35 წლის მომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, მისი რეპერტუარიდან ერთი სიმღერა მაინც მთელმა ქვეყანამ ზეპირად იცის.
ნინი ბადურაშვილი ყვითელ პრესაში ხშირად მოხვედრილა, თუმცა სიმღერებისგან განსხვავებით, ბადურაშვილის პირადი ცხოვრება ბევრმა თქვენგანმა შეიძლება არ იცოდეს. ამ ბლოგში სწორედ ნინი ბადურაშვილის პირადზე მოგიყვებით.
ოჯახი
ქართველი მომღერალი და მსახიობი. დაიბადა რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის — ეკა კახიანის ოჯახში. ექვსი წლიდან ბასტი-ბუბუს სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე „ნანა ჩემო ბაია-ზე“ გადაიღო. ასევე იყო ჯგუფ სტეფანე და 3G-ს მონაწილე.
სკანდალური ქორწინება
2013 წელს ნინი ბადურაშვილი დაქორწინდა მისი რჩეული ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე იყო, წყვილს 1 საერთო შვილი ელენე ჰყავთ.
ნინი ბადურაშვილის ირაკლი კუტალაძეზე გათხოვება არანაკლებ შოკისმომგვრელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, ვიდრე განქორწინება. ნინის ბებია ლალი ბადურაშვილი მაშინ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ მისი შვილიშვილი ნამდვილ ქართველ ვაჟკაცს მიყვებოდა ცოლად. მიუხედავად ოჯახის კმაყოფილებისა საზოგადოებამ მომღერლის ირაკლი კუტალაძეზე გათხოვება გააკრიტიკა.
მაშინ ნინი ბულინგის მსხვერპლიც კი გახდა, როდესაც საქმრო დაუწუნეს. სკანდალური აღმოჩნდა განქორწინებაც. თბილისში ნინი ორსული დაბრუნდა, თუმცა ოჯახი მალავდა რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, სანამ ერთ-ერთ ჟურნალში ირაკლი კუტალაძის ინტერვიუ არ დაიბეჭდა, სადაც მამაკაცი ნინის ყოფილად მოიხსენიებდა და სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდა.
ბადურაშვილის ქმარს უკვე ახალი ოჯახი ჰყავს, ნინის კი ჯერ ახალი რჩეული არ უპოვია.
ირაკლი კუტალაძე და ნინი ბადურაშვილი დღეს კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ, საერთო ქალიშვილი კი ხშირად სტუმრობს მამას მოსკოვში.
სკანდალური სტატუსი და ბულინგი
2020 წელს ნინი ბადურაშვილი სკანდალში გაეხვია, რის გამოც ის საზოგადოების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდა.
ბადურაშვილი „კაცების შოუს“ სტუმარი იყო. FACEBOOK-ზე ვიდეოს კომენტარებში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა: „ერთადერთი გადაცემაა, რასაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი”, ნინიმ გოგონას საკუთარი სურათი დაუდო და გარეგნობაზე მიუთითა: „ამ ვიდით რამდენს ბედავ!”, ნინის ამ კომენტარს კი უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, ნინიმ მაშინ „დაიჯესტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გოგონას ბოდიში მოუხადა.
ნოე სულაბერიძე და ნინი
პროდიუსერ ნოე სულაბერიძისა და მომღერალ ნინი ბადურაშვილის ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, საზოგადოება წყვილის ფარული რომანის შესახებ ალაპარაკდა, თუმცა წყვილი ამბობდა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილი იყო და ისინი უბრალოდ კარგი მეგობრები არიან.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ნანი ბრეგვაძის ყველაზე დიდი საიდუმლო - ცოტა რამ მომღერლის პირადზე და უიღბლო სიყვარულზე
🔵ყალბი ვიზის დამზადების საქმე, რომანები და სხვა სკანდალები ნოე სულაბერიძეზე
🔵სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი
🔵სიშიშვლეზე აგებული პოპულარობა - სელებრითების მივიწყებული ისტორიები