Digest Logo

„რთულია, როცა მეგობრისგან ხედავ, შენს ქმარს როგორ ეფლირტავება“ - ნინო ლეჟავა პირადი ცხოვრების შესახებ

1639042062
ნინო ლეჟავა

მსახიობმა ნინო ლეჟავამ გიორგი გასვიანის გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ თავის მეუღლესა და მეგობარს შორის ფლირტის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ მეგობარს ეს ყველაფერი აპატია. 

„რთულია, როცა მეგობრისგან ხედავ, შენს ქმარს როგორ ეფლირტავება. შევამჩნიე… გამოვხატე იმით, რომ აღარ მივდიოდი, აღარ ვრეკავდი და მასაც არ ვუშვებდი ჩემთან. როცა რეკავდა მოსასვლელად, არასდროს მეცალა.

ალბათ, გულის სიღრმეში მიხვდა, რომ ამას ვხვდებოდი. ვერ დავუმტკიცებდი. მეტყოდა, შე უსინდისო, რას მაბრალებო. რომ ეფლირტავებოდა, მაგას ვერ დაუმტკიცებ. მე და გოგა ბრმად ვენდობით ერთმანეთს. ვენდობით ერთმანეთს. მან იცის, თუ იქნა ღალატი, უნდა იყოს ჩემზე უკეთესი. თუ ასეა, ის მასთან უნდა დარჩეს და არა ჩემთან. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. არ ვთქვათ, მე ამას არასოდეს არ გავაკეთებო. ზუსტად მაშინ გამოგიგზავნის იმ სიტუაციას განგება. მე მეგობრის მხრიდან ამის გაბედვამ მატკინა გული. რა თქმა უნდა, ვაპატიე. გავუშვი და ნაპატიებია. ის არ არის მსახიობი. ჩვენს თეატრს ეკუთვნოდა, თუმცა სხვა ამბავში იყო. ქრისტემ გვაპატია ამდენი რამე და მეც მიპატიებია… ცხოვრება ბუმერანგია და რაღაც სასჯელი ადამიანს უნდა მოხვდეს. სახელი და გვარი არ დამისახელებია. რამხელა ძალისხმევა მჭირდებოდა, რომ მარტომ გავიარე ეს ყველაფერი…“ - ამბობს ნინო ლეჟავა.

✅აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵სექსშოპის მენეჯერობა და ქორწინება ნაადრევ ასაკში - ნინო ლეჟავას აქამდე უცნობი ამბები

🔵18 წლის შვილის სიკვდილი, ყოფილი ქმარი, კარიერა და ცხოვრების რთული პერიოდი - მაია ასათიანის პირადი

🔵 რომანი ნოე სულაბერიძესთან? ბულინგის მსხვერპლი და მარტოხელა დედობა - სკანდალებში გახვეული ნინი ბადურაშვილი

🔵„ქართველ გოგოს აქვს სილამაზე, ჭკუა და ეშხი... მერე რატომღაც ეს ლამაზი გოგოები გადაიქცევიან ხოლმე დედაკაცებად... ხშირად - მამაკაცის გამო“ - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი

🔵„ეკა მამალაძე ჩემი პირველი სიყვარული იყო...“ - რას ჰყვება ბახვა ბრეგვაძე

🔵„ღვთაება“ - ირაკლი მაქაცარიას რეაქცია საყვარელი ქალის ფოტოზე და ლიზა ჩიჩუას ახალი ფოტოები, რომელიც ინტერნეტს იპყრობს