Digest Logo

ცნობილი ადამიანების ნათელმირონობა - ვინ ვისი ნათლია-ნათლულია?

1674121320
ჭოხონელიძე, კალაძე, შევარდნაძე და კალანდაძე

ნათელმირონობის საიდუმლო ეკლესიის 7 საიდუმლოდან ერთ-ერთია. მორწმუნეებს სწამთ, რომ ეს სულიერი კავშირი 9 თაობას უძლებს, თუმცა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ნათელმირონობა ერთ თაობასაც კი ვერ უძლებს ხოლმე.

ხშირად პოლიტიკოსები შვილებს პოლიტიკურ პარტნიორებს ანათვლინებენ, თუმცა პოლიტიკური მეგობრობის დასრულებასთან ერთად, მათი ნათელმირონობაც სრულდება.

„დაიჯესტი“ ცნობილი პოლიტიკოსების ნათელმირონულ კავშირებზე მოგიყვებათ.

ცნობილია, რომ მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ბერას ნათლიაა

ივანიშვილებისა და ჭოხონელიძეების ურთიერთობა 20 წელზე მეტს დროს ითვლის.

მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძეს არაერთ ინტერვიუში აქვს ნათქვამი, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახისგან მხოლოდ სიკეთე ახსოვს. ახლა კი ჭოხონელიძეებისა და ივანიშვილების ოჯახებს შორის დისტანცია გაჩნდა.

ბერა ივანიშვილი, კახა კალაძისა და ირაკლი ღარიბაშვილის შვილების ნათლიაა

ბერა ივანიშვილს რამდენიმე ნათლული ჰყავს, მათ შორის არიან თბილისის მერის კახი კალაძის უფროსი ვაჟი, ლევანიკო და თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შვილი, გაბრიელი.

ლევანიკო კალაძე 2011 წელს გაქრისტიანდა, ღარიბაშვილის ვაჟი კი 2015 წლის აგვისტოში მოინათლა.

ედუარდ შევარდნაძე, ზურაბ ჟვანიას, ნინო ბურჯანაძისა და მიხეილ სააკაშვილის შვილების ნათლია იყო

გაგიკვირდებათ და საქართველოს მეორე პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე მისი მთავარი ოპონენტის მიხეილ სააკაშვილის შვილის ედუარდის ნათლია იყო. მიხეილმა სახელიც მის პატივსაცემად დაარქვა. ვინ იფიქრებდა, რომ წლების შემდეგ ისინი ასე გადაემტერებოდნენ ერთმანეთს?

აგრეთვე, შევარდნაძის ცნობილი ნათლულები იყვნენ ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია, რომლებთანაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ურთიერთობა გაწყვიტა.

ედუარდ შევარდნაძე ანა კალანდაძემ და ილია მეორემ მონათლეს

1992 წლის 7 მარტს, შევარდნაძე თბილისში ჩამოვიდა. 1992 წელს ყოველთა წმიდათა ტაძარში შევარდნაძე მართლმადიდებლური წესით მოინათლა და ნათლობის სახელი გიორგი ეწოდა. რიტუალი მღვდელმა თეიმურაზ ბერიშვილმა შეასრულა. მისი ნათლიები იყვნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და პოეტი ანა კალანდაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ვისთვის იწყება კარმული პერიოდი და რას უნდა ელოდოთ წელიწად-ნახევრის განმავლობაში

🔵18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

🔵სამსახურის შეცვლა, სასიყვარულო კავშირები და ფინანსები - როგორი იქნება 2022 წელი კუროსთვის?

🔵„დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, ის 20 დღის განმავლობაში ახდება“ - დღის დეტალური პროგნოზი

🔵ათონის მთაზე ბერი გარდაცვლილი იპოვეს

🔵„დედაჩემის სული არ მოგცემთ საშველს მანამ, სანამ საჯაროდ არ იყვირებთ, რომ გენოციდი მოუწყვეთ საქართველოს მოსახლეობას!“ - დეა ადამია