ცნობილმა ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა რამდენიმე კვირის წინ, „რუსთავი 2“-ზე თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობა დაასრულა და არაერთი სატელევიზიო სეზონის ლიდერი გადაცემა, „პროფილი“ დახურა. თუმცა, მალევე მან ახალი კონტრაქტი „ტვ პირველთან“ გააფორმა.
ახალ არხზე გადასვლის შემდეგ, მაიამ „რადიო თავისუფლებასთან“ პირველი კომენტარი გააკეთა, სადაც ისაუბრა, უამრავი სხვა შეთავაზების მიუხედავად, თუ რატომ გადავიდა კონკრეტულად ამ არხზე.
მისი თქმით, ახალი პროფილი „ტვ პირველზე“ ოთხშაბათს საღამოს 22:00 საათზე გავა.
„რატომ პირველი! რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე შემოთავაზება, როდესაც გაჟღერდა, რომ მე ჩემს გუნდთან ერთად ვტოვებდი „რუსთავი 2“-ს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველების გუნდში მოვსულიყავით.“- ამბობს მაია ასათიანი.
ჟურნალისტი ასევე აანონსებს, რომ ახალი პროფილი იქნება გასართობი ჟანრის გადაცემა და სავსე იქნება საინტერესო გადაცემებით.
მაია ინტერვიუში „რუსთავი 2“-ში გატარებულ 20 წლიან პერიოდზეც საუბრობს.
„რუსთავი 2“ ჩემი ნამდვილი სახლი იყო, იქ 20 წელი გავატარე ბავშვი მივედი და ამ ასაკში წამოვედი. ძალიან რთული იყო, მაგრამ ასე მოხდა.
მე არ ვისაუბრებ წამოსვლის მიზეზებზე, მაგრამ მიზეზი იყო ძალიან სერიოზული. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც კარს გამოიხურავს სკანდალით და წამოვა. შეიძლება მოვიდეს დრო და ვისაუბრო წამოსვლის მიზეზებზე, მაგრამ ახლა არა. “- ამბობს ასათიანი.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
18 წლის შვილის სიკვდილი, ყოფილი ქმარი, კარიერა და ცხოვრების რთული პერიოდი - მაია ასათიანის პირადი
დაკარგული მეგობრები, სიყვარული და ოჯახი - ნოდარ მელაძის პირადი
ქმარმა მიღალატა და ტელეფონით ვისმენდი - შორენა ბეგაშვილის ემოციური მონოლოგი (ვიდეო)