თავის თავს მომღერალს არ უწოდებს და ამბობს, რომ არა მამა - ჯემალ სეფიაშვილი, სცენაზე არასოდეს დადგებოდა. ცისანა სეფიაშვილის პირადი ცხოვრება ბევრი ლამაზი ეპიზოდით არის სავსე, თუმცა, არც გულისტკენის გარეშე ყოფილა მისი ცხოვრება. მისი ოჯახი ორჯერ დაინგრა. არადა თურმე, ერთადერთ და ნამდვილ სიყვარულზე ოცნებობდა.
ამბობს, რომ ზღაპრული და სიყვარულით სავსე ბავშვობა ჰქონდა. მამა განსაკუთრებულად უყვარს და ენდობა.
ზღაპრული ბავშვობა
„ბრჭყვიალა ბავშვობა მქონდა, გათამამებული ვიყავი, თუმცა ისე, რომ ზღვარს არ გადავდიოდი და დღესაც ასეთი გათამამებული ვარ. ჩემი მშობლებისთვის და განსაკუთრებით მამისთვის, ჯემალ სეფიაშვილისთვის, დღესაც პრინცესა ვარ, რომელსაც ბრჭყვიალა, ზღაპრულ ფერებში აცხოვრებს. ჯემალი ზედმეტად გიჟი მამაა და სულ ცდილობს, რაღაცები ამარიდოს, „შემფუთოს“, დამიცვას, გამილამაზოს ყოფა. მამა ის ერთადერთი მამაკაცია, ვისიც მჯერა, ვენდობი და ვეყრდნობი.“
ცისანა სეფიაშვილის ცხოვრებაში 2 დიდი სიყვარული იყო. როგორც ცისანა ამბობს, მისი და მეორე მეუღლის - სოსო ზაქარეიშვილის სიყვარულის ისტორია მეგობრობით დაიწყო. სწორედ სოსომ გადაატანინა პირველი ოჯახის დანგრევით გამოწვეული სევდა. ცისანას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს, მეორედან კი - სამი.
მომღერალი თავის პირველ ქმარზე იშვიათად საუბრობს, სამაგიეროდ მეორე ქორწინება და განქორწინება იყო ძალიან ხმაურიანი.
„ჩემი და სოსოს ქორწინება ისე სწრაფად მოხდა, ჭორებიც კი დადიოდა, რომ პირველ ქმართან ცხოვრების დროს მე უკვე მასთან მქონდა ურთიერთობა, რაც ტყუილია. კოკა წერეთელს რომ გავშორდი, მოსკოვიდან თბილისში წამოვედი. მამა იმ პერიოდში მოსკოვში საქართველოს საელჩოში მუშაობდა, კულტურის საკითხებში უფროსი მრჩეველი იყო, მაგრამ „უზნეო“ შვილს ერთ თვეში ისიც ჩამომყვა. სახლში რემონტის კეთება დაიწყეს და მამამ ლიკანში გამამწესა. სწორედ მაშინ გავიცანი სოსო, მისი მამა, რეჟისორი ლევან ზაქარეიშვილი და მათი მეგობრები. სოსომ თავის თავზე აიღო ჩემი გამხიარულება. ცუდად ვიყავი, ოჯახის დანგრევას, მარტოხელა დედობას განვიცდიდი, ამიტომ ღამით დაძინება მიჭირდა. ჩემი და სოსოს ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო. როცა ყველას ეძინა, ჩვენ ვერანდაზე ვისხედით და რაღაცნაირად ამ რთულ პერიოდში მეხმარებოდა.
შემდეგ აბასთუმანში წავედი და იქაც მირეკავდა, დილამდე მელაპარაკებოდა. ჩვენი ურთიერთობა მთლად მეგობრული აღარ იყო. ფინალი კი ბაკურიანში მოხდა. ერთ ღამეს დამირეკა და მითხრა, აივანზე გადი, მომიყევი, როგორი ხედი გაქვსო. მეც გავედი და მოყოლა დავიწყე, მაგრამ უცებ აღმოვაჩინე, რომ მისი ხმა მხოლოდ ტელეფონიდან კი არა, ახლოდან მესმოდა. ქვემოთ ჩავიხედე და სოსო იქ იყო. ადგილს მოსწყდა და ჩემკენ გამოიქცა... მთელი ღამე აივანზე გავათენეთ, ვარსკვლავები ცვიოდა, ყველაფერი ლამაზი იყო, ცოტა ქალური შიში მქონდა, ნეტა საით წაიყვანს ამ ყველაფერს, მთავარია, რამე არ გააფუჭოს-მეთქი. დილით ისე წავიდა, ჩემთვის არც კი უკოცნია. მეორე დღეს დამირეკა და მომიყვა: „1997 წელს გნახე კლიპში „გიხაროდენ“ და ვთქვი, რომ აუცილებლად ჩემი ცოლი გახდებოდი. ბიჭებმა მითხრეს, ნუ ფანტაზიორობ, გათხოვილიაო. ლიკანში რომ დაგინახე, გავიფიქრე, თავისი ფეხით მოვიდა-მეთქი... სოსოს ბრალია, რომ ამდენი შვილი მყავს. მესამე მშობიარობის შემდეგ გადავწყვიტე, შვილს აღარასოდეს გავაჩენ-მეთქი, მაგრამ სოსო მეუბნებოდა, აბა, ვნახოთო. ქმრის ძალადობის გარდა, ალბათ ღვთის ნება იყო, რომ მეოთხე შვილიც გამეჩინა“, - ამბოდა ცისანა სეფიაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.
რამდენიმე წლის წინ მომღერალმა ვაკეში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. სურათში კორპუსის წინ დაყრილი ტანსაცმელი იყო ასახული.
მაშინ თბილისში ჭორაობდნენ რომ ტანსაცმელი ქმარს თავად ცისანამ გადმოუყარა. ამ ამბიდან რამდენიმე ხანში ცისანა და მისი ქმარი ერმანეთს ნამდვილად დაშორდნენ.
ცისანა სეფიაშვილის 16-წლიანი ოჯახი დაენგრა
„ჩემი მრავალი წლის ნაფერები და მოსიყვარულე ოჯახი დაინგრა. ჩემთვის ყველაზე მტკივნეული გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ეს აუცილებელი იყო. ჩვენს ოჯახს გადარჩენის არანაირი შანსი არ ქონდა.
ძალიან მტკივნეულია, როდესაც მთელი შენი წარმოდგენა მარადიულ სიყვარულზე იმსხვრევა. ახლა არ მაქვს უფლება სისუსტე გამოვავლინო. როცა პირველი ოჯახი დამენგრა, ერთი შვილი მყავდა, ახლა ოთხი შილის დედა ვარ. მათ ძლიერი და ჯანმრთელი დედა სჭირდებათ.
...პრინცს აღარ ველოდები. ხშირად მეკითხებიან, რომ გამოჩნდეს მამაკაცი, კიდევ თუ შექმნი ოჯახსო. ალბათ, არა, თუმცა დავფიქრდები. ძალიან ცუდია, ორი ოჯახი რომ დამენგრა, მაგრამ ჩემს შვილებს ძალიან კარგი მამები ჰყავთ. ჩემი ოცნება იყო, ერთადერთი მამაკაცი მყვარებოდა და ერთი მამა ჰყოლოდათ, მაგრამ ესეც არ გამომივიდა და გული მტკივა...“, – ამბობდა ცისანა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ცნობილი ქალების ამბები ციხიდან - „ქურდებმა ციხეში ტორტი გამომიგზავნეს, პატივი მცეს“
როგორი ქორწილი ჰქონდა ირაკლი კობახიძეს – ფოტოები საოჯახო ალბომიდან
რომანი ცოლიან კაცთან, 18 წლით უფროსი ქმარი და ერთადერთი შვილი - ამბავი მარინა კახიანზე