ადამიანის უფლებადაცველის, ბაია პატარაიას ოჯახური მდგომარეობის შესახებ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არაფერი იცის.
ბაია პატარაიას, საზოგადოება იცნობს როგორც უფლებადაცველს.
ბაია პატარაიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა, ბუდაპეშტშიც ისწავლა და მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2009-2013 წლებში იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა. „საფარს” კი 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. ორგანიზაცია ძირითადად ქალთა უფლებების დაცვაზე არის ორიენტირებული.
თავად ბაია საკუთარი ოჯახური ცხოვრების შესახებ მედიასა და სოციალურ ქსელებში ნაკლებად აფიშირებს.
ბაია პატარაიას ცხოვრებაში სამი მთავარი მამაკაცია – მამა, ქმარი და 10 წლის ვაჟი. ამბობს, რომ მის ოჯახში მამაკაცს ქალი არასოდეს დაუჩაგრავს.
„საკუთარი უფლებების დაცვა ჯერ საკუთარ ოჯახში უნდა დაიწყო და მერე გარეთ. თუ საკუთარ ოჯახში გაქვს პრობლემა და გაკონტროლებენ, სად იმუშაო, სად წახვიდე ან არ წახვიდე, რა ისაუბრო საჯაროდ, რა ჩაიცვა, სხვის უფლებებს ვერ დაიცავ.
ჩემი უფლებების დაცვა ქმართან ნაკლებად დამჭირდა. მამასთან უფრო მჭირდებოდა რაღაცების მტკიცება, რადგან ტრადიციული ღირებულებების მქონე კაცი იყო და გარკვეულ საკითხებზე ვერ ვთანხმდებოდით. ახლა უფრო გვაქვს კონსენსუსი, მაგრამ, როცა მამასთან ერთად ვცხოვრობდი, ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებოდით“- ამბობს ბაია.
უფლებადამცველი დიდი ხანია დაქორწინებულია. ბაიას მეუღლე განათლებით იურისტი, დავით კაპანაძეა, რომელიც ლექციებსაც კითხულობს.
„ქმრად ისეთი ადამიანი ავარჩიე, რომელიც იზიარებდა ჩემს აზრებს და შემდგომ აღარაფრის მტკიცება იყო საჭირო. კარგად ვიცნობდით ერთმანეთს, თუმცა ადამიანების თანაცხოვრება თავიდან ცოტა რთულია, სანამ ერთმანეთის ჩვევებს შეეგუებით.
ხელი უცებ მოვაწერეთ, რადგან ვიზებისთვის და სხვა საბუთებისთვის გვჭირდებოდა. ქორწილი კი მოგვიანებით გვქონდა. ტრადიციული ქართული, დიდი ქორწილი გადავიხადეთ. ჯგუფელები ვართ და 4 წელი შეყვარებულები ვიყავით. სწავლა რომ დავამთავრეთ და საზღვარგარეთ დავაპირეთ წასვლა, მერე ვიქორწინეთ“- ამბობს ბაია პატარაია ერთ-ერთ ინტერვიუში.
წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს, რომელიც 12 წლის არის.
„ბავშვის გაზრდაში ბევრი ადამიანი უნდა მონაწილეობდეს, მაგრამ მთავარი როლი მაინც მშობელს ეკუთვნის. მას მშვიდი, სიყვარულით სავსე გარემო უნდა ჰქონდეს. ჩვენ თუ გვიხარია რუტინის დარღვევა, რადგან მობეზრებული გვაქვს ერთი და იმავეს კეთება, ბავშვებს განვითარებისთვის რუტინა, ერთი და იმავეს კეთება სჭირდებათ – ერთსა და იმავე დროს დაძინება, ერთსა და იმავე დროს კვება… ერთი და იმავე ზღაპარს 100-ჯერ იმიტომ გაყოლებენ, რომ, როცა იციან, რა მოხდება, თავს მშვიდად გრძნობენ.
ბავშვს შენიშვნები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცე, თუმცა წითელი ხაზები უნდა გაუვლო – რა არ შეიძლება, უნდა იცოდეს.
ჩემი შვილი მშვიდი და დინჯია. დამოუკიდებლად ამზადებს გაკვეთილებს და ჩვენ არ ვუმოწმებთ. კარგად სწავლობს და ძალიან უყვარს მათემატიკა. კარგად ფლობს ინგლისურ ენას და ამ ენაზე წიგნებსაც კითხულობს.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ბინა რუსეთში, საბანკო ანგარიშები და მიწის ნაკვეთები - რა ქონებით წავიდა გიორგი გახარია
ვინ არის და რას საქმიანობს თეა წულუკიანის მეუღლე - ცოტა რამ პოლიტიკოსის პირადზე
ღალატი, იმედგაცრუება და ისევ... ნანუკა ჟორჟოლიანის 2 ქმარი - ცოტა რამ ჟურნალისტის პირად ცხოვრებაზე
ყალბი ვიზის დამზადების საქმე, რომანები და სხვა სკანდალები ნოე სულაბერიძეზე