„დღეს არსებული ჯანდაცვის მენეჯმენტის შეცვალა უნდა გადაიდოს, მინიმუმ 3-4 თვით. ჯანდაცვის სისტემის ჩემთვის ჩაბარებას ვერავინ გაბედავს, არც ვითხოვ და არც მაქვს ამის ამბიცია. ეს ყველამ კარგად ვიცით“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს.
„როდემდე არ უნდა დამიჯეროთ?!
ჯანდაცვის სისტემის ჩემთვის ჩაბარებას ვერავინ გაბედავს, არც ვითხოვ და არც მაქვს ამის ამბიცია. ეს ყველამ კარგად ვიცით.
დღეს არსებული ჯანდაცვის მენეჯმენტის შეცვალა უნდა გადაიდოს, მინიმუმ 3-4 თვით.
კოვიდის „ომიკრონის” ვარიანტის გავრცელება, სავარაუდოდ, ყოველდღიურად გასამმაგდება ანუ 10-30-90 და ასე შემდეგ.
გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, დაიცავით დისტანცია, გაიკეთეთ „პფაიზერის“ ბუსტერი“,- წერს გიორგი ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„ჩვენი რეალობის ამსახველია“ - როგორ გამოიყურება თამარ ივერის ნაძვის ხე (ფოტო)
„კრიტიკულია ეს პერიოდი... უკუნაჩვენებია სექსი“ - ასტროლოგი დღევანდელ დღეზე გვაფრთხილებს