Digest Logo

სად დაკრძალავენ კახი კავსაძეს?

1619530095
კავსაძე და ბელა მირიანაშვილი

კახი კავსაძეს საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ. ცნობილი ქართველი მსახიობი, დღეს, 27 აპრილს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დაკრძალვის ცერემონია შაბათს, პირველ მაისს გაიმართება.

კავსაძეს კორონავირუსი ნოემბერში დაუდასტურდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, ჯანმრთელობის შემდგომი გართულების გამო, მისი კლინიკაში დაბრუნება კვლავ გახდა საჭირო.

კახი კავსაძის ხსოვნას დღეს, 27 აპრილს, პარლამენტში წუთიერი დუმილი მიაგეს.

კახი კავსაძე 1935 წლის 6 ივნისს დაიბადა. ის 1959 წლიდან რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია. მან შეასრულა ისეთი როლები, როგორიცაა ადამი (“ღვთაებრივი კომედია”), თავადი კოწია (“გუშინდელნი”), დევდარიანი (“საბრალდებო დასკვნა”) და სხვა.

კავსაძის კინოდებიუტი 1950-იან წლებში შედგა. მან 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმში მიიღო მონაწილეობა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

მსახიობის ტრაგიკული ცხოვრება და ერთადერთი სიყვარული - აქამდე უცნობი ამბები კახი კავსაძის შესახებ

„ეს ამბავი თუკი ვინმეს გაუხარდა იქ, ეს გივია… გივიც ვნების კვირაში გარდაიცვალა“ – მანანა ბერიკაშვილი

აქამდე უცნობი ამბები კახი კავსაძის შესახებ