მოდელი ნინი გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში „ინსტაგრამ სთორიში“ ფოტოებს აქვეყნებს. როგორც ჩანს, ნინი 2 წელია შეყვარებულია, მისი პარტნიორის ვინაობა უცნობია, თუმცა მოდელი თავს ბედნიერად გრძნობს და ამას საჯაროდაც აღიარებს.
ნინი სოციალურ ქსელში მეორე ნახევრის მიერ ნაჩუქარ თაიგულს აქვეყნებს და წერს:
„სამუდამოდ ჩემი ვალენტინი მიყვარხარ. ლ.მ. საოცნებო მამაკაცი მთელს გალაქტიკაში და ისიც ჩემი.“
„2 შესანიშნავი წელი შენთან ერთად და იმედია, სამუდამოდ ერთად ვიქნებით, ჩემო სიყვარულო."
რამდენიმე თვის წინ ნინი დასასვენებლად დუბაიში იყო, სადაც აღნიშნული მამაკაცის არსებობა პირველად გაამჟღავნა, თუმცა ვინაობის გამხელა მოდელმა არც მაშინ მოისურვა. როგორც ჩანს, ნინი პირად ურთიერთობებს განსაკუთრებით უფრთხილდება.
✅აგრეთვე წაიკითხეთ:
მშობლებისგან მიტოვებული ზურა ხაჩიძის ცხოვრება - ქუჩის აკადემია, რომანი ქეთა თოფურიასთან და ქონება