Digest Logo

„თხასავით ვგრძნობდი თავს ამდენ ქალში, ქალიშვილი ვარ და ქალწულობა უნდა ჩაგაბაროო“ - რაზე იცინოდნენ თოჯინები?

1618502220
თოჯინები იცინიან

„თოლია დაფრინავ სხვა მხარეს და ვინ იცის იქნებ სულ სხვას ახარებ“... დიახ, ნამდვილად უნდა წაგეღიღინებინათ ეს ფრაზა... 

ალბათ, მიხვდით რაზეც მინდა გესაუბროთ... ძალიან ცოტამ თუ იცის „ლალისა“ და „რეზიკოს“ ნამდვილი ვინაობა...

„დაიჯესტი“ დღეს რეზიკოსა და ფილმზე მუშაობის პროცესზე გიამბობთ...

ფილმი „თოჯინები იცინიან“, იცით რომელ ჩამონათვალში შედის? აი, ყოველ საახალწო ეთერს, რომ უნდა ამშვენდებს...

ფილმში, ლალის როლს, მეგი კეჟერაძე, ხოლო რეზიკოს როლს, მერაბ თავაძე ასრულებდნენ.

დღემდე მეგი კეჟერაძე ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს, ამიტომ დრეს აქცენტს მერაბ თავაძისა და კადრს მიღმა ცხოვრების შესახებ გავაკეთებთ.

ფილმზე მუშაობა

რეზიკოს როლის შემსრულებელს დიდხანს არჩევდნენ. როცა სინჯებზე მიმიწვიეს, უკვე 7-8 ბიჭი ჰყავდათ შერჩეული. ისეთი კარგი ბიჭები იყვნენ, სიმართლე გითხრათ, შევშინდი. დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორ მეჯობნა მათთვის. როლის მიღება იგივეა, რაც უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების ჩაბარება.

სამხატვრო საბჭომ დაამტკიცა, რომ სინჯები “მამასთან” – იპოლიტე ხვიჩიასთან, “დედასთან” – მარინე თბილელთან და “ბებიასთან” – სესილია თაყაიშვილთან უნდა გადამეღო. რეჟისორს რეზიკო ოჯახის ყველა წევრთან ერთად უნდა ენახა. ვერ ვიტყვი, რომ ფილმში მამას ვგავარ. ისე გადაწყვიტეს, რომ რეზიკო ვითომ დედას ჰგავს.

სინჯების დროს კურიოზი ის იყო, რომ ვერაფრით ვმუშაობდი იპოლიტე ხვიჩიასთან. იმდენად სასაცილო პიროვნება იყო, რომ ვერ ვთამაშობდი, დავინახავდი თუ არა, სიცილი მიტყდებოდა. ისეთს არაფერს აკეთებდა, მაგრამ მისი ნებისმიერი ქმედება ჩემში ხარხარს იწვევდა. მის ჩვეულებრივ საუბარშიც კი რაღაც კოსმოსური იუმორი იგრძნობოდა.

სხვათა შორის, მთელი ფილმი ისე გადავიღეთ, რომ ჩემს გმირს სახელად დევიკო ერქვა. მერე ვიღაცამ თქვა, რომ ცკ-ის მდივანს ეს არ მოეწონებოდა (მაშინ ცკ-ის მდივანი დევი სტურუა იყო). ის რომ არ გაგვენაწყენებინა, სახელის შეცვლა მოგვიწია. წარმოიდგინეთ, მთელი ფილმი ისე გადავიღეთ, რომ ყველა დევიკოს მეძახდა, გახმოვანებისას კი მისი შეცვლა მოგვიწია. დევიკოსთან ყველაზე ახლოს არტიკულაციურად რეზიკო იყო, ამიტომაც გახმოვანებისას სადაც დევიკოს ვამბობდით, რეზიკო ჩავსვით.

საერთოდ, რეზიკო არანაირად არ ყოფილა ჩემი პროტოტიპი. მე ვიყავი კარგი მოცურავე, პლეხანოვზე გაზრდილი ბიჭი, კარგი დამრტყმელი, თავი მომქონდა, როგორც მაგარ ბიჭს და უეცრად გავხდი კონსერვატორიაში ჩაბარებაზე მეოცნებე ბიჭი, რომელსაც მზრუნველი მამა, დედა, ბებია ჰყავს და თოჯინების ფაბრიკაში მუშაობს.

როცა ფილმი გამოვიდა და ჩემი თავი ვნახე, სად დავმალულიყავი, არ ვიცოდი. ვფიქრობდი, რომ თავი მომეჭრებოდა.

განსაკუთრებით მას შემდეგ გავღიზიანდი, როცა ეკრანზე ჩემი ტუჩები განსაკუთრებულად წითლად ჩანდა. ასე მეგონა, მეგობრებთან თავს ვერ გამოვყოფდი. ჩემდა გასაოცრად, ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა, ფილმმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა.

ფილმის პრემიერის შემდეგ თბილისში „რეზომანია“ დაიწყო. ყველა ბიჭი მე მბაძავდა, ცდილობდა, ჩემნაირი სიარულის მანერა ჰქონოდა. მოდაში ისეთი ვარცხნილობა შემოვიდა, როგორიც რეზიკოს ჰქონდა. ყველა გოგო ჩემზე იყო შეყვარებული, ჩემი ფოტოები კიოსკებში იყიდებოდა. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ქუჩაში გამოსვლის მრცხვენოდა.

ფილმის გამოსვლის შემდეგ თაყვანისმცემლებისგან უამრავ წერილს ვიღებდი. წერილები რუსეთიდანაც უხვად მოდიოდა, დღეში, სულ მცირე, 150 ცალი. ერთხელ შორეული რუსეთიდან მივიღე წერილი, გავხსენი და ვკითხულობ ვიღაც რუსი გოგონას ნაწერს, მე შენთან უნდა წამოვიდე, ქალიშვილი ვარ და ქალწულობა უთუოდ შენ უნდა ჩაგაბაროო. მთელი ჩემი სამეგობრო წრე მოლოდინში იყო, მაგრამ რატომღაც ის გოგო არ ჩამოვიდა.

შემდეგ ჩემმა მეგობარმა გია მახარაძემ გააკეთა განცხადება, წერილებს თან სამი ფოტო დაურთეთ – პროფილში, ანფასში და პლაჟზე ბიკინებშიო. ერთმა გოგომ მართლაც გამოგზავნა ფოტო, სადაც ერთი შეხედვით ისე მოგვეჩვენა, თითქოს ქურქი ეცვა, სინამდვილეში აბაზანაში იდგა და შიშველ სხეულზე პირსახოცის ხალათი ჰქონდა მოცმული.

ძალიან მინდოდა, ფილმში „თოლია“ მე მემღერა, მაგრამ იმის გამო, რომ „ორერას“ ბიჭებთან ვერ ვიმღერებდი, ეს სიმღერა „ორერამ“ და რობერტ ბარძიმაშვილმა შეასრულეს.

სხვათა შორის, რობერტ ბარძიმაშვილის და ჩემი ხმა ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. ყველას ეგონა, რომ სიმღერას მართლა მე ვმღეროდი.

გადაღებების პროცესში მას შეყვარებული ჰყოლია. ის მამაკაცი თურმე ჩემზე ეჭვიანობდა. იყო გაქაჩვა, საქმის გარჩევები. მე ვამბობდი, თავი დამანებეთ, მე მხოლოდ ვთამაშობ-მეთქი.

ხშირად მიწევდა იმის მტკიცება, რომ ეს ქალი არ მიყვარდა. იმ დროს ასე იყო მიღებული, თუ მსახიობები ფილმში შეყვარებულებს თამაშობდნენ, რეალურადაც აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ შეყვარებულები. ამის ბრწყინვალე დასტური იყო “მე, ბებია, ილიკო და ილარიონის” ზურიკელასა და მერის ანუ სერგო ორჯონიკიძისა და მანანა აბესაძის დაქორწინება.

ვერ ვიტანდი იმ ეპიზოდის გადაღებას, როცა თოჯინების ქარხანაში 50 ქალს შორის უნდა ვმჯდარიყავი. თხასავით ვგრძნობდი ამდენ ქალში თავს. ვოცნებობდი, ეს სცენა არ ყოფილიყო ფილმში. ჩემთვის ყველაზე ცუდი ეპიზოდი სწორედ ესაა.

მეორე ნახევარი

ქართულ თეატრალურ სამყაროს მსახიობების გამორჩეული წყვილი ჰყავდა – იზა გიგოშვილი და მერაბ თავაძე. მათ 40 წელი გაატარეს ერთად, ბევრ განსაცდელსაც გაუძლეს, მაგრამ სიყვარული და პატივისცემა არ განელებიათ.

ერთად ვსწავლობდით და კარგი მეგობრები ვიყავით. მეოთხე კურსიდან ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა წაგვიყვანა რუსთაველის თეატრში, დგამდა მარსელ კარნეს „მატყუარებს”.

ჩვენი მეგობრობა ნელ-ნელა სიყვარულში გადაიზარდა (ამ დროს ორივე გაშორებულები ვიყავით მეუღლეებს). ერთად 40 წელი ვიცხოვრეთ და ეს იყო სიყვარულით სავსე 40 წელი.

იზა იყო საოცრად ნიჭიერი, შრომისმოყვარე, შეუპოვარი. ცეცხლოვანი, დაუდგრომელი, ემოციებით, ტკივილებით და სამშობლოს სიყვარულით სავსე. იზა იყო დიდი ოჯახის თბილი და მზრუნველი დიასახლისი, ჩვენი გამაერთიანებელი და სტიმულის მომცემი.

იზას უცნაური სურვილი

ერთ დღეს იზა საოცრად აღელვებული დამხვდა, მითხრა, აივანზე ვიდექი და დავინახე, ცაზე ვარდისფერი მანდილი მოფრინავდა, ვიფიქრე, მომეჩვენა, ახლა სახლის მეორე მხარეს აივანზე გავედი და იქაც იგივე მანდილი დავინახე, ეს არის ზეციური ნიშანი, აუცილებლად უნდა წავიდე იერუსალიმში, თქვენ ვერ დამიშლითო.

შვილს, ნიკას (მსახიობი ნიკა თავაძე. ავტ.), ვუთხარი, დედას ფეხით იერუსალიმში უნდა წასვლა, რა ვქნათ-მეთქი. წავიდეთ და თან ფილმი გადავიღოთო, თქვა ნიკამ. რა თქმა უნდა, თურქეთით უნდა წავსულიყავით, სადაც უამრავი ქართული საეკლესიო ძეგლია, მერე გადავიდოდით საბერძნეთში, შემდეგ ეგვიპტეში და ასე ჩავაღწევდით ისრაელში. ნელ-ნელა სხვებიც შემოგვიერთდნენ – ისტორიკოსები, არქეოლოგები, ოპერატორები. გვჭირდებოდა კარვები, საძილე ტომრები, წყლის ჭურჭელი… მოკლედ, დავიწყეთ შეგროვება და ბარგმა მთელი ოთახი აავსო.

წარმოუდგენელი იყო ამ ბარგის ზურგჩანთებით ან ადამიანური რესურსით გადატანა. ჩემმა მეგობარმა, საავიაციო ქარხნის დირექტორმა, პანტიკო თორდიამ, გვიყიდა რამდენიმე მანქანა ბარგის გადასატანად. ეს იყო არამარტო მომლოცველთა სვლა, არამედ სამეცნიერო ექსპედიცია.

თითქმის 5 თვე გავატარეთ გზაში, დღეში 25 კილომეტრს გავდიოდით. გვეძინა მიწაზე, წვიმაში, ქარში, მზეში. ზოგჯერ გვწყუროდა, ზოგჯერ გვშიოდა, მაგრამ ერთიც არ გაგვხდომია ავად, არავის დაუწუწუნია.

გადავიღეთ მთელი გზა, ისტორიული ძეგლები. ბევრი ძეგლი გავწმინდეთ. ბევრი დაბრკოლება შეგვხვდა – ომი სირიაში, ტერაქტი ეგვიპტეში. მივდიოდით წინ და ხშირად უკან ვბრუნდებოდით, ვიცვლიდით მარშრუტებს. როგორც იქნა, ჩავაღწიეთ ისრაელში.

ჩვენს ჩასვლას ჩვენმა ამბავმა ჩაასწრო და მთელი ისრაელის მოსახლეობა უდიდესი სიყვარულით შეგვეგება. შევხვდით იერუსალიმის პატრიარქს და ვთხოვეთ გადაღების უფლება გოლგოთას მთასა და მაცხოვრის საფლავზე. თანხმობა მივიღეთ და გადავიღეთ.

შემდეგ კაცები სინას მთაზე გავემგზავრეთ. იქ გადაღება კატეგორიულად აკრძალულია, მაგრამ მე მაინც შევაპარე პატარა ვიდეოკამერა და ჩუმად დავიწყე გადაღება. აქ მოხდა საოცრება – კამერა არ ამუშავდა. შევამოწმე აკუმულატორი, ყველაფერი რიგზე იყო, კამერა კი არაფერს იღებდა.

როგორც კი სინას მთა დავტოვე, კამერა ამუშავდა. ეს კიდევ არაფერი, როცა იერუსალიმში გადაღებულ ფირებს ამჟღავნებდნენ, აღმოჩნდა, რომ ის კადრები, რაც გოლგოთასა და უფლის საფლავთან გადავიღე, არ არსებობდა, უფრო მეტიც, ფირს პერფორაცია ჰქონდა მთლიანად.

ის მერაბ თავაძე უკან დარჩა ცოტათი ბოჰემური ცხოვრებით, შეხედულებებით, სიფიცხით, სიმსუბუქით, სიჯიუტით. ახლა სხვა ეტაპია ჩემს ცხოვრებაში – ღვთის სიყვარულით, სიმშვიდით, სიკეთის კეთების სურვილით სავსე.


აგრეთვე წაიკითხეთ:

უიღბლო სიყვარული, 2 ქორწინება და უშვილობა - დოდო ჭიჭინაძის უცნობი ისტორიები

შაჰის ცოლის ამბორი და გზა ახვლედიანების სიძეობამდე - დოდო აბაშიძის უცნობი ისტორიები