ბნელი 90-იანები - პურის რიგები, შიმშილი, უფულობა, უპერსპექტივობა, სოციალური დეპრესია, სრული უიმედობა... ზუსატად, ამ დროს ეკრანებზე გამოჩნდა ერთადერთი ნათელი წერტილი „პასეანსი“.
სატირული სკეჩებში, რომელშიც თანადროული საქართველოს სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ პრობლემებს აღწერდნენ მოსახლეობას საკუთარ პრობლემებს რამდენიმე წუთით ავიწყებდა.
გადაცემა აღწერდა ისეთი თემებს, როგორიც არის კორუფცია, „ძველბიჭობა“ და კრიმინალური ქცევა, პოლიტიკური პარტიების არაეფექტურობა, ეგზალტირებული პატრიოტიზმი, ეკონომიკური პრობლემები, უცხოპლანეტელებით აღფრთოვანება, მდარე ხარისხის პოპულარული მუსიკა და სხვა.
გადაცემის ავტორები და მონაწილეები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრის და მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრები იყვნენ.
გადაცემის ძირითადი ნაწილი მიყავდათ: ლევან ლელაშვილს („კიჭა“), ირაკლი ფრანგიშვილს, ალეკო თეთრაშვილსა („მათე მელიავა“) და ცუცა კაპანაძეს.
წლების შემდეგ მათი სახეებიც გაქრა ეკრანებდან. ყველაზე კარგად ის დრო ახსენდებათ როდესაც გადაცემას აკეთებდნენ ყვალას სურს ისევ იმ სამის გაგრძლება თუმცა შემოთავზება არცერთს ჰქონია.
თანმამშრომლობა დასრულდა. მეგობრობა გრძლედება. ახლა მოგიყვებით, სად არიან და რას საქმიანობენ ადამიანები, რომლებმაც ლეგანდარული გადაცემა შექმნეს.
ცუცა კაპანაძე - ნიუ-იორკის ქართული თეატრის მსახიობი
„არცერთმა არხმა არ ისურვა, რომ „პა-სეანს“ ეკრანს დაჰბრუნებოდა. წლებია ამერიკაში ვცხოვრობ. მანამდე ამერიკაში გასტროლებზე რამდენჯერმე ვიყავი ნამყოფი თეატრ-სტუდია „მოდი-ნახესთან“ ერთად. კარგი საბუთები მქონდა და მწვანე ბარათი გავკეთე. ამერიკიდან „პა-სეანსის“ ბიჭებს სულ ვუკავშირდებოდი, იქნებ რაღაც აღვადგინოთ, დაელაპარაკეთ სხვადასხვა პროექტის ხელმძღვანელებს-მეთქი. ხვდებოდნენ, მაგრამ... ბოლოს კი შემომითვალეს, ცუცა, დაივიწყე, სადაც ხარ, იქ იყავიო. ჰოდა, ასე შევრჩი ამერიკას მეც, ჯერჯერობით ჰოლივუდის გარეშე... ნიუ-იორკში ქართული კულტურის ცენტრში ვმუშაობ, ნიუ-იორკის ქართული თეატრის მსახიობიც ვარ. აქ მოღვაწეობს ქართველი კინორეჟისორი ქეთი ორჯონიკიძე. მან გადაიღო ფილმი ემიგრანტ ქალზე „ნანა“, სადაც მთავარ როლს ვასრულებ.
ჩვენ, ყველა თაობისთვის მისაღებ იუმორს ვაკეტებდით, გადაცემა ძალიან პოპულარული იყო. სხვა დონე იყო. მივესალმები დღევანდელ გადაცემებსაც, რაზეა ლაპარაკი, მაგრამ განსხვავება ჩვენ შორის დიდია. როდესაც იუმორისტულ გადაცემას აკეთებ, არა გაქვს უფლება, ადამიანი დაამცირო. ყველაფერი ზოგადად უნდა გააკეთო, თქვა და მაყურებელი მიხვდება. ვიღაცის ფიზიკურ ნაკლზე მითითება - მაღალი ხარ, დაბალი, მსუქანიო, იუმორი არ არის...
როდესაც სოცქსელში „პა-სეანსის“ რომელიმე გადაცემა იდება, ყოველთვის საოცარი კომენტარები ერთვის, თქვენ გადაგვატანინეთ მძიმე წლებიო, წერენ. საოცარი ურთიერთობა იყო საზოგადოებაში. იყო პურის რიგები, სანთლის შუქი, ნავთქურები, მაგრამ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი.
ლევან ლელაშვილი - ბინების ყიდვა-გაყიდვით ვარ დაკავებული
პასეანს პოლიტექნიკურის სტუდენტები ვქმნიდით. თავდაპირველად სტუდენტთა მოყვარულ თეატრ „მოდი-ნახეში“ ვთამაშობდით. „პა-სეანსის“ ავტორი და რეჟისორი მამუკა ღლონტიც ჩვენთან სწავლობდა, იცოდა, ვინ რისი გამკეთებელი ვიყავით და როდესაც მე-2 არხზე პაროდიული გადაცემის გაკეთება ჩაიფიქრა, ყველას ტავი მოგვიყარა.
პირველი გადაცემა 1992 წლის აპრილში გავიდა, ცოტა ხანში უკვე ყველა გვცნობდა. ეთერში 9 წელი ვიყავით. მერე ყველაფერი დამთავრდა და ჩვენც დავიქსაქსეთ.
ერთი პერიოდი „იბერიაში“ მარკეტინგის განყოფილებაში ვმუშაობდი, რამდენიმე გადაცემაც გავაკეთე. შემდეგში მე და ირაკლი ფრანგიშვილს „იმედის დილაში“ გვქონდა იუმორისტული რუბრიკა, მერე ლოტო მიმყავდა.
ბოლო ორი წელია ბინების ყიდვა-გაყიდვით ვარ დაკავებული. სახლიდან ვმუშაობ, როგორც ჩვენი მინისტრები ამბობენ, თვითდასაქმებული ვარ.
ირაკლი ფრანგიშვილი
„ეს ის ერთადერთი გასართობი გადაცემა იყო, რომელსაც მთელი საქართველო ელოდა და ბევრს ხალისობდა.
„პასეანსის“ შემდეგ შესყიდვების მენეჯერად, დისტრიბუციაში, „შეპესეებში” ვმუშაობდი და, ვფიქრობ, ეს პერიოდი, ანუ, მთელი ხუთი წელიწადი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ჩავარდნა და „ლომკა“ იყო. ამ დროს ვერ ვახდენდი თვითრეალიზებას როგორც მსახიობი და ძალიან მიჭირდა. ეს „ლომკა“ „იმედის დილაში“ მოვიხსენი. ვიყავი, „შუა ქალაქშიც“, „რომ გადახვალ გააჩერეშიც“. მერე ეს გადაცემებიც გაჩერდა. ხან სად ვმუშობდი და ხან სად... იუმორი ჩემთვის ნარკოტიკივითაა, რის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.“
ალეკო თეთრაშვილი
„პასეანსი“ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი პერიოდი იყო. იქ ტექნიკური ინსტიტუტიდან მოვხვდი. სინჯებზე მივედი და ამიყვანეს. ასე გავხდი მათე მელიავა - კაცი, რომელიც ყველაფერზე საუბრობდა ეკონომიკის გარდა. კიდევ ბევრი როლი განვასახიერე, მაგრამ რატომღაც განსაკუთრებით „მერვეკლასელო“ აიტაცეს, კარგი კლიპებიც გადავიღეთ.
ერთ-ერთ სერიალ „მზარეულებში“ ვითამაშე შეფ-მზარეულის როლი. დღესაც მაჩერებენ ქუჩაში, თქვენი იუმორი გვენატრებაო, მთხოვენ ავტოგრაფს და სამახსოვროდ სელფებს იღებენ.
ახლა ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტისა და კულტურის დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად ვმუშაობ. სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას რომელიმე სატელევიზიო პროექტში, მაგრამ...“
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
9-წლიანი პატიმრობა, 2 ქორწინება, ქუჩა, მარიხუანა და ლექსები - ცოტა რამ კოტე ყუბანეიშვილზე
როგორი ქორწილი ჰქონდა ირაკლი კობახიძეს – ფოტოები საოჯახო ალბომიდან