Digest Logo

პატიმრობა, ემიგრაცია და სიყვარული - ირაკლი ოქრუაშვილის ოჯახური ისტორიები

1617216180
ოქრუაშვილების ოჯახი

ყოფილი თავდაცვის მისნისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ოჯახის შესახებ საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი.

ბევრმა იცის მისი პოლიტიკური კარიერის შესახებ, რომ რთული პერიოდი გადაიტანა და როგორც თავად, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს 5-ჯერ იმყოფებოდა საპატიმროში.

ხელისუფლებაში ყოფნის დროს მის სახელს არაერთი ხმაურიანი საქმე უკავშირდება, დაწყებული პატიმრებით, გაგრძელებული კერძო მეწარმეებზე ზეწოლითა და 2004 წელს ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენებით დასრულებული...

მას შემდეგ, რაც ოქრუაშვილი ოპოზიციაში წავიდა, სააკაშვილის გუნდმა ის დააპატიმრა და მალე ქვეყნიდან ისე გაუშვეს, რომ უკან დაბრუნების შესაძლებლობა ხელისუფლების შეცვლამდე არ მისცემია.

2011 წელს სააკაშვილის ხელისუფლება, ოქრუაშვილს რუსეთთან გარიგებასა და სისხლიანი გადატრიალების მცდელობაში სდებდა ბრალს.

ამ პოლიტიკური ქარცეცხლის გარდა, ოქრუაშვილს საინტერესო სასიყვარულო ისტორია აქვს, რაზეც „დაიჯესტი“ გიამბობთ.

მისი მეუღლე, ირინა გორდელაძე იურისტია. წყვილმა ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როდესაც „თელასში“ მუშაობდნენ.

როგორც ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში ირინა გორდელაძემ განაცხადა, ოქრუაშვილმა მისი რესტორანში დაპატიჟება პირველივე ნახვის შემდეგ გადაწყვიტა და მათი სიყვარულის ისტორია მალე ოჯახის შექმნით დასრულდა.

წყვილს ოთხი შვილი ჰყავს - მია, ანდრია, ანა და ნინა.

„ირაკლი „თელასში” გავიცანი, ხუთი თვის თავზე დავქორწინდით. ირაკლის სურვილი იყო, ამერიკაში წასვლამდე დავქორწინებულიყავით, მეც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი.

ერთი თვის შემდეგ ამერიკაში წავედი და რომ არა ირაკლი, ჯერჯერობით საქართველოში არც დავბრუნდებოდი.

პატარ-პატარა გატაცებები იყო, მაგრამ ირაკლის გარდა სერიოზულად არავისზე მიფიქრია.

ძალიან რთული იყო 5 თვეში ასეთი ნაბიჯის გადადგმა... ოჯახში ერთადერთი რაც მითხრეს იყო ის რომ – კარგად მეფიქრა...

ჩემთვის მნიშვნელოვანია, ცხოვრებაში მარტო არ ვიყო. როცა დავვახლოვდით, ვიგრძენი, რომ ჩემი ნახევარი ვიპოვე“, – იხსენებს გორდელაძე.

ცოტა რამ ოქრუაშვილის მეუღლის შესახებ:

ირინას განათლება გერმანიაში აქვს მიღებული. თავისუფლად ფლობს გერმანულ ენას.

იურისტის პროფესია დედის რჩევით აირჩია და მაგისტრის ხარისხიც აქვს.

მას ასევე დამთავრებული აქვს ფლორიდის უნივერსიტეტი.

ირინა გორდელაძე:

მეოთხე თაობის თბილისელი ვარ, მყავს მშობლები, და და დისშვილები. დავამთავრე მე-6 გერმანული გიმნაზია, ვსწავლობდი გერმანიაში „შონდორფის“ გიმნაზიაში, ვარ იურისტი, მაგისტრი შედარებით სამართალში.

მე-11 კლასში ვიყავი, როცა გერმანიაში წავედი, უფრო სწორად, სკოლაში კონკურსში გავიმარჯვე და ელიტურ სკოლაში გამაგზავნეს. იქ ნახევარი წელი ვისწავლე, საოცრად საინტერესო და დატვირთული დღეები მქონდა. მაშინ უკვე გატაცებული ვიყავი გერმანული ლიტერატურით, ფსიქოლოგიით, ხელოვნებით.

შინ აპრილში დავბრუნდი და დილემის წინაშე აღმოვჩნდი – 3 თვეში მისაღები გამოცდები იწყებოდა, მე კი არაფერი მქონდა გადაწყვეტილი. არჩევანის გაკეთება ძალიან გამიჭირდა. ბევრი რამ მინდოდა და მაინტერესებდა. ყველაფერთან ერთად კი მსურდა, ისეთი დარგი ამერჩია, რომელიც საშუალებას მომცემდა, ოჯახისგან ეკონომიურად დამოუკიდებელი ვყოფილიყავი.

დედამ იურიდიულზე ჩაბარება მირჩია, მამამ მითხრა, რომ ზედმეტ წვალებას, სჯობს, ისეთი პროფესია აირჩიო, რომელიც ნაკლებად დაგტვირთავსო. მით უმეტეს, რომ ძალიან კარგად ვიცოდი გერმანული ლიტერატურა და ენა, არ მექნებოდა პრობლემა სამხატვრო აკადემიაშიც, მაგრამ მე დედის რჩევა გავითვალისწინე და იურიდიულზე ჩავაბარე, თავდაპირველად საერთაშორისო განხრა ავირჩიე.

შეყვარებული ირაკლი

როცა ,,თელასში” მუშაობა დავიწყე, ირაკლის ფირმა ამერიკელებს ეხმარებოდა. ყველა ლაპარაკობდა, რომ არსებობდა ადვოკატი, რომელიც თელასზე მუშაობდა. სახელი და გვარიც ვიცოდი, მაგრამ არ ვიცნობდი.

პირველად, როცა დამინახა, ძალიან საქმიან გარემოში, გვერდით ჩამიარა, ყურადღება არც მიმიქცევია. არც კი ვიცოდი, ვინ იყო. შემდეგ დარეკა და მითხრა, -მე ირაკლი ოქრუაშვილი ვარ და „ლანჩზე“ გეპატიჟებიო. ჩავთვალე, რომ საქმიანი სადილი იქნებოდა. „სადილი“ 9 საათზე გაიმართა. მივხვდი, რომ ამ ვახშამს საქმესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ეს პირველი შეხვედრა იყო.

შემდეგ იყო რეისი „თბილისი-სტამბოლი-თბილისი“, დილით წავედით და საღამოს ჩამოვედით, შესანიშნავი საჩუქარი იყო.

როგორი მამაა ოქრუაშვილი?

„ჩემი აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან გამომდინარე ოჯახთან დროს ნაკლებად ვატარებდი. შემდეგ იყო ციხის ამბები...

უმცროსებისთვის, რომლებიც პირველად მიდიოდნენ სკოლაში, ვეცადე შემემსუბუქებინა ისტორია და ვუთხარი რომ საომრად ვიყავი წასული და გარკვეული დროის განმავლობაში ვერ დავბრუნდებოდი...

თუმცა, ვიცოდი რომ ამას დიდი ხნით ვერ მოვატყუებდი. ამიტომ ჩემმა მეუღლემ სიმართლე უთხრა...

რთულია 6-7 წლის ბავშვისთვის ამ თემის მოსმენა, რომ მამა საპატიმროში ჰყვას.

უფროსი შვილიც კი ერთხელ იყო ციხეში ჩემს სახავად მოსული... არც დამიძალებია მოსვლა, რადგან ვერ გადაიტანა ჩემი ასეთ მდგომარეობაში ხილვა...

წერილებით ვკონტაქტობდით...

 

რა ქონებას ფლობდა ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლებაში ყოფნისას

ირაკლი ოქრუაშვილმა თავისი ბოლო ქონებრივი დეკლარაცია, როგორც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა 2007 წლის 20 აპრილს შეავსო. ირაკლი ოქრუაშვილი დაიბადა 1973 წლის 6 ნოემბერს ცხინვალში. ჰყავს მეუღლე, ირინა გორდელაძე - დაბადებული 1975 წლის 31 ოქტომბერს.

ახლა რაც შეეხება უშუალოდ მათ ქონებას. დეკლარაციის შევსების დროს, ირაკლი ოქრუაშვილის საკუთრებაში იყო ბინა თბილისში, რომელიც თავის დროზე 123600 ლარად იყო შეფასებული. ავეჯი, რომელიც ბინაში იდგა 9000 ლარად იყო შეფასებული. ახლა რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს.

დეკლარაციის შევსების დროს, ირაკლი ოქრუაშვილს "რესპუბლიკა" ბანკის ანგარიშზე 108147 დოლარი ერიცხებოდა. ირინა გორდელაძეს ამავე ბანკის ვიზა ბარათზე 6384 ლარი ერიცხებოდა. ირინა გორდელაძეს ასევე ჰქონდა გახსნილი "თი-ბი-სი" ბანკში ანგარიში, სადაც მას 11499 ლარი ერიცხებოდა კოსმო ბარათზე, ხოლო ამავე ბანკის ვიზა ბარათზე 6007 ლარი.

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ შევსების დროს ირაკლი ოქრუაშვილს ხელთ ჰქონდა ნაღდი ფული 5000 დოლარის ოდენობით, ხოლო ირინა გორდელაძეს 30000 დოლარის ოდენობით. დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ოქრუაშვილი არ მონაწილეობდა რაიმე სამეწარმეო საქმიანობაში და არ ფლობდა ფასიან ქაღალდებს.

დეკლარაციაში ასევე მითითებულია, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა საკუთარი ავტომანქანა 7500 დოლარად გაასხვისა. ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში, მისმა ანაზღაურებამ მინისტრის პოსტზე 70000 ლარი შეადგინა. ირინა გორდელაძე იყო ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს იურისტი, სადაც მან ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში 18259 დოლარი აიღო.

 

აგრეთვე წაიკითხეთ:

რა ტკივილს ატარებს სოფო ბედია - ცოტა რამ მომღერლის ოჯახურ ტრაგედიაზე

„სუსტი ქალი არ მხიბლავს“ – როგორ გახდა ხონელი ბიჭი ცნობილი ალერგოლოგი