Digest Logo

„სამარცხვინოებო, ვითომ კომპრომატი გააძრეს“ - POST TV-ის მიერ გავრცელებულ „სკანდალურ“ ფოტოს ინგა გრიგოლია ეხმაურება

1626093620
სუფრა

რუსთველის გამზირზე გუშინ საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები გარდაცვლილი ოპერატორის სიკვდილის საქმეს აპროტესტებენ.

როგორც აქციების ორგანიზატორები აცხადებენ, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და, შესაბამისად, პასუხიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოძალადეებმა უნდა აგონ.

აქცია დღესაც გრძელდება და ის, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზეა დაგეგმილი. ჟურნალისტები უკვე შეიკრიბნენ.

„პოსტ ტვ“ კი ავრცელებს ფოტოს, რომელიც ცოტახანის წინ არის გადაღებული, სადაც ინგა გრიგოლია, ნიკა გვარამია, ნოდარ მელაძე და კიდევ სხვა ჟურნალისტები კაფეში სხედან.

„სამარცხვინოებო, ვითომ კომპრომატი გააძრეს. კი, ვსხედვართ, ყავას ვსვამთ და ეთერებისთვის ვემზადებით-მერე?,“- წერს ინგა გრიგოლია.

ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

„კაი რა ჟურნალისტები ჭამენ კიდეც? ტფუჰ სამარცხვინოები...“ - „ტუალეტშიც დადიან დაჟე“ - პასუხობს გრიგოლია.

„მაგიდასთან არ უნდა დასხდეთ ალბათ , უნდა ჩაკუზულიყავით ეტყობა.“

„აუ, აუ აუ, ესენი ვინ არიან ხალხო , მართლა!!!.“

„დედა ეს რა დანაშაული ჩაგიდენიათ, რამდენ წლიანია სასჯელი.“

„თქვენ უეჭველი ტუალეტშიც ივლით.“

⏺აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მიხვდი, რატომ ჩაგსვეს სიაში? იმიტომ, რომ ბატიბუტა კუნთი ხარ...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი დავით კაჭარავას

„ამ ამბავმა კინაღამ ბოლო მომიღო... ასეთ მძიმე ემოციურ ფონზე, როგორც მოგვექცა შსს"- ლექსო ლაშქარავას მეუღლე

„ჩემს ძმას სცემეს ტატუს და წვერის გამო... თქვენი უნიათო და დამპალი კარგიც მოვტ@@@" - ნინო გორგაძე