Digest Logo

შვილი თირკმლის უკმარისობით გარდამეცვალა – მასტერშეფ კობიაშვილის უცნობი ამბები

1612523798
ლევან კობიაშვილი

თუ მზარეულს გავყვები ცოლად, საჭმლის კეთება არ მომიწევს? 

ეს ერთგვარი მითია, რითაც ქალები თავს ვიმშვიდებთ,  სინამდვილეში კი მაინც გვიწევს სამზარეულოში ფუსფუსი.

საინტერესრესოა, როგორ აქვთ გადანაწილებული მოვალეობები საქართველოს მთავარ შეფ-მზარეულს, ლევან კობიაშვილსა და მის მეუღლეს.

დღეს სწორედ სა­ქარ­თვე­ლოს კუ­ლი­ნარ­თა ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, არა­ერ­თი რეს­ტორ­ნის ბრენდშეფ­ისა და „მას­ტერ­შე­ფის“ ჟი­უ­რის წევ­რის, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­ის შესახებ გიამბობთ.

როგორც ცნობილია, მასტერშეფი ლევანი კულინარიულ სფეროში შემთხვევით მოხვდა.

თავიდან ისე ეზარებოდა ეს საქმე, ცდილობდა, თავი დაეძვრინა, მაგრამ მოგვიანებით შეუყვარდა. მისი კულინარიული შედევრების მთელი საიდუმლო კერძის სიყვარულით მომზადებაშია.

მეუღლე

ლევან კობიაშვილის მეორე ნახევარი პროფესიით კონდიტერი თიკო მიქაბერიძეა. მასტერშეფი ამბობს, რომ მეუღლე ისეთ გემრიელ კერძებს უმზადებს, თავად სახლში არაფრის გაკეთება არ სჭირდება.

„არ მცალია ოჯახში კერძების მოსამზადებლად. თითქმის სულ არ ვარ სახლში, ღამე მივდივარ და დილით გავდივარ“,- ამბობს კობიაშვილი.

შესაბამისად, სახლში კერძებს მეუღლე ამზადებს.

„უკმაყოფილება არასოდეს გამომითქვამს. საკონდიტრო აქვს დამთავრებული და სახლში მზარეულობასაც კარგად ართმევს თავს. ოჯახში, სადაც გაიზარდა, ძალიან კარგად ამზადებდნენ და კარგად იცის, ტრადიციული კერძების გაკეთება. თავისი ფანტაზიებიც ჩააქსოვა. მეც თუ რამეს მეკითხება, ვეუბნები, მაგრამ ძირითადად დახმარება არ სჭირდება, ისე ამზადებს.

ხელი მართლა კარგი აქვს და ვფიქრობ, მზარეულიც კარგი გამოვიდოდა, მაგრამ ოჯახში ორი შეფი ალბათ მეტისმეტი იქნებოდა. საკონდიტროზე თავისი სურვილით ისწავლა და ამ განხრით მუშაობდა სასტუმროებში სხვადასხვა შეფებთან. ცოტა მარილს აკლებს ხოლმე კერძს, მაგრამ არა უშავს“,- იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში შეფმზარეული.

3 შვილი

რაც შეეხება შვილებს, ორი ბიჭი და ერთი გოგო მყავს, მაგრამ გოგონა, სამწუხაროდ დაიღუპა. დაბადებიდან თირკმლის უკმარისობა ჰქონდა და 4 წლის ასაკში გარდაიცვალა.

უფროს ბიჭს მზარეულობა უნდა. კორონავირუსის გამო გაჩერდნენ და ახლა ისევ აპირებს სამზარეულოში მუშაობის დაწყებას. ისე კი, ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობს.

შვილებთან მკაცრი უნდა იყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სახლში თითქმის არ ვარ, არც ეს სიმკაცრე არ გამომდის. ვცდილობ, მეგობრულიც ვიყო, მაგრამ სამზარეულოში მეგობრული ვერავისთან ვიქნები, თუნდაც ეს შვილი იყოს.

პროფესია

პირველ რიგში, პროფესიის მიმართ სიყვარული უნდა გქონდეს, მერე კი ძალიან დიდი შრომა სჭირდება. როცა გიყვარს და შრომაც შეგიძლია, არ არსებობს, არ გამოგივიდეს.

რა თქმა უნდა, რეცეპტორები განვითარებული უნდა გქონდეს და გემოს აღქმა შეგეძლოს. თუ ეს არ შეგიძლია და გემოს ვერ გრძნობ, აზრი არაფერს აქვს.

1992 წელს სრულიად შემთხვევით მოვხვდი ამ სფეროში და ნელ-ნელა დაიწყო ყველაფერი. რომ გითხრათ, მიყვარდა-მეთქი, ასე არ ყოფილა. ვმუშაობდი, რომ ჩემი შემოსავალი მქონოდა.

ერთ-ერთ სასტუმროში მოსწავლედ დავიწყე მუშაობა. 2-3 წელი ვიყავი იქ და მერე უკვე სხვადასხვა კაფეებში, რესტორნებში, სასტუმროებში ვმუშაობდი.

იმ დროისთვის საკმაოდ დაუფასებელი შრომა იყო, რადგან 12-16 საათი და მეტი მუშაობდი და მინიმალურ ხელფასს იღებდი. ბევრი უნდა გეწვალა, რომ რამესთვის მიგეღწია. თან მაშინ არც ინტერნეტი იყო, ბევრ ახალსაც ვერ იღებდი.

მერე გაჩნდა ინტერნეტი და ზღვა ინფორმაცია, საზღვრები გაიხსნა… ასე უფრო ვითარდები. ახლა ბევრად მარტივია, მზარეულობა დაიწყო, რადგან უამრავი საშუალებაა. აიღებ ბილეთს, წახვალ ევროპაში და მიიღებ რაღაც განათლებას, ცოტა ხანს რესტორანში იმუშავებ.

ჩვენს დროს კი წიგნებიც არ არსებობდა და ჩუმად ვსწავლობდით ერთმანეთისგან. თან მაშინდელი მზარეულები ისე იყვნენ, რომ შენ თვითონ თუ არ გამოხატავდი ინტერესს, თვითონ არაფრით გასწავლიდნენ. ბევრჯერ ყურებით მისწავლია. ბლოკნოტებით დავდიოდი და რაღაცებს ვიწერდი. მზარეულებს დავდევდი კუდში, თორემ არავინ გეტყოდა, მოდი, რამე ჩაგაწერინო და გასწავლოო.

სკოლის მერე სამოქალაქო ომი იყო, არ იყო დენი, გაზი, წყალი… საჭმელი მხოლოდ სასტუმროში იყო და ყველას იქ მოხვედრა უნდოდა, რადგან ამიერკავკასიაში ერთადერთი ხუთვარსკვლავიანი საუკეთესო სასტუმრო იყო. იქ მოხვედრა ყველასთვის ოცნება და ფუფუნება იყო.

„ჩაქაფულის“ საიდუმლო

ჩაქაფულში ხანდახან ტყემლის მაგივრად ლიმონს ვიყენებ. მაშინ, როცა ახალი ტყემალი არ არის. სიმჟავე რომ მიიღოთ, ლიმონი ჩააწურეთ და სიმჟავე გასინჯვით უნდა დასვათ. კახეთში წიწმატსაც უკეთებენ. წიწმატიც ძალიან უხდება. სხვა საიდუმლო არ ვიცი. ტრადიციულ ჩაქაფულზე მაქვს ლაპარაკი, თორემ ბევრი ვარიაციით შეიძლება გაკეთება და ეს ადამიანის ხედვასა და გემოვნებაზეა დამოკიდებული.

შეიძლება ჩაქაფული ისეთი ვიზუალით შესთავაზო ადამიანს, რომ ვერ მიხვდეს, რა არის, მაგრამ რომ გასინჯავს, ჩაქაფულის გემოს აღიქვამს. ვცდილობ, მოდერნიზაციით ტრადიციული გემო არ დავკარგო.

ტრაგედია

წლების წინ დიდი ტრაგედია გადაიტანა. 4 წლის გოგო, გარდაეცვალა. მკაცრი გარეგნობის შეფმზრეული ცდილობს, ორ ვაჟთან მეგობრული მამა იყოს, თუმცა, როცა საქმე სამზარეულოს ეხება, ავიწყდება, რომ საქმე შვილთან აქვს და მასაც ისევე ეჩხუბება, როგორც სხვას.

 

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ყველა მასტურბირებთ, „ვეფხისტყაოსანი“ გეი-პროპაგანდისტულია“ - თამარ ჩერგოლეიშვილის სკანდალები

„კოტე მახარაძეს მამინაცვალი ჰქვია, თორემ...“ - თემურ ჩხეიძის ოჯახური ამბები

სხვისთვის გაწირული სიცოცხლე და ქალი სნაიპერის სასიკვდილო გასროლა - გაიცანით ჭაბუა ამირეჯიბის შვილი