრფელი, ვინ მატყუებდა...

- თქვენი მეუღლე კრიმინალური ავტორიტეტია?

- ჩემი მეუღლე ახლა რუსეთშია, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ის პატიმარია. შეიძლება ხმამაღალი და თავხედური ნათქვამია, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ ის ზნეობითა და მორალით ბევრ ადამიანზე მაღლა დგას...

- პირველად რატომ დააპატიმრეს?

- ქურდობის გამო. გათავისუფლების შემდეგ, მასში ამ სამყაროსადმი ინტერესი არ შემიმჩნევია. რომ ნახოთ, როგორია გარეგნულად, ვერაფრით წარმოიდგენთ, რომ კრიმინალური ავტორიტეტია. ძალიან მშვიდი და გაწონასწორებულია.

შორენა ბეგაშვილი

დიდი ხანია შორენა ბეგაშვილი კანონიერ ქურდ ლაშა ბარათელთან ურთიერთობას აღარ მალავს. ის ინსტაგრამზე ლაშა ბარათელის ფოტოებს მუდმივად აქვეყნებდა. მას ზურგზე დიდი ზომის ჯვარი და ანგელოზის ფრთები აქვს გამოსახული.

ცნობილია, რომ ბა­რა­თე­ლი გახ­და მსა­ხი­ო­ბი­სა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნის მე­ო­რე ქმარ­თან და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი.

ლაშა ბა­რა­თე­ლი თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობს და ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დია. გა­მო­ცე­მა „პრა­იმ კრა­ი­მის“ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის“ რე­ი­ტინ­გში, ის ათ ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გულ „კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს“ შო­რი­საა.

ლაშა ბა­რა­თე­ლი, იგი­ვე „ჭია“ 1989 წლის 11 ივ­ლისს სო­ხუმ­ში და­ი­ბა­და. ბა­რა­თელს ჯან­გვე­ლა­ძე-ონი­ა­ნის კლანს მი­ა­კუთ­ვნე­ბენ და 2014 წელს „აკურ­თხეს ქურ­დად“. იმა­ვე წელს ლაშა ბა­რა­თე­ლი მძი­მედ დაჭ­რეს და „ჭია“ სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა.

2016 წლის ზა­ფხულ­ში რუ­სეთ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი ბა­რა­თე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ა­დე­პორ­ტეს, მაგ­რამ ბა­რა­თე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე არ გახ­ლავთ და, შე­სა­ბა­მი­სად, მისი და­კა­ვე­ბა არ მომ­ხდა­რა. ბა­რა­თელ­მა მალე სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და ის ამ­ჟა­მად თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობს.

ლოტი გული და აფანგ ასლანი

ვარაუდობდნენ, რომ აზერბაიჯანელ კანონიერ ქურდს საბედისწერო ქალი დაღუპავდა. აზერბაიჯანელი მომღერალი აფანგ ასლანი ძალიან ცნობილი ქალია.

თავის დროზე მასზე ამბობდნენ, რომ ოჯახი ლამის ქვეყნის პრეზიდენტს, ილხამ ალიევს დაუნგრია. მერე მას აზერბაიჯანის მინიტრთა კაბინეტში ყველაზე მიღებულ ქალბატონად თვლიდნენ, შემდეგ კი ის თურქეთში „გულისთან“ ერთად ცხოვრობდა.

„მე თუ კაცი მიყვარს, არ აქვს მნიშვნელობა, რას საქმიანობს ის. არ მაინტერესებს, ვინ რას აკეთებს, მთავარია მიყვარდეს და მე ახლა შეყვარებული ვარ“, - ასეთი კომენტარი გაკეთა აფაგ ასლანმა 2018 წელს მედიასთან.

აი, „გულუს“ მეგობრები კი ამბობენ, რომ კანონიერი ქურდი ამ ქალს საჭიროზე მეტ დროს უთმობს, მასთან ერთად საყიდლებზე დადის და ქურდული საქმისთვის სულ უფრო ნაკლებს იცლის.

თავად ქურდი ამ ყველაფერში პრობლემას ვერ ხედავდა, თუმცა ის კი ფაქტია, რომ მასთან მისულ ქურდებს რამდენიმს საატიანი ლოდინი უწევთ რადგან ის მომღერალთან ერთობა.

ტარიელ ფოცხვერიას მეუღლე

ირინა ასათიანი, ცნობილი კანონირი ქურდის ტარიელ ფოცხვერიას მეუღლეა. ის ქმრის ჯანმრთეობისა და სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ბევრს იბრძოდა. არ ერიდებოდა სახელმწიფო უწყებებთან კონტაქტს და არც მედიასთან ურთიერთობას.

„2009 წელს ჩემი მეუღლე ციხეში ძალიან ცუდად გახდა და ოთხი თვე არც გაგვაგებინეს. კვება რომ ვერ შეძლო და წყალსაც რომ ვერ იღებდა, ამის შემდეგ შევიტყვეთ. მეშვიდე დაწესებულებაში წელიწადში ერთხელ გვქონდა ოჯახის წევრებს მისი ნახვის უფლება. მკურნალობა შედეგიანი არ აღმოჩნდა, ავთვისებიანი სიმსივნის მესამე-მეოთხე სტადია დაუდგინდა. სხივურ თერაპიას უტარებდნენ, მაგრამ საოპერაციო გახდა. ამის შემდეგ სამი ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ისევ საავადმყოფოში დავაწვინეთ, რადგან ძალიან მძიმედ იყო. გამოსვლის დღიდან, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პიროვნებები გვერდიდან არ მოგვშორებიან. ღამითაც კი რჩებოდა 5-6 კაცი მუდმივად საავადმყოფოში. ბოლოს ბრალი წაუყენეს.

ტარიელს ქვეყნის დატოვება კატეგორიულად მოსთხოვეს, მაგრამ ფიზიკურად არ შეეძლო, ისე ცუდად იყო. მესამე ოპერაციიდან 2 კვირა იყო გასული, ციხიდან რომ გათავისუფლდა. ახალ ადგილას გაჩნდა სიმსივნე, ამას დაემატა ნევრალგია და გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა. ასე ვერსად წავიყვანდი. ადამიანი საჭმელს ვერ ჭამდა, ფაფის გადაყლაპვასაც ვერ ახერხებდა. მე-18 დაწესებულებაში თვეში ერთხელ მქონდა მისი ნახვის საშუალება. მესამე ოპერაციის შემდეგ ძალიან დაუძლურებული იყო. სიმსივნის რა სტადია ჰქონდა, 5 თვის წინ გაიგო და მორალურადაც მოტყდა. სულ ამბობს, - რაც ხდება, უფლის ნებააო. შვიდი წელიწადი გარეთ არ ყოფილა, უნდოდა შვილებთან, ოჯახთან ყოფნა, მაგრამ რომ ეცლიათ, მე და ჩემი მეუღლე მაინც დავტოვებდით საქართველოს, რადგან ასე ითხოვდნენ. ის ჩემ გარეშე ვერსად წავა, პატარა ბავშვივით მოსავლელია. ელემენტარულად, მისი ბანაობაც კი სარისკოა. ჭრილობა ღია აქვს, თვითონაც შეისწავლა თავისი დაავადება და მითხრა, - ჩაის კოვზის მეოთხედი წყალიც რომ ჩამივიდეს ნაოპერაციებ ადგილას, დავიხრჩობი და მოვკვდებიო. ამას ემატება სხვა დაავადებები. მას ციროზიც აქვს. ცნება „კანონიერი ქურდი“ მიშა სააკაშვილმა მოიგონა. არ ვიცი, ის რატომ დევნის ავტორიტეტულ ადამიანებს.ჩემი მეუღლე თავს მართალ ადამიანად მიიჩნევს. ის არაჩვეულებრივი ადამიანი, არაჩვეულებრივი შვილი იყო დედისთვის, კარგი მეუღლე და კარგი მამა“, - ამბობდა ასათიანი მედიასთან საუბრისას.

ცნობისვის ტარიელ ფოცხვერია 2016 წელს გარდაიცვალა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

სკოლის მერხიდან დაწყებული სიყვარულის ისტორია - ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახური ამბები

ობოლი დისშვილი და 10 წლით უმცროსი მეუღლე - გახარიას უცნობი ამბები

Video: საკუთარი „სიკვდილის“ ქრონიკის ყურება“ რთულია - მიშა მესხის სკანდალები