ქართველი მომღერლის ქეთა თოფურიას მეორე მეუღლეზე, ლევ დენგოვზე რუსულ მედიაში უცნობი ფაქტები ვრცელდება. რუსული პრესის ინფორმაციით, ლევ დენგოვი ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვიდანაა და მისი მრჩეველიცაა.
რამდენადაც ცნობილია, ლევ დენგოვის ნამდვილი სახელი და გვარი პაველ გუსბანდია.
როგორც ჩეჩნეთის პრეზიდენტის თანაშემწე, დენგოვი პასუხისმგებელია რუსეთისა და, კერძოდ, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის კონტაქტებზე ლიბიასთან.
ამ მიმართულებით მან 2015-2017 წლებში ტრიპოლიში დაკავებული რუსი და ბელარუსი მეზღვაურების გათავისუფლების რთულ პროცესსაც შეუწყო ხელი.
სწორედ მაშინ მიიღო ლევ დენგოვმა ეს სახელი და გვარი, რითიც საკუთარი ოჯახისა და ნათესავების დაცვას ახერხებს.
ლევი ექვსი წლის განმავლობაში ჩეჩნების გვერდით ცხოვრობდა, როგორც თავად ამბობს მას ძალიან შეუყვარდა ეს ხალხი.
ქეთა თოფურია ლევმა დაბადების დღეზე მინსკში გაიცნო. მან დღესასწაულზე A'Studio მიიწვია. მას შემდეგ ქეთა და ლევი ერთად არიან .
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
თვალებს დავკორტნი ნებისმიერს - თეონა კონტრიძე ქეთა თოფურიას საქმროს იცავს
ქეთა თოფურიას საქმრო ქალების დანაკლისს განიცდის
წყარო: sputnik-georgia.com