Digest Logo

ტელეფონის განსაბლოკად კაცმა მძინარე შეყვარებულს ქუთუთოები აუწია და 24 ათასი დოლარი​ მოჰპარა

1640027382
ძილი და ტელეფონი

ჩინელ მამაკაცს შეყვარებულის გაქურდვისთვის 3,5 წელი პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც უცხოური მედია წერს, შემთხვევა 2020 წლის დეკემბერში მოხდა. 28 წლის ჰუანი მეგობარ ქალს, რომელიც თავს ცუდად გრძნობდა, სახლში ესტუმრა. ცუდად მყოფ შეყვარებულს სადილი მოუმზადა და შიგ გაციების საწინააღმდეგო წამალი ჩაამატა, რომელმაც ქალს ღრმა ძილი მოჰგვარა.

გამოძიების მასალის თანახმად, მას შემდეგ, რაც ქალს ჩაეძინა, ჰუანმა მისი თითის ანაბეჭდი გამოიყენა ტელეფონის განსაბლოკად, შემდეგ კი ქუთუთოები აუწია, რათა ჩინური ონლაინ გადახდის აპლიკაციაში Alipay app შესულიყო, რომელიც ამისთვის, სახის ამომცნობ პროგრამას იყენებს.

ჰუანმა მეგობარი ქალის ელექტრონული საფულიდან 154 ათასი იუანი ($24,155) მოიპარა აზარტული თამაშებში დაგროვილი ვალის დასაფარად.

უჩვეულო გადარიცხვები ქალმა მეორე დღეს შეამჩნია და პოლიციას აცნობა, ჰუანი ამ დროისთვის სხვა ქალაქში იყო გაქცეული. პოლიციამ მისი დაკავება მიმდინარე წლის აპრილში შეძლო. პატიმრობის გარდა, ჰუანგი დაჯარიმდა 20 000 ჩინური იუანით.

ასევე დაგაინტერესებთ👇

VIDEO: როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ცოტას იკვებებით, მაგრამ წონაში მაინც იმატებთ? - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

„ავრორამ“ კი არა, კოვიდმა გაისროლა საქართველოსთვის“ - ზაზა წერეთელი

„მე, რომელიც 18 წლიდან ვმუშაობ, უარს არ ვამბობ არანაირ სამუშაოზე და 2021 წელს ვერ ვყიდულობ მსხალს... “ - დავით ლოგუა

„ჯანდაცვის სისტემის ჩემთვის ჩაბარებას ვერავინ გაბედავს, არც ვითხოვ და არც მაქვს ამის ამბიცია“ - გიორგი ფხაკაძე

„ჩვენი რეალობის ამსახველია“ - როგორ გამოიყურება თამარ ივერის ნაძვის ხე (ფოტო)

„პოლიციამ მითხრა, ეს ნაგავიაო და დაგვაჯარიმეს... თქვენი აზრი მაინტერესებს, ფოტოში ხედავთ ნაგავს?“ - ჟორჟოლიანი 80 ლარით დააჯარიმეს

🔵„მშობლების კარგად ყოფნა მისურვეთ, დაუპატიჟებელი გვირგვინოსანი ვირუსი ეწვიათ“ - ნინო არაზაშვილი იუბილარია

წყარო: rustavi2.ge