ეს კლაუდია შიფერი ვინაა, ეს ლამაზთავიანი ბიჭი ვისია... - ამ სიტყვებით შეამკო ნინო ნადირაძემ 1993 წელს მომავალი მეუღლე.
პლასტიკური ქირურგის გუგა კუზანოვისა და მისი მეუღლის, ნინო ნადირაძის სიყვარულის ისტორია განსხვავებული, სახალისო და ფერადია. მათი ისტორია ისეთივე მხიარულია, როგორც თავად წყვილი. მათ პოზიტივს მაყურებელი ცისფერი ეკრანიდანაც გრძნობს, რითაც ბევრი ადამიანის სიყვარული დაიმსახურეს.
ნინო:
მწვანხე კონცხზე დავინახე ლამაზთავიანი ბიჭი... მახსოვს 93 წელი იყო....
გუგა:
ძმაკაცებთან ერთად ვიყავი და ორი გოგო შევამჩნიე ერთი ქერა, მეორე შავგვრემანი. ჩემი ყურადღება ნინომ მიიპყრო და მაგის მერე „ვიტანჯები“...
ბათუმში ყველა კუპონი ამას დავახარჯე.... პირველივე შეხვედარზე ისე დათვრა, რომ ვერ გეტყვით....
როგორც ხშირად თავად ამბობენ, 93 წლის შემდეგ ერთმანეთს უძლებენ და კუზანოვების ოჯახს ამყარებენ.
არიან მუდამ პოზიტიურები და არავისი შურთ. არც ერთმანეთს ებუტებიან...
ნინო:
იცით, რა არ მავიწყდება? კაფეში დამპატიჟა 2 ყავა და 1 „ბაუნტი“ აიღო, შენ მიირთვი მე არ მიყვარსო... მერე გავიგე. რომ მეორე ბაუნტის საყიდელი ფული არ ჰქონდა...
წყვილმა გაცნობიდან მალევე იქორწინა.
გუგა:
მაშინ რესტორენები და მსგავსი რაღაცები არ იყო, ომის პერიოდი იყო, შესაბამისად, ქორწილი ჩემს სახლში გადავიხადეთ.
ნინო:
დამცინოდნენ საქორქინო კაბა არ ჰქონდა საროჩკით მოვიდაო. თქვენ იცინეთ და კი გახდა სამარადისო ეს კაბა, მეტი არც ჩამიცვამს...
გუგას თქმით, ნინო კარგი კულინარია, თუმცა მხოლოდ საახალწლოდ ამზადებს კერძებს.
გუგა:
იცის, გგონიათ არ იცის კერძების მომზადება? უბრალოდ არ აკეთებს. მხოლოდ საახალწლოდ... გოჭსაც წვავს და კუჭმაჭსაც გემრიელს აკეთებს...
ეს „იმენა პარკეტის ქალია“, მოგზაურობაც არ უყვარს... ამას ბრენდული მაღაზიები და პარკეტი.
ყველას კარგად ესმის, რომ იდეალური ოჯახი არ არსებობს, ყვალგან არის ჩხუბი, აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს ნორმებს არ უნდა გასცდეს.
როგორც წესი, კამათი განამტკიცებს ოჯახს...
თქვენ წარმოიდგინეთ და, ისეთი იდეალურ ოჯახშიც კი, როგორიც კუზანოვები არიან, ხსირად ჩხუბობენ, უბრალოდ ეს კამათი ოჯახს ამყარებს...
ნინო:
არასდროს მეუბნება, რომ ლამაზი ვარ, არც სიყვარულს მიხსნის... ერთხელ, მთვრალმა მითხრა, დასავით მიყვარხარო...
მერე მითხრა შვილებზე ძალიან მიყვარხარო... გუგა რომ არ მყავდეს არ ვიცი რა მეშველებოდა...
მადლობელი ვარ უფლის, რადგან გუგა გამომიგზავნა...
კუზანოვები უკვე 28 წელია ერთად ატარებენ ოჯახის მძიმე უღელს და მათ უკვე შვილიშვილიც ჰყვათ...
🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:
კუზანობევის ახალი წელი - ფოტოამბები
სოფომდე მყვარებია, თან ძალიან, თუმცა... - „მზეთუნახავისა“ და გვარამიას ისტორია
ცოტა რამ თიკა ფაცაციას მეუღლეზე და ფოტოები საოჯახო ალბომიდან