მომღერალ სოფო ბედიას ცხოვრება იყო ტკივილი, განცდა, ცრემლი და პარალელურად – წარმატება და ცხოვრებისთვის მოგებული ომებიც. როგორც თავად ამბობს, ძლიერი ქალია და მის ოპტიმისტურ განწყობას, ვერანაირი ნეგატივი ვერ შეცვლის.
2020 წლის ზაფხული კი მისი ოჯახისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, რადგან მისი ქმრის ძმა გარდაიცვალა, რომელთანაც სოფოს განსაკუთრებული მეგობრობა და ურთიერთობა აკავშირებდა.
სოფო ბედიას საკმაოდ უზრუნველყოფილი ბავშვობა ჰქონდა, იზრდებოდა ოჯახში მამასთან დედასთან და ძმასთან ერთდ.
„საკმაოდ ლაღი ბავშვობა მქონდა. ისეთი ოჯახიდან მოვდივარ, სიყვარულის დეფიციტი ნამდვილად არ მქონია – მყავდა არაჩვეულებრივი მამა, დედა, ძმა და სიყვარულში ვიზრდებოდი. ჩემი საკუთარი შრომით ეკლიანი გზაც გავიარე, სირთულეებიც გადავლახე, რაც მეამაყება. ჩემით, დამოუკიდებლად, ყველაფერს მივაღწიე, რაც მიზნად დავისახე. ხელის წამკვრელი, მართლა, არავინ მყოლია. არც ურთიერთობები მქონია ყალბი“- ამბობს სოფო ბედია.
20 წლის ასაკში სოფოს მამა გარდაეცვალა, რაც მისთვის მძიმე აღმოჩნდა.
„მამას განსაკუთრებულად უხაროდა ჩემი პირველი ნაბიჯები წარმატებისკენ და ზუსტად იცოდა, წარმატებული ქალი ვიქნებოდი. ეს მამამ მაშინ მიწინასწარმეტყველა, ფეხი რომ ავიდგი და ლაპარაკი დავიწყე. ამბობდა: ეს ისეთი ტიპია, ხის ტოტზე რომ დასვა, იცხოვრებსო (იცინის). საოცარი ხასიათის ადამიანი იყო და სულ აღვნიშნავ, მე კოლორიტი, უკეთილშობილესი, ხელოვანი მამა მყავდა, რომელიც ყველას უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ მამის გარდაცვალებიდან წლები გავიდა, დღესაც მუდმივი კონტაქტი მაქვს მასთან, სულ ვესაუბრები და ვგრძნობ, როგორ მიდგას გვერდით. “- იხსენებს სოფო ბედია ერთ-ერთ ინტერვიუში.
მამის გარდაცვალების შემდეგ, მომღერალს მაზლი გარდაეცვალა, როგორც სოფო ჰყვება მას მაზლთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა, ის მისთვის ძმასავით იყო.
სოფოს მეუღლეს კი, ძმის გარდაცვალების გამო რთული პერიოდი ჰქონდა, რომლის დაძლევაშიც მომღერალი თავად ეხმარებოდა.
„კიდევ ერთი „დარტყმა“ კი, რაც ცხოვრებამ მომაყენა, ჩემი მაზლის, მიშას ძმის გარდაცვალება იყო. ძმად მივიღე და უტკბილესი ურთიერთობა გვქონდა. ბაჩო 40 წლის იყო. იანვარში გავიგეთ, რომ სიმსივნე ჰქონდა, გაიკეთა ოპერაცია, ქიმიო-თერაპიაც ჩაიტარა, მაგრამ შეხვდა ენტერო-ვირუსი და დასუსტებულმა ფილტვებმა და იმუნურმა სისტემამ ვეღარ გაუძლო. 12 დღე კომაში იყო და გული გაუჩერდა. უკანასკნელს გავიღებდი, ოღონდ გადარჩენილიყო და დღეს ჩემ გვერდით მდგარიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაგ დაავადებასთან უძლური ავღმოვჩნდით. მართალია, სიცოცხლესთან ბრძოლა წააგო ბაჩომ, მაგრამ მე ის სულ მეყვარება, სულ გვერდით იქნება და იქიდან დაგვაიმედებს.
მიშას ძალიან მძიმე პერიოდი აქვს, ძალიან განიცდის ძმის გარდაცვალებას. ვცდილობ, დავამშვიდო და ავუხსნა, რომ ეს უფლის ნება იყო, ტკივილი არ განელდება, მაგრამ უნდა ვისწავლოთ და მივეჩვიოთ მის გარეშე ცხოვრებას. ახლა გვერდით დგომა და დაიმედება ნამდვილად სჭირდება ჩემს ოჯახს. მიშასაც და ჩემს დედამთილსაც ამ გაუსაძლის ტკივილს ბავშვი უმსუბუქებს და ატანინებს.
ოპტიმისტი ვარ, ჩემი თავის იმედი მაქვს და სულ კარგის მოლოდინი. ძლიერი ვარ და შემართული, ალბათ, ამიტომაც არ ვმარცხდები და ხშირად ვიმარჯვებ“- ამბობს სოფო ბედია ერთ-ერთ ინტერვიუში.
რაც შეეხება სოფო ბედიას და მიშა მესხს, მათ ერთი საერთო შვილი ჰყავთ, სოფოს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს.
ერთ-ერთ ინტერვიუში წლების წინ, სოფომ განაცხადა, რომ მისი და მიშა მესხის სრბედნიერებას შვილი აკლია და 2018 წელს შვილიც ეყოლათ.
აგრეთვე შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა საინტერესო ამბებს⤵️
პირველი ცოლი, ქუჩური ცხოვრება და კარიერა - მამულიჩას უცნობი ისტორიები
ორი კვირისას აღმომაჩნდა სეფსისი, 15 ოპერაცია გამიკეთეს - მარიამ სადღობელაშვილის საოცარი ისტორია
მიმტანი შვილი, ჩაცხრილული ბიძაშვილი, ცხოვრების სიყვარული... - ცოტა რამ მამუკა ხაზარაძის ცხოვრებაზე
დაკარგული მეგობრები, სიყვარული და ოჯახი - ცოტა რამ ნოდარ მელაძის პირად ცხოვრებაზე