
მსახიობი იმედო კახიანი და რეჟისორი ელდარ შენგელაია ერთად საოცარ ტანდემს ქმნიდნენ. იმედო, ერთ ერთ ინტერვიუში იხსენებდა თუ რპოგორ დასჭირდა წონაში დაკლება „სამანიშვილის დედინაცვალში“ პლატონის როლის განსახიერებისთვის.
„ელდარ შენგელაიამ „სამანიშვილის დედინაცვალის“ გადაღება რომ დააპირა, პლატონის როლის შემსრულებლის ძებნა დაიწყო. კარგა ხნის შემდეგ მითხრა, შენ უნდა გადაგიღოო. გავგიჟდი, მაგ დროს 120 კილო ვიყავი. წარმოგიდგენიათ, ღარიბი აზნაური, ოყიან თოხს შეჭიდებული, მჭადისა და ლობიოს ამარა დარჩენილი, 120 კილო იყოს? ელდარმა მომიტანა რაღაც დიეტა, მითხრა, ეს კოსმონავტებისთვისააო და 10 დღეში 20 კილო დავიკელი.
ამ ფილმით ამერიკაში წავედით. უმაღლეს სასწავლებლებში ეწყობოდა ფილმის ჩვენებები. ყველაზე მთავარი, რაც იქ მოხდა იყო ის, რომ დასვეს მთავარი კითხვა: „ეს არ არის რუსული ენა, რუსებისთვის დამახასიათებელი გარეგნობა, ქცევა. ვინ ხართ თქვენ?”. ბედნიერები ვუხსნიდით, რომ პატარა, მაგრამ უძველესი კულტურის მქონე ერის შვილები ვიყავით დიდი ისტორიით“, - იხსენებს იმედო კახიანი ერტ-ერტ ინტერვიუში.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
კოტე სოფიკოს გამო არ დამშორებია - მედეა ჩახავას ბოლო ინტერვიუ
სტრიპტიზკლუბი, სამინისტრო და ოჯახი - ჭორ-მართალი სკანდალური ვერა ქობალიას შესახებ
შაჰის ცოლის ამბორი და გზა ახვლედიანების სიძეობამდე - დოდო აბაშიძის უცნობი ისტორიები