Digest Logo

„რამდენად ხშირად ვეუბნები, რომ მიყვარს, არ ვიცი, მაგრამ როგორც კი მომაწვება ემოციურად ეს სიტყვა, სულ ვამბობ"- მაკა ჩიჩუა სიყვარულსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე

1625169296
მაკა ჩიჩუა

ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად დუშეთში გადაბარგდა. ის ხშირად დებს ფოტოებს მისი ულამაზესი ეზოდან და ამბობს, რომ ყვავილებსა და ბუნებაზე ზრუნვა, მას ბავშვობიდან უყვარს. მართალია, ბევრი საქმე მას ცოტა ღლის, მაგრამ მიაჩნია, რომ  იმდენად სასიამოვნოა, როცა კარს გააღებ და ღია სივრცეში გადიხარ, სადაც გხვდება ულამაზესი ხედები, რომ ის ცოტა დისკომფორტიც გავიწყდება.

მაკა ჩიჩუა დაიჯესტს" თავის ყოველდღიურ ცხოვრებასა და სიყვარულზე უყვება. მისი აზრით, სიტყვა „მიყვარხარ"  ჯადოსნური სიტყვაა და აუცილებელია, ის ადამიანებმა ხშირად უთხრან ერთმანეთს.

როგორ ხართ ?

ძალიან გადაღლილი.

როგორ ატარებთ, ზაფხულის ცხელ დღეებს?

მე ზაფხული ძალიან მიყვარს, როგორი სიცხეც არ უნდა იყოს, მაინც ვგიჟდები ზაფხულზე და იმ დღიდან, როგორც კი დათბება, ვდარდობ, იმაზე, რომ რამდენიმე თვეში ზამთარი მოვა. ასე, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს, ზაფხულში სულ ბედნიერად ვგრძნობ თავს. ვართ დუშეთში, ჩვენს გარემოში, ჩვენს ბაღში და ტყეში.

დასვენებას სად გეგმავთ ?

არა, არანაირი გასვლითი ტურები არ დაგვიგეგმავს. დუშეთში ძალიან კარგი კლიმატია, შუადღისას კარგად ჩამოცხება ხოლმე, მაგრამ ტყე და წიწვები ამას აბალანსებს ისე, რომ არ გვაწუხებს სიცხე. თან აქვე გვაქვს ბაზალეთის ტბა და თუ გაგრილება მოგვინდა, გადავდივართ ხოლმე, ბავშვებს კი ეზოში აქვთ გასაბერი აუზი და ჭყუმპალაობენ.

გამოდის, წყნარი, მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობთ ?

აი, სიმშვიდის რა გითხრათ, მაგრამ იმასთან შედარებით, რომ ჩაბეტონებულ ქალაქში უნდა ვიყო და კორპუსის ორ ოთახიანში, აქ უფრო კარგი და ლაღი გარემოა. თუმცა ჩემს სიბერეში, ორი ბავშვი არის სრული სიმხეცე. ძალიან ვიღლები, ერთი ალთას გარბის, მეორე ბალთას და ვარ მუდმივ ძებნაში და ძიებაში.

სიფრიფანა გოგო იყავით, რომელიც დედაქალაქში ცხოვრობდა, არ გაგიჭირდათ დუშეთში ცხოვრება ?

არა, პირიქით, იცით აქ მართლა საოცარი გარემოა. მე ბავშვობიდან მიყვარს, მცენარეებთან მიწასთან ურთიერთობა. უბრალოდ ძალიან შევტოპე, ბევრ რაღაცას მოვკიდე ხელი, ცალკე მცენარეები, ცალკე ბოსტანი, ამ მხრივ ცოტა მიჭირს, მაგრამ იმდენად სასიამოვნოა, როცა კარს გააღებ და ღია სივრცეში გადიხარ, სადაც გხვდება ულამაზესი ხედები, რომ ის ცოტა დისკომფორტიც გავიწყდება.

როგორ ერთობით ? მეგობრულ წვეულებებს მართავთ ?

ნაკლებად. ხანდახან კი, მეგობრები ამოდიან და უყვართ აქ ამოსვლა, მაგრამ ეს არ არის ხშირი. მე საერთოდ არ მიყვარს ხალხმრავლობა, არ მიყვარს მასპინძლის როლში ყოფნა იმიტომ, რომ ყოველთვის მაქვს იმდენი საქმე, რომ მენანება დრო, უბრალოდ ჩამოსაჯდომად.

რელაქსაციას, როგორ იღებთ?

რელაქსაცია უკვე დამავიწყდა რა არის. იმდენად დატვირთული მაქვს დღე, რომ ვერ ვიცლი ხოლმე საკუთარი თავის სიამოვნებისთვის. ჩემი რელაქსაცია არის ბავშვების დაძინების მერე, მივჯდე მოლბერტთან და ვხატო.

რით ანებივრებთ თქვენ და ბატონი გიორგი ერთმანეთს ?

გიორგი, როცა ბავშვებთან ერთობა და რაღაცას აკეთებს, ეს არის ჩემი განებივრება . ძირითადად ბავშვების გარშემო ვართ მოცულები და ვცდილობთ ეს პატარა საძაგელი ბავშვები დავაოკოთ და არ გადაგვირბინონ თავზე.

ხშირად ეუბნებით, რომ გიყვართ ?

პერიოდულად კი ვეუბნები. მიყვარხარ ჯადოსნური სიტყვაა და აუცილებელია ეს ადამიანებმა უთხრან ერთმანეთს. რამდენად ხშირად არ ვიცი, მაგრამ როგორც კი მომაწვება ემოციურად ეს სიტყვა სულ ვამბობ, იმიტომ, რომ მართლა ლოცვასავით არის.

როდის გითხრათ, ბატონმა გიორგიმ პირველად მიყვარხარ?

ვაიმე, არ მახსოვს, იმიტომ, რომ ეს ძალიან საყვარელი სიტყვაა და ადრე კიდევ უფრო ხშირად ვამბობდით, ამიტომ ვერ ვიხსენებ.

ამბობენ, რომ ყველაზე იდეალური სიყვარულიც კი სამ წელიწადში ქრება, თქვენ, როგორ ფიქრობთ, ასეა ?

უი, არა , არა, სიყვარულს გაქრობა არ უწერია. უბრალოდ არის პერიოდები, როცა ერთი ეტაპიდან გადადიხარ, მეორე ეტაპზე და ჰგონია, რომ რაღაც ისე არ არის, მაგრამ ეს აღმოჩნდება მერე გარდამტეხი პერიოდი. ეს არის ურთიერთობა სულ ასეთ ტალღებში ვართ, რომელიც არის აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესი, მთავარია, არ გაჩერდეს ეს ტალღები.

აგრეთვე დაგაინტერესებთ :

„ჩვე­ნი ბავ­შვო­ბა...“ - რა ფოტოს აქვეყნებს მაკა ჩიჩუა?

ქმარს გაშორებული ანა მარგველაშვილი, მარტოხელა დედობა და სხვა სკანდალები ექს-პრეზიდენტის შვილზე

3 ცოლი, „საყვარელი“, მეგობარზე გათხოვილი ცოლი - გიორგი მარგველაშვილის პორტრეტი