Digest Logo

,,როცა მიჭირს, შვილის საფლავზე ავდივარ, მამიკო, როგორ მოვიქცე-მეთქი, ვეკითხები” - მამა შალვას ოჯახის ტრაგედია

1625923063
შალვა კეკელია მამაო

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია, გარდაცვლილი შვილის შესახებ ჟურნალ „სარკესთან" საუბრობს და ამბობს, რომ როდესაც ძალიან ჭირს, შვილის საფლავზე ადის და რჩევას ეკითხება.

„ჩვენი მეოთხე შვილი უფალთანაა. დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა, სულ 5 საათი იცხოვრა ამქვეყნად. ჩემი დიდი მეოხია და ძალიან მეხმარება, როცა მიჭირს, მის შემწეობას ბევრ რამეში ვგრძნობ. როცა შინაგანი თუ გარეგანი ბრძოლები მაქვს და ვერ ვიგებ, როგორ მოვიქე, მის საფლავზე ავდივარ და ვეუბნები, მამიკო, რამე რომ არ შემეშალოს, გეხვეწები, დამეხმარე-მეთქი. მართლაც ძალიან მეხმარება და მეწევა.

– ანგელოზად და მფარველად მიიჩნევთ გარდაცვლილ შვილს?

– დიახ, ჩემი ოჯახის მფარველი ანგელოზია. თავის დედმამიშვილებსაც ძალიან ეხმარება. ბიჭი იყო – იოანე. მისი მონათვლა მოვასწარით. სახლი რომ არ გვქონდა, მეგობრის სახლში ვცხოვრობდით. ჩემმა მეგობრებმა რომ გაიგეს, მეოთხე შვილს ველოდებოდით, ბინა გვაჩუქეს. ანუ ახლა ჭერი რომ გვაქვს, ესეც იოანეს შემწეობაა…


აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵 ცოტა რამ მამა შალვას საერო და სასულიერო ცხოვრებიდან

🔵 VIDEO: „მე შენ გარეგნობას არ ვუყურებ, მე შენ შიგნით ვიხედები“ - რას ფიქრობს მამა შალვა ტატუზე?

🔵 VIDEO: „დამირეკა მარინა ბერიძემ და მითხრა... ძალიან სანერვიულო იყო“ - რატომ ანერვიულა მარინა ბერიძემ ლელა წურწუმია

🔵 19 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი, პირადი ცხოვრების გარეშე დარჩენილი თამთა ჭელიძე

წყარო: sarkenews.ge