მსახიობმა ნინო ლეჟავამ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, გაჭირვებაში უამრავი ადამიანია ჩავარდნილი.
კითხვაზე, როგორ უმკლავდება გაძვირებულ ფასებს „ტვ პირველის“ ეთერში ასე უპასუხა:
„ზოგჯერ კიოსაც მეძახიან. რამდენადაც შემიძლია, არ ვჩერდები, ვფაფხურობ და ღმერთს მხოლოდ იმას ვთხოვ, რომ გამძლეობა მომცეს. პანდემია დაიწყო თუ არა, ჩაიკეტა თეატრები, უსაქმურობა არ შემიძლია. სახლის ქვევით ზოომაღაზიაში გამყიდველად დავიწყე მუშაობა. წავედი სოფელში, ბრიგადასთან ერთად ვიარე და ყურძენი ვკრიფე.
გული მწყდებოდა, რომ თეატრმა გამომიძახა, ისეთი კარგი ადამიანები დავტოვე იქ… შვიდი საათი სამუშაო დღეა. კრეფ ყურძენს, გამოდიხარ და გეძლევა 40 ლარი. რაც მე თვეში ვიღებ დღე და ღამე სამუშაოში, იქ გამომდიოდა 20 დღეში. მიუხედავად ამისა, ყოველდღიური საკვები ფული ეს არ იყო. რეგიონში უფრო მეტად გაძვირებული აღმოჩნდა საკვები სწორედ საწვავის გამო, დისტრიბუციის გამო. სოფლის კვერცხი ფასი ინკუბატორის ფასს გაუთანაბრდა. უკვე ვიცი წინასწარ, რა ეღირება ჩურჩხელა… არ ვიცი, ახალი წელი ჩვენთვის არ არის, პენსიონერისთვის, მით უმეტეს. კომუნალურებზე ლაპარაკიც ზედმეტია. წელს, ალბათ, სუბსიდირებაც არ იქნება, მხოლოდ სოციალურად დაუცველებისთვის. პანდემიის დროს ეს სუბსიდირება მაინც გვიხაროდა… ყველაზე გულდასაწყვეტი კიდევ, იცით, რა არის? რაც უნდა ვისაუბროთ, არაფერი გამოსწორდება, ყოველ შემთხვევაში, ამ პერიოდში…“ - ამბობს მსახიობი.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ექიმს მხედველობიდან ეპარება... და მთავრდება უეცარი სიკვდილით - მარიამ კუკუნაშვილი
🔵„პირველყოფილო შემარცხვენელო ეკრანის ძუკნებო მეცოდებით“ - პაიჭაძის სკანდალური სტატუსი