Digest Logo

ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე, დე­დას არ ვაწყენინებდი - ცოტა რამ ზუზუ ბეჟაშვილის შესახებ

1610287131
მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი

მსახიობი ზუზუ (ზაზა) ბეჟაშვილი 2019 წელს 41 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. სიკვდილამდე კი იყო მისი საინტერესო ცხოვრება და შემოქმედებითი გზა. ზუზუს ნიჭი, გულწრფელობა, სიყვარულით გაკეთებული საქმე და ნამდვილი ემოცია მაყურებელს ვირუსივით გადაედო და ხალხმა, ის გულწრფელად შეიყვარა.

ზუზუ ბეჟაშვილი თბილისში 1976 წლის 1 ივნისს, ვერაზე დაიბადა. ბავშვობიდან მომღერლობა სურდა თუმცა მოგვიანებით სამსახიობოზე ჩააბარა.

პირველი მნიშვნელოვანი როლი 2009 წელს მიიღო, როდესაც ფილმში „გოგონა სლაიდიდან“, მთავარ როლი შეასრულა.

2012 წელს მსახიობს კვიპროსის მეექვსე საერთაშორისო კინოფესტივალზე, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ფესტივალის მთავარი პრიზი გადაეცა ფილმისთვის „განყოფილება“, რომელიც აზერბაიჯანელი რეჟისორის, ილგარ საფატის დადგმულია.

ზუზუ ბეჟაშვილი 2012–2013 წლებში პოპულარულ ქართულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“თამაშობდა , სადაც ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, კატო კირვალიძის (ნინო გაჩეჩილაძე) პირველი ქმრის როლს ასრულებდა. როლმა მსახიობს პოპულარობა და ქართველი მაყურებლების სიყვარული მოუტანა.

2013 წელს ბეჟაშვილმა ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა უკრაინის, საქართველოს, სომხეთის და საფრანგეთის კინემატოგრაფისტთა ერთობლივი ფილმში „ფარაჯანოვი“.

მსახიობმა უკანასკნელად ერეკლე ბადურაშვილის თურქულ-ქართულ ფილმში „ხიდი“ ითამაშა, სადაც მას პარტნიორობას მსახიობები მურატ ილდირიმი, ნინი ბადურაშვილი, ზურა ყიფშიძე, ზურაბ ცინცქილაძე, ქრისტინე იმედაძე, გიორგი გურგულია და დათო დვალიშვილი უწევენ. ფილმი ორ სხვადასხვა ქვეყანაში დაბადებულ ძმაზე და საბჭოთა ტერორზე გვიამბობს, ბეჟაშვილმა სურათში „კაკებეშნიკის“ როლი შეასრულა, სურათი ეკრანებზე 2018 წლის ბოლოს გამოვა.

მსახიობის ცხოვრებაში ერთი უცნაური დამთხვევაა – მამამისიც 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერთ-ერთ ინტერვიუში ზუზუ ამ ასაკში გარდაცვალებაზე საუბრობდა.

„სხვაზე რომ მესმის 40-41 წლის არისო, ვამბობ „ვაა!“. მამაჩემი 41 წლის იყო, როცა გარდაიცვალა და ვფიქრობდი, ამ ხალხს რა ატირებს-მეთქი. დღეს ჩემს თავს ამ ასაკში ვერ აღვიქვამ, რამდენი წლის ვარ, არც მაინტერესებს…“ - ამბობდა ზუზუ.

ის ძალიან გულახდილად საუბრობდა თავის ცხოვრებაზე ერთ-ერთ ინტერვიუში, ის საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზეც ამახვილებდა ყურადღებას.

„დეპრესია მეზარება და გადავაგდე. სტრესული უფრო ვარ, შფოთვები მაწუხებს და ფსიქოტროპულ პრეპარატს ვსვამ. ამის გამო შეიძლება ბევრმა გამაკრიტიკოს. დილით გავიღვიძებ თუ არა, ერთ აბს ვიღებ, რომ შფოთვა მომეხსნას. რა მნიშვნელობა აქვს, ინსულტი მომკლავს თუ ეს პრეპარატი?…“


ზუზუ ბეჟაშვილი პირველად ოფიციალურად 2018 წელს, თამარ ორაგველიძეზე დაქორწინდა. ცნობილია, რომ ზუზუმ და თამარმა ერთმანეთი ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნეს.

გარდაცვლილი მსახიობის მეუღლეს, თამარ ორაგველიძეს ზუზუს დაკარგვა ძალიან გაუჭირდა. საკუთარო განცდების შესახებ კი სოციალურ ქსელში პოსტებს მუდმივად აქვეყნებდა.

„მიწაზე დამანარცხე და წახვედი, მიყვარხარ, მენატრები, გიბრაზდები… ყველაფერი ერთმანეთში ამერია. როგორ მეძახდი ხოლმე? TAMARA (ახლაც მესმის ). ჰოდა, დამიძახე და მასწავლე, როგორ ავდგე ეს დანარცხებული.

ვგრძნობ, ძალა გამომეცალა და სადღაც დავიკარგე. ოხხ, როგორ მენატრები, ჩემო, ჩემოო, მარტო ჩემო!“...

ერთ-ერთ ინტერვიში მსახიობი დედაზეც საუბრობდა.

„ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე, ვერ ვი­ტყვი, რომ შე­ვიც­ვლე­ბო­დი, მაგ­რამ რა­ღა­ცებს გა­მო­ვას­წო­რებ­დი, დე­დას არ ვაწყენინებდი“, - ამბობდა ზუზუ.

მსახიობი 2019 წლის 21 აგვისტოს მუხათგვერდის სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

გარდაცვლილი შვილი, რეპრესირებული მამა და 82 წლის ასაკში აღებული დიპლომი - ყველაფერი იმედა კახიანის შესახებ

იმედა კახიანმა „კოსმონავტის“ დიეტით 10 დღეში 20 კილო დაიკლო

არწივო, არ გაფრინდე, იყავი ჩვენთან! ძალიან გვიყვარხარ! - სუხიტაშვილი წიკლაურს