Digest Logo

„სიყვარული ყველას უნდა“ - მაკა ზამბახიძის ფოტოსესია ვენახში ქმართან ერთად

1633351791
მაკა ზამბახიძე

მომღერალი მაკა ზამბახიძე და მიხეილ ჩოხელი ვენახიდან პოზირებენ. 

დიდხნიანი პაუზის შემდეგ მომღერალმა მაკა ზამბახიძემ მეუღლესთან ერთად ვენახში იპოზიორა.

მაკა და მიხეილი დედოფლისწყაროს რაიონში იმყოფებიან. უახლეს ფოტოებს თავად მაკა ზამბახიძე აქვეყნებს.

„ესეც ჩვენი პირველი რთველი ჩვენს ვენახში, მართლაც საოცარია შენი შრომის ნაყოფი ასეთ სილამაზეს და სიგემრიელეს რომ გაძლევს! მერე დგახარ და ტკბები, გიყვარდება ირგვლივ ყველა და ყველაფერი! მეც ასე უფრო ძალიან შემიყვარდა ჩემი მიხეილი რომელმაც თითოეული ვენახის ძირი და მისი ნაყოფი შეიყვარა,მოუარა შვილივით და საოცარი მოსავალიც მიიღო. ჩვენ კი ასეთი სიურპრიზი მოვუწყვეთ და პატარა ვიდეორგოლი ჩემმა განუყრელმა რეჟისორმა (მეგობარმა)ვაჩუქეთ ჩვენს ვენახს სოფელ ზემო ქედში“- წერს მაკა ზამბახიძე და ვიდეოს აქვეყნებს.


„ბარაქა თქვენს ნაშრომს“, „აუ ქართული ფილმი რატომ გამახსენა ამ ფოტომ😍 სიყვარული ყველას უნდა“, „საყვარელი გოგო“ , - წერენ ინტერნეტმომხმარებლები კომენტარებში.


მაკა ზამბახიძის ახალი მეორე ნახევარი სპორტსმენი – ძიუდოისტი მიხეილ ჩოხელია. მამაკაცი მომღერალზე შვიდი წლით უმცროსია, მაგრამ მათ ურთიერთობაში ეს დისკომფორტს არ ქმნის. ახლახანს მომღერალი ბებია გახდა.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵რატომ არ გაეცნო ლიკა ქავჟარაძე ალენ დელონს - აქამდე უცნობი ისტორია

🔵მაკა ზამბახიძის ქმრები - მომღერლის გემოვნების ევოლუცია

🔵ვინ არის მაკა ზამბახიძის შვილი და რა აკავშირებს მას ლელა წურწუმიასთან - ფოტოამბები