მომღერალმა, ნუცა ბუზალაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში საკუთარი დღის რეჟიმისა და კვების რაციონის შესახებ ისაუბრა და ახალგაზრდებს გაუზიარა თუ როგორ იკვებება ჯანსაღად ყოველ დღე, ასევე მათ საკუთარი გამოცდილებით რამდენიმე რჩევაც მისცა.
„რთულია, ყოველთვის ივარჯიშო და ჯანსაღად იკვებო. ხანდახან მაქვს ხოლმე 2-3 კვირა, როცა ამის არც დრო მაქვს და არც ენერგია. თუ ვიცი, რომ ვარჯიშის დრო არ მექნება, ერთი საათის განმავლობაში მაინც დავრბივარ. კრივი მიყვარს ძალიან და ჩემს ტრენერთან ერთად ვვარჯიშობ კვირაში სამ დღეს. მე როცა ჭარბი წონა მქონდა, დავიწყე კრივზე ვარჯიში და 14 კილოგრამი დამაკლებინა კრივმა. მე ვთვლი, რომ ვარჯიში არის ბედნიერების ელექსირი. დარბაზიდან რომ გამოვდივარ, ყოველთვის ბედნიერი ვარ, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი დღე მქონდა. ყველას ვურჩევ, ივარჯიშოს, თუნდაც სახლში. დამიჯერეთ, ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება” - ამბობს მომღერალი.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„პირველყოფილო შემარცხვენელო ეკრანის ძუკნებო მეცოდებით“ - პაიჭაძის სკანდალური სტატუსი
🔵ქართველი სკანდალური ქალები, რომლებმაც თავი უცხოეთს შეაფარეს
🔵ქართველი პოლიტიკოსების საყვარლები - სკანდალური ისტორიების უცნობი დეტალები