Digest Logo

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

1642449881
18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

შემოქმედებითი პროფესიის ვერძებს წარმატება ელით. ეცადეთ, ნაკლები იაქტიუროთ - ეს დღე არახელსაყრელია რადიკალური ცვლილებებისთვის. უბრალოდ, მოდუნდით და დაისვენეთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. სიახლე, რომელსაც ამ დღეს გაიგებთ, ოჯახის ყველა წევრისთვის მოულოდნელი და სასიხარულო იქნება. დღეს დაგეგმილი შეხვედრები თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუქმდება. სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობები წარმატებით განვითარდება.

ტყუპები

ნუ შეეწინააღმდეგებით გრძნობას, რომელმაც მთლიანად დაგიპყროთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება და ჰარმონიული კოსმოსური სიტუაცია ხელს უწყობს თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას. სურვილის მიუხედავად, უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური მუშაობისთვის. ეცადეთ, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, რომანტიკულ გარემოში გაატაროთ. დიდი ალბათობით, ეს დღე საშუალებას მოგცემთ, პარტნიორთან შეთანხმებას მიაღწიოთ და სულიერი სიმშვიდე მოიპოვოთ. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია - შეგიძლიათ, საქმეები მშვიდად დაასრულოთ.

ლომი

სავარაუდოდ, დაუგეგმავი ხარჯები ელით. თავი შეიკავეთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისგან, რაც, წყენისა და გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანებმა რჩევისა და დახმარებისთვის მოგმართონ. საქმიანი მოლაპარაკებებისთვის არახელსაყრელი დღეა.

ქალწული

ამ დღეს მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემები. პირველ რიგში, გაფრთხილება ეხებათ ქალწულებს, რომლებსაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ - გაუთვალისწინებელმა მოვლენამ შეიძლება, ოჯახში სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს.

სასწორი

ამ დღეს საყვარელ ადამიანთან დაკავშირებული ნერვიულობა გელით, თუმცა თქვენი შიში უსაფუძვლოა. შესაძლოა, ძველი გადასახადების გადახდა მოგიწიოთ. ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი სამუშაოსთვის და ახლობლებთან ურთიერთობისთვის. შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებს წარმატება ელით.

მორიელი

ამ დღეს კოლეგებთან, მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში პრობლემები გელით. გეჩვენებათ, რომ თქვენ წინააღმდეგ მთელმა სამყარომ პირი შეკრა. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება უემოციოდ მიიღოთ. გირჩევთ, მოგებიან ბიზნესშეთავაზებაზე უარი არ თქვათ. სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობები წარმატებით განვითარდება.

მშვილდოსანი

ამ დღეს სამსახურში ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ. შესაძლოა, მეგობრებმა საინტერესო ღონისძიებაზე მიგიწვიონ და უარს ნუ იტყვით. თუ სამსახურის შეცვლას გეგმავთ, დიდი შანსია, რომ შესანიშნავი ადგილი აღმოაჩინოთ და თამამი პროექტი განახორციელოთ. თუ სახლში ბავშვები გყავთ, ეცადეთ, საღამოს ახალი სათამაშოთი ან საინტერესო წიგნით გაახაროთ.

თხის რქა

ამ დღეს ბიზნესში სავსებით შესაძლებელია სერიოზული ცვლილებები. სამსახურში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ერთი შეხედვით საინტერესო შეთავაზებაზე თანხმობის მიცემას ნუ იჩქარებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმედგაცრუებული დარჩებით. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია - შეგიძლიათ, საკუთარი საქმეები მშვიდად აკეთოთ და ჯანმრთელობაზე იზრუნოთ.

მერწყული

გაითვალისწინეთ, რომ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში ტყუილი არ გამოგადგებათ - ამით მხოლოდ საკუთარ თავს დააზიანებთ. ხელსაყრელი დროა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევისთვის. საქმიანი მოლაპარაკებები კი რამდენიმე დღით უნდა გადადოთ.

თევზები

ეს დღე ხელსაყრელია მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებულთათვის. არასასიამოვნო სიახლეები ან გარემოებათა არახელსაყრელი განვითარება გელით, მაგრამ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თქვენი სისწრაფე და შრომისმოყვარეობა საშუალებას მოგცემთ, რამდენიმე საქმე ერთდროულად აკეთოთ და თითოეული ბოლომდე მიიყვანოთ. გაუთვალისწინებელმა მოვლენამ შეიძლება, ოჯახში სერიოზული კონფლიქტები გამოიწვიოს.




აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ინსტიტუტში ნაპოვნი სიყვარული, „საქმის გარჩევა“ სყავრელი ქალის გამო, მოულოდნელი განშორება და ზურა ყიფშიძის „მამობა“ - ეროსი მანჯგალაძის ამბავი სიყვარულისა

🔵„ჯანსუღი არ მოსწონდათ სასიძოდ, გარეგნულად იწუნებდნენ“, 3-წლიანი ცოლად მოყვანის მცდელობა და გაპარვა - ჯანსუღ კახიძის ამბავი სიყვარულისა

🔵„შურდათ ასეთ კაცს რომ ვუყვარდი... 17 წელი იყო სხვაობა... არ იყო გაყინულ-გაშეშებულ სახიანი, ღიპიანი...“ - ქეთათოს ამბავი სიყვარულისა

🔵VIDEO: „ნათიას ოჯახში რომ მივედი პირველი რაც თქვეს იყო ის, რომ კარგია რაჭველი ხარ-ო...“ - ზურას ამბავი სიყვარულისა

🔵„იქ მივხვდით, რომ მე ვიყავი მე და ის იყო ის...“ 1-წ­ლი­ა­ნი დაშორება და ქორწინება - თინას ამბავი სიყვარულისა