Digest Logo

როგორ დაეხმარა ნანიკო ხაზარაძე მეუღლეს ალკოჰოლდამოკიდებულების დაძლევაში

1614090182
ნანიკო და ლევანი

ნანიკო ხაზარაძის მეუღლემ იურისტმა, ლევან მათითაშვილმა ახლახან გამოსცა წიგნი ალკოჰოლდამოკიდებულებასა და მისგან თავის დაღწევის გზებზე.

წიგნის სახელწოდებაა „მე დამოკიდებული ვარ“. როგროც ლევანი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, მისი მეუღლის, ნანიკო ხაზარაძის როლი მის გამოჯანმრთელებაში დიდია.

„ამას პრობლემას ვერ დავარქმევდი. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპია, მე მადლიერი ვარ ჩემი განვლილი ცხოვრების, ყველა ნაბიჯი გამოცდილებაა.

რაც შეეხება ნანიკოს, ოჯახი არის ერთობა, სადაც ერთი მიმართულების ხედვა არსებობს, თუმცა ეს არ ნიშნავს მიდგომას – „მე მინდა, შენ ისეთი იყო, როგორიც მე მინდა“, ერთმანეთის მიმართ ყოველთვის ჯანსაღი მიდგომები გვქონდა. როცა გავიგე, რომ ჩემი მდგომარეობა დაავადება იყო, სიმართლე გითხრათ, გამიხარდა.

გამოჯანმრთელების პროცესში ნანიკოს როლი დიდია, ყველანაირად გვერდში დამიდგა. თუმცა აქ ერთ მომენტს აღვნიშნავ – გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო, თუ ადამიანს თვითონ არ უნდა, საკუთარ თავს დაეხმაროს, ამას ვერავის ხათრით ვერ გააკეთებს…“- ამბობს ლევან მათითაშვილი.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რომანი გიორგი კეკელიძესთან? რატომ ჩააბარა მამა პანსიონში და ვინ არის ნანიკო ხაზარაძის მეუღლე

მშობლებისგან მიტოვებული ზურა ხაჩიძის ცხოვრება - ქუჩის აკადემია, რომანი ქეთა თოფურიასთან და ქონება

ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი

ვინ არის ბაია პატარაიას ქმარი და როგორია ცნობილი უფლებადაცველის ოჯახური ცხოვრება