მომღერალი მარიამ ელიეშვილი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის მუზა გახდა, როდესაც მას ლექსი მიუძღვნა და ნოე სულაბერიძესთან გადაცემაში წაიკითხა.
მარიამი ჟურნალ „თბილისელებთან“ ლაშას შესახებ საუბრობს:
„ლაშას ერთ-ერთ შეჯიბრებამდე ჩვენი საერთო ფოტო ავტვირთე და წარმატებები ვუსურვე. ძალიან ბევრი კითხვა წამოვიდა, რა ხდებოდა ჩვენ შორის, ამიტომ ახლა არ ველოდი, რომ ლაშა ამ ისტორიას სატელევიზიო ეთერში მოჰყვებოდა (იცინის).
რეალურად, ჩვენ ერთმანეთის გულშემატკივრები ვართ და ძალიან თბილი ისტორია გვაქვს. მე ორი-სამი წლით ვარ მასზე უფროსი. მის ოჯახსაც ვიცნობ. მამამისი მახსოვს, ძალიან თბილად და აქედანაც მოვიკითხავ. ლაშა მას სთხოვდა ხოლმე, ძალიან მინდა, სცენიდან მივუძღვნა ლექსიო. სხვათა შორის, გადაცემაში რომ თქვა, ეგ სხვა ლექსია და მე რაც მომიძღვნა, ის სხვა (იცინის).
იმ პერიოდიდან ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ, ლამაზი მოგონებებით. მიხარია, რომ ჩანაფიქრი, რომელიც ბავშვობიდან ჰქონდა, განახორციელა და მჯერა, რომ კიდევ ბევრჯერ გაახარებს ქართველ გულშემატკივარს,“- ამბობს მარიამ ელიეშვილი.
აგრეთვე წაიკითხეთ: