გადაცემაში „The Talk შოუ“ სტუმრებმა სილამაზის სტანდარტებისა და საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს. ამ თემაზე გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა თიკა ჯამბურიამ პირადი პრობლემების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბულინგის მსხვერპლი იყო.
„ეს, ალბათ, ჩემი ბრალიცაა, რადგან თვითონ ვაქცევ ჩემ წონას ძალიან დიდ ყურადღებას. ძალიან ემოციური ვარ, მიტირია კიდეც, გულიც დამწყვეტია, შევპასუხებივარ კიდეც... საწყენია, როცა გამოდიხარ, მღერი და წერენ, როგორ გასუქებულა, არ რცხვენია?! ახალგაზრდა გოგოაო...
ამის გამო უარი ბევრ რამეზე მითქვამს, გადაცემაშიც არ მივსულვარ წონის გამო. პირველ რიგში, უნდა აღვიქვათ საკუთარი თავი. დიდხანს მოვუნდი ჩემ თავზე მუშაობას. ვაკვირდებოდი, რა მომწონს და რა არა.
ეს დამეხმარა, რომ მიმეღო ჩემი თავი. მომწონს, როგორიც ვარ. ვიცი, რომ ვერასდროს ვიქნები ძალიან გამხდარი, მაგრამ სხვა პლუსები მაქვს, სხვა სილამაზეები მაქვს“ - ამბობს თიკა ჯამბურია.
აგრეთვე წაიკითხეთ: